სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

AutoSharing Option
ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშეო. ზუსტად პროგრესი და ცვლილებებია ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარშემო ბოლო პერიოდია მუსირებს.

2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება - ასე დაასრულა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა D ჯგუფში ასპარეზობა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს გაასწრო.

ეს ის გიბრალტარია, სადაც მასწავლებლები და პოლიციელები თამაშობენ, მოედანზე კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც სამსახურისგან თავისუფალი დრო აქვთ.

სად ვხედავთ პროგრესს? ნაკრებში ჯერ კიდევ კახა ცხა
დაძის მოსვლის პერიოდიდან საზოგადოება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული ნაკრები წინ წავიდა და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს.
სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცხადაძეს ნაკრები დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ კონტრაქტით ის საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებდა...

წავიდა ცხადაძე და მოვიდა ვაისი, მწვრთნელი, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრიც აკრიტიკებს და მის გაშვებას მოითხოვს.

საინტერესოა, იცით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო?..

ეს მოგებები ცალკე განხილვის თემაა... 4-ჯერ გიბრალტარს ვაჯობეთ, თითოჯერ კი კინკილა ბურთის სხვაობით მოვუგეთ სახლში ბელორუსსა და შოტლანდიას.

სად ხედავთ პროგრესს?! როდესაც შენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ მოყვარულ ფეხბურთელებს უგებს და ატარებს ისეთ შეხვედრებს, სადაც გააზრებული კომბინაციის ხილვაც კი სანატრელია, ეს არის პროგრესი?

ბოლო დროის ნათელი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. ვაჯობეთ ყაზახებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ფულის ხარჯვა არც ენანებათ, უბრალოდ ძალა აღმართს ხნავსო და ამ ქვეყანაში არ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც თუნდაც ჩვენ გაგვიწევდნენ კონკურენციას.

ლატვიასა და ანდორაზე საუბარი ალბათ არც ღირს. ვისაც ფეხბურთის თამაში არ ეზარება, ამ ნაკრებებს მინიმალური ენერგიის ხარჯზეც ძალიან ადვილად ამარცხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამოდის ის, რომ ვუგებთ მოყვარულ, ძალიან დაბალი დონის და სუსტ ნაკრებებს.

ბრძოლას, ჟინს და თავდადებას არავის ვუკარგავთ, მაგრამ ნუთუ პროგრესად ითვლება ის, რომ მეთევზეებს და პოლიციელებს უგებ და შენზე სუსტ ნაკრებთან მხოლოდ ერთი ბურთით იგებ?!

ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო...

რა დავინახეთ ერთა ლიგის წინ? - ვუმადლოდეთ უეფას, რომ სუსტი გუნდების წარმატებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა რეფორმაც გაატარა.

რომ არა ერთა ლიგის რეფორმა, ჩვენს ქვეყანას ევროპირველობაზე გასვლა კეთილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე, რომ საშუალო ევროპულ გუნდებსაც კი ტოლ-სწორად ეთამაშოს.

კი ბატონო, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან ბრძოლა და მისი გასწრება მაინც არ შეიძლებოდა?!

რამდენიმე დღის წინ გიორგი დევდარიანმა თქვა, სად ხედავთ პროგრესს, როდესაც ჩემპიონატში გუნდები იშლებიან, ფეხბურთელებს საჭმელსაც ვერ აჭმევენ და ხელფასს ვერ აძლევენო...

ქართული კლუბები ევროასპარეზზე ვერ გადიან, ჩემპიონატში წამყვანი გუნდი ("ტორპედო") იშლება, ნაკრები მხოლოდ მაჩანჩალა გუნდებს უგებს და ბოლო წლებია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიძახით, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს...

თავის მოტყუება ადამიანისთვის ყველაზე ადვილია. სტატიას კი ისევ ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

"წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ".

altგიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

altგიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

altრევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

altსაქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
კარგი ფეხბურთელები გვყავს მაგრამ არ ვარგა მწვრთნელი.გაუგებარ ფეხბურთს ათამაშებს.ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ დიდი სხვაობაა მენტალურად მასსა და გუნდს შორის.ეგ ერთა ლიგაზე გამსვლელი არ არის.
ნიკო
21 ნოემბერი 2019 00:56
10
ყოჩაღ, მართალი და ნამდვილი სტატიაა.თავს ნუ მოვიტყუებთ ხალხო,შეხედეთ ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს,მოყვარულთა ლიგაა და აქაც ყიდვა გაყიდვაა.რა წინსვლა რის ეროვნული ნაკრები,სადღაა ქართული ფეხბურთი.პ.ს.არადა გვიხაროდა კალაძის და კობიაშვილის მოსვლა.
სიმართლე
21 ნოემბერი 2019 00:20
4
ვაისი წავიდეს და ანტიფეხბურთს არ გგაყურებინოს დანერვები არ დაგვაწყვიტოს.ჯიგრიანად ქართულად ითამაშონ და ვინც მაგათზე ხმა ამოიღოს. თუნდაც სულ წააგონ
გრიგოლ1408
20 ნოემბერი 2019 23:18
5
ეს ქართული ფეხბურთი რომელია, ერთი გამაგებინეთ?! შეტევა-შეტევა-შეტევა? 3-2-5, დუბლვეთი ითამაშონ? ერთში მართალი ხარ, ქეცბაია რასაც ათამაშებდა ეს არ იყო ქართული ფეხბურთი, ეს საერთოდ არ იყო ფეხბურთი. თუმცა 10 თუ 12 თამაში ზედიზედ რომ არ წავაგეთ, ძალიანაც გვიხაროდა. მერე გაარჩიეს, ეტყობა, ის ფეხბურთი და დაგვანგრია ყველამ.
alexandre
21 ნოემბერი 2019 10:19
0
თავს იტყუებთ თუ ილუზიებში ცხოვრობთ? ერთი ნორმალური საშუალო დონის გუნდი მითხარით სადაც ჩვენები თამაშობენ და რა ევროპა და რის შედეგს ითხოვთ? პ.ს შტურმი გოტებორგი და ა.შ ჭ კლასის გუნდებია რეალურად.
gio
20 ნოემბერი 2019 22:25
2
დღეს ერთი კომენტარი დავწერე, მაგრა ეხლა სხვა თემაზე დავწერ, ჩემ აზრზს პროგრესთან დაკავშირებით. ოღონდ ცოტა წარსულიდან დავიწყებ: ქინქლაძე, არველაძეები, ქეცბაია, ნემსაძე, ცხადაძე,კალაძე და ნუ ამ თაობის ბიჭები ასე ვთქვათ საბჭოთა სკოლა გამოვლილები იყვნენ, ფეხბურთში კარგად განსწავლულები. ჩემპიონატი მაშნაც მაინცდამაინც არ ბრწყინავდა მაგრამ იმ დროს თვითონ ჯობდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მოხვდნენ დიდებულ გუნდებში, მიუხედავად ამისა ნაკრებს დიდ წარმატებისთვის არ მიუღწევია. ამის მერე იყო დიდი ჩავარდნა, ევროპული კი არა სანატრელი იყო რუსეთის მეორე ლიგის გუნდში ჩვენი ლეგიონერი და ნუ საერთოდ რაზე უნდა გვქონოდა პრეტენზია. დღეს მაინცდამაინც სასიხარულოდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ პროგრესი იმაში მდგომარეობს, რომ ნელნელა ისევ ჩნდება ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნტერესი და მიდიან ევროპაში, თუმცა არა გრანდებში, მაგრამ ესეც საქმეა გენტი, შტურმი, ლუცერნი, ლეგია, სარაგოსა, ეისბერგი, შახტიორი, გიოტებორგი და სხვა, აქ წარმატების შემთხვევაში ერთი ნაბიჯია ტოპ ჩემპიონატში მოსახვედრად. ამ გუნდებში მოხვედრაც არაა მარტივი, მაგრამ ეს ბიჭები ადრეული ასაკიდან სწავლობენ უკვე ფეხბურთს, შედარებით ნორმალურ გარემოში, კერძოდ აკადემიებში, დინამოსი, ლოკომოტივის, საბურთალოსი, ასევე სფფ აკადემიები რუსთავში, ლაგოდეხში. მჯერა, რომ ეს მოიტანს შედეგს, კიდე მეტი ახალაზრდა წავა ევროპულ გუნდში და ხარისხი და კონკურებციაც გაიზრდება ეროვნულ თუ სხვა ასაკობრივ ნაკრებში. ძალიან დიდი ტვირთი აქვთ და სტრესის ქვეშ არიან ამ ერთა ლიგის 1/2 ფინალის წინ და ჩვენ კიდე მეტად ვძაბავთ ამ ღვარშძლიანი კომენტარებით. მინდა რომ მთელი ქვეყანა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭროთ, ვუქომაგოთ, მეტი სათამაშო დრო ვუსურვოთ და ჯანმრთელობა ბიჭებს, რომ გაზაფხულზე ყველანი სათანადო ფორმაში და ტონუსში შეხვდნენ ჩვენი ქვეყნისათვის ამ მართლაც ისტორიულ თამაშებს. ყველას გისურვებთ 2020 ევროპის ჩემპიონატზე გვეხილოს საქართველოს ნაკრები.
DAVE
20 ნოემბერი 2019 22:09
2
ეს კრიტიკული შეფასება არ არის.ეს არის ფაქტები და რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს სრული სიმართლე.
გრიგოლ1408
20 ნოემბერი 2019 21:48
5
აქ ზოგიერთს გონია რომ რახან კრიტიკულს დაწერს გულშემატკივარი ის ჩვენი ნაკრების წინსვლის დაუნახავია... კარგით რა ხალხო , აქ ხალხი გამოხატავს თავის გულისტკივილს რომ ჩვენი ფეხბურთი დავიდა ლუქსემბურგის და კოსოვოს დონემდე და მალე ანდორა და სანმარინომდე დავა...ერთი შემახსენეთ ისლანდიის მწვრთნელი ვინ არის, ან იგივე კოსოვოს??? ჰოდა ამაშია საქმე, ვაისი ჩვენი(ნუ ვისაც არ მოწონს) პირადი მტერი კი არ არის, უბრალოდ ის ჩვენ ნაკრებს ვერ ათამაშებს და რა ვქნათ ახლა ტაში დავუკრათ თუ რა გავაკეთოდ... მასეთი მწვრთნელი აქაც არის ბლომად და უკეთესიც, უბრალოდ ამას დანახვა უნდა... შეუბერეთ ახლა დისლაიკები და თუ ამით ჩვენ ფეხბურთს ეშველება რა პრობლემაა...
Maximus
20 ნოემბერი 2019 17:38
14
სინამდვილეში ეროვნული ჩემპიონატი და მწვრთნელთა კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალ დონეზე, ბავშვის მიყვანა მინდოდა ფეხბურთზე მაგრამ შოკი დამემართა როცა შესაბამის მწვრთნელს ვეძებდი, ძალიან დაბალი დონე. მწვრთნელები ღრიალებდნენ და უყვიროდნენ ბავშვებს, 8-10 წლის ბავშვებს ფიზიკურ დატვირთვებს აკეტებინებდნენ, ნებისმიერ შეცდომაზე ფეხბურთის თამაშს წყვეტდნენ და მთელი გუნდის წინ დამცინავი კომენტარებს უკეთებენ. და ამას მშობლები მშვიდად უყურებენ ტრიბუნებიდან სამაგიეროდ მე გამოვლანძღე საბურთალოს სტადიონზე მწვრთნელები. ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონის შედეგია ჩვენი მდგომარეობა და არა ვაისის და ფეხბურთელების, ამაზე პასუხისმგებელი კი ფედერაციაა და არა ვაისი.
semi
20 ნოემბერი 2019 17:18
2
სემი- ფიზიკურად რომ აძლიერებდნენ ...და ძლიერები და ამტანი რომ იყოს ქართული ფეხბურთი- ბოლო 10 წუთში კი არ წააგებდა ყველა მნიშვნელოვან თამაშს როგორც ნაკრები, ისე კლუბები...
გლახუნა
20 ნოემბერი 2019 19:53
3
ვფიქრობ იმ შემადგენლობით რაც გვყვავს კიდე კარგად ვთამაშობთ. უნდა მოვთხოვოთ ჩვენს გეხბურთელებს ზოგადად მოინდომონ მეტი, ივარჯიშონ მეტი, რომ მოხვდნენ ევროპულ კლუბებში და იქ მოხვედრის მერე მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ, იყვნენ ძირითადში და მუდმივად პრპგრესირებდნენ. ძნელია ეთამაშო და მითუმეტეს მოუგო იტალიის გერმანიის ინგლისის ესპანეთის ჩემპიონატში ფეხბურთლებეის ნაკრებს, ყაზახეთი, საქართველო, აშშ დან მოკრებილი შემადგენლობით. ჩვენ უნდა გვინდოდეს მეტი ფეხბურთელი შტურმში, გენტში, ვიტესში, ლილში და მერე ნელნელა მილანში, აიქსში, მანჩესტერში, ბავარიასა თუ რეალში.
QT
20 ნოემბერი 2019 17:12
6
არავის კომენტარს არ ვკითხულობ უბრალოდ ერთს დავწერ. ყველაზე დიდი შეცდომა დაიშვა მაშინ როცა ვლადიმერ ვაისით ჩანაცვლდა კახა ცხადაძე და ზოგადად ქართული ხასიათიდან გამომდინარე ჩემი აზრია რომ ისევ ქართველი წვრთნიდეს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვიდრე უცხოელი შედეგი არც ისეა და არც ასე ქემაინც ჰიმნს იმღერებს და ცოტა სხვა ჯიგრით მიაწვება! თუ არა უხადეთ ფული ბატონ ლადოს და იხარეთ გიბრალტართან გამარჯვებით. ( მე მჯერა ჩვენი ბიჭების მე მჯერა მათი პოტენციალის დანიშნეთ ქართველი მწვრთნელი და უკეთესი შედეგი იქნება !!!! )
ლაშა
20 ნოემბერი 2019 17:12
13
რომ გჯერა კარგია, მაგრამ მე მინდა და ვერ ვხედავ საფუძველის, იქნებ მიგვანიშნო..
გუსანი
20 ნოემბერი 2019 17:38
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული