საქართველოს ნაკრები სენტ-გალენში დილით გაემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად-ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ყველა მოთამაშე, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ გერმანიის ქალაქ ბად-ვურისჰოფენიდან შვეიცარიის ქალაქ სენტ-გალენში 14 ნოემბერს, დილით გაემგზავრება.

მოგვიანებით კი შვეიცარია-საქართველოს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავენ. საწვრთნელი პროცესის დაწებამდე ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

შვეიცარია, სენტ-გალენი, 14 ნოემბრის განრიგი:

16:15*
- შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:00* - შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში
18:30* - საქართველოს ნაკრების მთვარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00* - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

* შვეიცარიის დროით - შვეიცარიის დრო საქართველოსას 3 საათით ჩამორჩება.

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული