საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ
შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

altblick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას

altdailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

 

altirishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ


მკითხველის კომენტარები / 69 /
აუ, კოსოვოს ჩეხეთს გასვლა თუ ვერ მოუგო, ფინალში მოგვასკდებიან და აქ რამე უნდა მოვახერხოთ... აუ რა თამაში იქნებაა, თუ მოვიგეთ, თასების თასისნაერად მოვუყვებით შვილიშვილებს :-D
რა მაფიაა?
13 ოქტომბერი 2019 08:23
6
კიტეიშვილს ფეხბურთელი რომ გონია თავი,
რატი
13 ოქტომბერი 2019 09:50
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული