12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.
ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.
სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.
"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.
შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)
ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)
ვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება
ირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ
blick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას
dailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ
irishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ
ვაისსაც რაღაცა მარილივით აკლია, თუმცა მთლიანობაში ამ ეტაპზე უსიტყვოდ დასატოვებელია... ერთი კია, მაინც საჭიროდ ვთვლი რომ გუნდს შეათამაშოს სხვა ფეხბურთელებიც თორემ ისედაც ღონემიხდილი ანანიძემ ან ოქროს ან ვაკოს რამე რო მოუვიდეს მერე გვერდებს :-D