ვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

AutoSharing Option
12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ფრე 0:0 ეთამაშა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"ვფიქრობ, გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი თამაში იხილა, მიუხედავად იმისა, რომ უგოლოდ დასრულდა. ჩვენ შევეცადეთ, ეს შეხვედრა მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ეს იყო მაღალი ხარისხის თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ გამოცდილი გუნდის  ფეხბურთელები უპირისპირდებოდნენ. ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ ირლანდიის რომელიმე ფეხბურთელი ჩვენსას აღემატებოდა.

საბოლოოდ ეს იყო შეხვედრა დიდი შანსების გარეშე, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. გუშინ ვთქვი, რომ 120 პროცენტი იყო საჭირო ამ
შეხვედრის მოსაგებად, ჩვენი ფეხბურთელები კი 110%-ით დაიხარჯნენ.

ირლანდიელთა შემადგენლობაში ბრწყინვალედ ითამაშა შეინ დაფმა, რომელმაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ვფიქრობ, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ფრემ ირლანდიელებიც დააკმაყოფილა, რადგან შეხვედრის ბოლოს დროის გაყვანაზე თამაშობდნენ.

ვაკო გვილია განაცხადში იმიტომ არ იყო, რომ ტრავმირებულია, კუნთი აწუხებს. ის შემდეგ შეხვედრაშიც არ იქნება. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მიკროტრავმა აქვს, მაგრამ ის ჩვენთან ერთად იქნება გიბრალტარში.

დაგვაკლდა რა თქმა უნდა, გოლი, ცოტა ხარისხი გვაკლია საჯარიმოში. ვერ ვიტყოდი, რომ ვინმემ ცუდად ითამაშა, თუმცა გვჭირდება გაცილებით მეტი აგრესია. განსაკუთრებით უნდა შეგვეძლოს სტანდარტული მდგომარეობის კარგად გამოყენება.

ოთარ კიტეიშვილი საუკეთესო იყო მოედანზე, ორივე გუნდის შემადგენლობაში. ამავდროულად სხვა ფეხბურთელებმაც საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინეს და მე თითოეული მოთამაშით კმაყოფილი ვარ.

პირველად ათი წლის წინ დავუპირისპირდი ირლანდიას, როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი. ირლანდიას ყოველთვის სიმპათიური ნაკრები ჰყავდა, კარგი მწვრთნელებით. ვფიქრობ, რთული იქნება დანიასთან და შვეიცარიასთან ირლანდიელთა ჭიდილი, თუმცა მინდა წარმატება  და ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვუსურვო.

დღეს, უფრო პირველ ნომრად ვთამაშობდით და ამიტომ არ შემოვიყვანე საბა ლობჟანიძე, რადგან სწრაფი ფეხბურთელია და როცა ვთამაშობთ დაცვით ტაქტიკას, მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამჯერად შენგელიას და ლობჟანიძის გამოყვანა ვამჯობინე".

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

 

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ













მკითხველის კომენტარები / 33 /
კარის ჩარჩოში ერთხელაც არ წასულა ბურთი!! 19 წლამდელებისგან და ახალგაზრდული ნაკრებიდან ველოდები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. დავითაშვილისნაირი აგრესიული ფეხბურთელი გვინდა შეტევაში, იმედია კვარაცხელიაც მოუმატებს, ბურთთან მოპყრობა იცის და არც ტექნიკა დაეწუნება, ჩვენი მთავარი ჯოკერი (ჩაკვე) და იმედი მაქვს ეს ბიჭები სხვებთან ერთად ითამაშებენ იმ ფეხბურთს რა ფეხბურთიც ქართველებს გვენატრება!!!
zaza
12 ოქტომბერი 2019 22:06
0
ყაზაიშვილი არასწორ პოზიციაზე თამაშობს. ძირითადად მარცხენა მცველს აზღვევს, შეტევაში ვერ მიდის და მერებაშვილის ფუნქციებს ასრულებს.
ანანიძის მოედანზე ყოფნა არ ჩანს.
ოქრიაშვილი მალე დაიღლა და სანამ თვითონ არ უთხრა მწვრთნელს გამომცვალეო მანამდე ვაისი მის შეცვლას არ აპირებდა.
კიტეიშვილი და კანკავა საუკეთესოები იყვნენ. ხარაიშვილი და საბა ლობჟანიძე შანსს იმსახურებენ.
Mamuka
12 ოქტომბერი 2019 21:26
0
ოქრიაშვილი მოედანზე წამოწვა - მეტი არარ შემიძლიაოოოოო, თორემ ვაისი არ ცვლიდა,
1
12 ოქტომბერი 2019 23:04
0
დღეს პირველად ვიხილე, რომ ჩვენი გუნდი თამაშობდა! ეს კარგია. უფრო მეტი გაბედულობა, უფრო მეტი დრიბლინგი და შედეგიც დადგება.
zurab
12 ოქტომბერი 2019 20:18
12
llcl-ს:
აქ არავინ იძახის არიქა ეს რა გუნდი დავაყენეთ კაცო დავფრინავთო, მაგრამ განსხვავებების დანახვა აუცილებელია თუნდაც შედარების კუთხით. გულშემატკივარს პირველ რიგში მოეთხოვება ობიექტურობა. არ არის საჭირო მხოლოდ შავის დანახვა და არც ურაპატრიოტიზმი. რას ვგავდით, რას ვთამაშობდით, რა მენტალობით, რა შესრულებით და რა მდგომარეობაა ეხლა ამის გარჩევა რომ შევძლოთ ხომ უნდა დავინახოთ როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური?
ანესთეზეოლოგი
12 ოქტომბერი 2019 21:29
4
რაიო? დრიბლინგიო? დრიბლინგებმა, ფაფხურებმა, და ქარაქუცულმა ფეხბურთმა დაგვღუპა. მეტი დრიბლინგი თუ გინდა საქართველოს ჩემპიონატზე იარე, მაგის მეტი არაფერია.
raio
12 ოქტომბერი 2019 21:25
3
ყველა გამოხმაურება
ზოგიერთი ადამიანი აქ ისეთ კომენტარს წერს და აკრიტიკებს მწვრთნელს შედეგის გამო თითქოს საქართველოს ნაკრები კიარა, რომელიმე ევროპული ან სამხრეთ ამერიკული გრანდი ნაკრები ვიყოთ ეს ადამიანი არსებული რესურსით დებს მაქსიმალურ შედეგს ნაკრებს, რომელსაც 1 ფეხბურთელიც კი არ ჰყავს მაღალი დონის ჩემპიონატში და ერთი ფეხბურთელიც კი არ გვყავს ისეთი, რომელსაც აქვს მაღალი დონის სათამაშო გამოცდილება ტოპჩემპინატში და გვყავს ფეხბურთელები საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატებიდან და კლუბებიდან ბევრი იქაც ვერ თამაშობს ძირითადში და ვეთამაშებით პრემიერ ლიგის ბუნდესლიგის სერიაას და ლალიგის ფეხბურთელებს