"მეჟოვოვეშ ჟორის" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის, ხოლო "ტობოლის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ზივზივაძე კვირის საუკეთესოთა შორის სპორტულმა საიტმა csakfoci.hu-მ დაასახელა.
"ბუდუ ზივზივაძე "დებრეცენთან" შეხვედრაში შეუჩერებელი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გაიტანა და კარგი დრიბლინგის შემდეგ საგოლე პასი გაუკეთა ვაჟდანაკს", - წერს საიტი.
ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი სიმბოლურ გუნდში sports.kz-მა შეიყვანა.
"ჯაბა კანკავა ყველასთვის და ყველას ნაცვლად მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა წააგო, ის მოედანზე ნამდვილი ლიდერი იყო", - წერს ყაზახური გამოცემა.