არამარტო ფეხბურთელებს არამეტ ზოგიერთ თავის კლუბში ლიდერიაა და ჩვენ ნორმალური თავმდასხმელიც კი არ გვყავს, რომელსაც სეზონში 10-15 გოლის გატანა შეუძლია თავის კლუბში და როცა ჩვენც გვეყოლება ტოპ ჩემპიონატებში სტაბილურად მოთამაშე მაღალი დონის ფეხბურთელები მაშინ მოვითხოვოდ მაქსიმალური შედეგი და უმაღლესი დონის ნაკრებებისთვის მოგება ვიყოთ ობიექტურები და ნუ ვიქნები ილუზიებში.
Giorgi
12 ოქტომბერი 2019 23:52
10
არ გეწყინოს მეგობარო, მარა სანამ ასე ვიფიქრებთ არაფერი არ გამოვა ფეხბურთში. კომენტატორების არ იყოს, ბოლოს რა თქვა - ძვირფასი ორი ქულა დავაკარგვიინეთ ირლანდიასო, იმის მაგივრად რომ ეთქვა ირლანდიამ გაგვიძლო და ძვირფასი ორი ქულა შეინარჩუნაო. აი ესაა პრობლემა ასე მგონია. უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს მეტი - ესაა ფეხბურთი, ზუსტად ასე გადავლენ ფეხბურტელებიიმ გრანდებში რაც გაქვს ნახსენები :) ჯერ მოგებები და მერე გრანდები და არა პირიქით
გადასარევი გიორგი
13 ოქტომბერი 2019 02:53
1
ყველაზე მაგარი მწვრთნელია ვაისი. ფაქტიურად სასწაულებს ახდენს ამ შემადგენლობით. ბრავო ვაის
ფეხბურთი
12 ოქტომბერი 2019 22:15
8
მოშორდი კლავიატურას ვაისს...
reali
13 ოქტომბერი 2019 12:56
2
შაყირობთ?
emigranti
13 ოქტომბერი 2019 04:56
5
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ თამაშზე, ისევე როგორც დანიასთან დღესაც გამოჩნდა პოზიტოური ნიუანსები რომელიც აუცილებლად შესამჩნევი და აღსანიშნავია. გუნდი, როგორც ერთიანი ორგანიზმი უფრო დალაგებულია და ბევრად დისციპლინირებული. რგოლებს შორის კავშირიც მეტად დახვეწილია. და რაც მთავარია მენტალობა, გუნდი მოსაგებად იწევდა დანიასთანაც და ირლანდიასთანაც მაგრამ არ ეყო ხასიათი. ვისაც გახსოვთ ადრე ასეთი წონის გუნდებთან მთავარი იყო "ოღონდ არ წავაგოთ" ან "მინიმალური ანგარიშით მაინც წავაგოთ". რაც შეეხება პრობლემებს ისევ და ისევ მტკივნეულად დგას ახალ ტრავმამოშუშებული და ფორმაში არ მყოფი მოთამაშეების საკითხი, რომელთაც ძალიან უჭირთ კონცენტრირება და ტემპის აყოლა. დღეს ბევრს დაეტყო ეს და ყველა მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ. შეტევის დროს მეტი სწრაფი აზროვნება და აგრესიულობა გვჭირდება. ჩაკვე ძალიან გვაკლია და როდესაც ის დაბრუნდება დარწმუნებული ვარ ბევრად მწვავე და შედეგიანი გახდება ჩვენი შეტევები. იგივე შემიძლია ვთქვა თავდასხმაში მჭედლიძეზე. ძალიან გვჭირდება მისი ფორმაში შესვლა. ლობჯანიძემაც გამოაჩინა რომ საკმაოდ ცივსისხლიანი და ათლეტურია. საერთო ჯამში ფლანგებზე და ცენტრფორვარდის პოზიციაზე მეტი სიმწვავე გვჭირდება. ამის რესურსი არის და ვფიქრობ რომ შეიძლება ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება. მიმაჩნია, რომ პოზიტივის შემჩნევა და მასზე საუბარი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კრიტიკა. განსხვავებების დანახვა აუცილებლად უნდა შევძლოთ, რადგან ბოლოსდაბოლოს ყველაფერი შედარებითია სამყაროში.
ანესთეზეოლოგი
12 ოქტომბერი 2019 21:25
6
ამ კაცის ვერ გავიგე, იძახის მეტი აგრესია მინდაო და საბას არ ათამაშებს,არაბიძეს მარტო იმიტომ გამოვიძახებდი, რომ სტანდარტიდან კობის შემდეგ ვერანაირ სიმწვავეს ვერ ვქმნით, სხვა ნებისმიერი გუნდი კი ამ კომპონენტში გვჩაგრავს..ხო კიდე, დადასტურდა და რომ ვაისი ყურადღებას აქცევს არა ფეხბურთელის დონეს, არამედ რომელ კლუბეი თამაშობს, ამის ნათელი დასტურია უკვე დინამოელი მჭედლიშვილის არ გამოძახება, არად ეძახდა 5 თვე უთამაშებელ უპრაქტიკოს ემპოლში ყოფნის დროს.
თორნიკე
12 ოქტომბერი 2019 20:52
15
პირადად მე ვერცერთ ასპექტში ვერ დაგეთანხმები. ჩემი სუბიექტური აზრით, რაც ვაისი ჩვენი მწვრთნელია ასეთი ოპტიმალური და რეალური შემადგენლობა არცერთ თამაშზე არ გამოუძახებია. თამაშის შინაარსმა აჩვენა, რომ რა რესურსიც გაგვაჩნია იმის ფონზე შემადგენლობა იდგა ძალიან სწორად. რაც საბას გამოძახება დაიწყო ვაისმა მას შემდეგ ნათლად ვხედავთ თუ რა შემთხვევაში არის ის მოედანზე. მისი მონაცემებიდან და დიდი კონკურენციიდან გამომდინარე საბა დგას ისეთ თამაშებში სადაც ვთამაშობთ მე-2 ნომრად და ვცდილობთ კონტრშეტევას. არაბიძეს ერთი ჯარიმის დასარტყმელად არავინ გამოიძახებს. ეს ცოტა არასერიოზული მსჯელობაა. შვეიცარიასთან გუშინაც გამოჩნდა, რომ ისიც გარკვეული მონახაზის ფეხბურთელია და მის პოზიციაზე ამხელა კონკურენციის პირობებში მხოლოდ ჯარიმის დასარტყამად არავინ დააყენებს. მჭედლიძე კი ჯერ ვერ არის ისე მომძლავრებული და პლასტიკადაბრუნებული რომ ირლანდიის დონის ფიზიკურ გუნდთან დაეყენებინა. ამ მხრივ ლობჯანიძემ ნამდვილად არ უმტყუნა გუნდს და მოწოდების სიმაღლეზეც იდგა. მე მჯერა რომ მჭედლო მალე დაბრუნდება და ჩაკვეტაძესთან ერთად ნაკრების შეტევაც ბევრად შედეგიანიც გახდება.
ანესთეზეოლოგი
12 ოქტომბერი 2019 21:24
5
ნუ პროფესორობთ რაა, ჩვენ ძალიან ხოარ ვბაქიაობთ ნელ ნელა? ჩემპიონატს შეხედე, მერე ფეხბურთელების მომზადებაბს შეხედე, მერე მათ გუნდებს.
აპსოლიტურად ყველა ნაკრების უპირობოდ,ან დამარცხებას ვიტხოვთ ან ტოპ გუნდებთან მაგარ ფრეს.
ამ საბა და ხარაიშვილზე ლაპარაკი უკვე დამღლელია, არ არიან ეს ბიჭები ნაკრების დონის, საბა ათამაშა და არაპერი გაუკეტებია, ხარაიშვილი ფიზიკურად 8კლასელ ბავშვს ჰგავს.
ყოვლისმცოდნე
12 ოქტომბერი 2019 23:29
6
დაგიშალათ ვინმემ მერე?სიცოცხლე და ჯიგარი აკლია ნაკრებს,ქართველი ჯიგრიანი მწვრთნელი უნდა ნაკრებს და იერარქია,,,ფსიქოლოგიური მომენტი-ერთ მუშტად ქცეული ქართული მენტალიტეტი,...
!!!
12 ოქტომბერი 2019 20:36
16
ნამდვილი წარმატრბული ადამიანი!!!
ლაშა
12 ოქტომბერი 2019 20:09
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული