სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

AutoSharing Option
ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშეო. ზუსტად პროგრესი და ცვლილებებია ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარშემო ბოლო პერიოდია მუსირებს.

2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება - ასე დაასრულა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა D ჯგუფში ასპარეზობა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს გაასწრო.

ეს ის გიბრალტარია, სადაც მასწავლებლები და პოლიციელები თამაშობენ, მოედანზე კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც სამსახურისგან თავისუფალი დრო აქვთ.

სად ვხედავთ პროგრესს? ნაკრებში ჯერ კიდევ კახა ცხა
დაძის მოსვლის პერიოდიდან საზოგადოება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული ნაკრები წინ წავიდა და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს.
სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცხადაძეს ნაკრები დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ კონტრაქტით ის საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებდა...

წავიდა ცხადაძე და მოვიდა ვაისი, მწვრთნელი, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრიც აკრიტიკებს და მის გაშვებას მოითხოვს.

საინტერესოა, იცით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო?..

ეს მოგებები ცალკე განხილვის თემაა... 4-ჯერ გიბრალტარს ვაჯობეთ, თითოჯერ კი კინკილა ბურთის სხვაობით მოვუგეთ სახლში ბელორუსსა და შოტლანდიას.

სად ხედავთ პროგრესს?! როდესაც შენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ მოყვარულ ფეხბურთელებს უგებს და ატარებს ისეთ შეხვედრებს, სადაც გააზრებული კომბინაციის ხილვაც კი სანატრელია, ეს არის პროგრესი?

ბოლო დროის ნათელი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. ვაჯობეთ ყაზახებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ფულის ხარჯვა არც ენანებათ, უბრალოდ ძალა აღმართს ხნავსო და ამ ქვეყანაში არ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც თუნდაც ჩვენ გაგვიწევდნენ კონკურენციას.

ლატვიასა და ანდორაზე საუბარი ალბათ არც ღირს. ვისაც ფეხბურთის თამაში არ ეზარება, ამ ნაკრებებს მინიმალური ენერგიის ხარჯზეც ძალიან ადვილად ამარცხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამოდის ის, რომ ვუგებთ მოყვარულ, ძალიან დაბალი დონის და სუსტ ნაკრებებს.

ბრძოლას, ჟინს და თავდადებას არავის ვუკარგავთ, მაგრამ ნუთუ პროგრესად ითვლება ის, რომ მეთევზეებს და პოლიციელებს უგებ და შენზე სუსტ ნაკრებთან მხოლოდ ერთი ბურთით იგებ?!

ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო...

რა დავინახეთ ერთა ლიგის წინ? - ვუმადლოდეთ უეფას, რომ სუსტი გუნდების წარმატებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა რეფორმაც გაატარა.

რომ არა ერთა ლიგის რეფორმა, ჩვენს ქვეყანას ევროპირველობაზე გასვლა კეთილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე, რომ საშუალო ევროპულ გუნდებსაც კი ტოლ-სწორად ეთამაშოს.

კი ბატონო, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან ბრძოლა და მისი გასწრება მაინც არ შეიძლებოდა?!

რამდენიმე დღის წინ გიორგი დევდარიანმა თქვა, სად ხედავთ პროგრესს, როდესაც ჩემპიონატში გუნდები იშლებიან, ფეხბურთელებს საჭმელსაც ვერ აჭმევენ და ხელფასს ვერ აძლევენო...

ქართული კლუბები ევროასპარეზზე ვერ გადიან, ჩემპიონატში წამყვანი გუნდი ("ტორპედო") იშლება, ნაკრები მხოლოდ მაჩანჩალა გუნდებს უგებს და ბოლო წლებია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიძახით, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს...

თავის მოტყუება ადამიანისთვის ყველაზე ადვილია. სტატიას კი ისევ ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

"წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ".

altგიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

altგიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

altრევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

altსაქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
ფეხბურთელების, მენტალიტეტის პრობლემაა და მერე მწვრთნელის.... ამ გარემოში პროფესიონალი ( გამონაკლისებით ) როგორ გაიზრდება ? ყველა პირად გამორჩენაზეა და მერე საქმეზე, არადა პირიქით უნდა იყოს.ვისაც ეკუთვნოდა კარგი თამაში უმოტივაციოდ, უხალისოდ გადაადგილდებოდნენ მოედანზე, თუგინდ კაშია,ვაკო... არანაირი შევსება ნაკრებს არ ყავს. ახალგაზრდებზეც ფუჭი მოლოდინი მქონია, მაგ. თამაში მთავრდებოდა კუთხურს აწვდის მეტოქე, გეძინება ვერ საზღვრავ ჩაწოდების ტრაექტორიას, მერე გამოსწორებას მსაჯის დასანახად მაიკაზე მოქაჩვით ცდილობ-შედეგი 11 მეტრიანი და-წაგება. რას ერჩი მსაჯს?-დაბრმავდეს. მენტალიტეტს მიხედვა უნდა. სლოვაკებთანაც ხარისხი ვერ აჩვენეს. ჟონგლიორობით ვერ მოიგებ....
გუსანი
20 ნოემბერი 2019 17:10
2
წინსვლა არის ფეხბურთელების მხრივ. ღოდესაც ქინქლაძე არველაძეები ქეცბაია თამაშობდნენ იმის შემდეგ დიდი ჩავარდნა იყო თალანთის მხრივ. Dღეს მოდიან ბევრი კარგი. ბიჭები და ახალგაზრდულს და პირველ ნაკრებს შორის შეიძლებოდა კარგი გუნდის დაყენება. შამჭუხაროდ ვაისი თავის თავს ვერ ენდობა და ვერ შგამოდგა ისეთი მწრვთნელი რომელიც გუნდს შისის გარეშე ათამაშებდა და თავდაჯერებას მისცემდა, ვერ შეკრა გუნდი. კვლავ მოივიკოჭლებთ ძალიან ფიზიკურ მომძადებაში. მეორე თაიმში კანკავას გარდა მთელი ნახევარ დაცვა და თავდასხმა შეტევიდა დაცვაში დასაბრუნებლად მოლასლასებენ. ამ დროს კი ნორმალური გუნდები ყოელთვის იყენებენ სიტუაციას და გოლს გვიტანენ რადგან ისისნი შეტევაში უფრო სწრაფად გადადიან თითო შეხებით, ან სწრაფი გათამაშებით. Gადახედეთ ბოლო თამაშების მეორე ტაიმის მეორე ნახევარ. Vაისი კი ამ დროს შეცვლებს არ აკედთებს სწორად და ბოლო 10 წუთში აკეთებს სეცვლეს. 10 წუთში ფეხბურთელი გახურებას ვერ ასწრებს და თამასში ჩართვას. მან მერე იცის ფედხბურთელების აჩემება ან ფედერაცია ერევა მის არჩევნებში. რამდენჯერ ათამაშა ისეთები რომელნიც თავის გუნდებშიც სკამზე ზიან და პრაქტიკა არ აქვთ? ჩხადაძეს ჯინაში ჩაუდგნენ არ ვიცი რა განხეთქილება იყო, მაგრამ ადამიანმა სთქვა იყო თანახმა ხელფასის დაკლებაზე. არა და მის ხელში გუნდა მაიწყო ქართული ფეხბურთის თამაში და ყველა იბრძოდა. დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობ მე ამ პოზიციაზე ვთამაშოობ და იმ პოზიციას ვერ ვითამაშებ. ცალფეხა ფეხბურთიც მოკვდა. კი მესი ცალფეხაა მაგრამორივე ფეხით ურტყამდა პასს იძლევა , ასევე იყო მარადონა. ძოგი ჩვენ ი ფეხბირთლეი კი ისე ხმარობს სუსტ ფეხს თითქოს თავისი არ იყოს. კარში დარტყმა სამუშაოა. შენგელიას თუ რაგბში გარდასახვის დარტყმას ვარჯიშობს ეთამაშა რაგბი. ისე უსუსურად ურტყამს უმეტესობა ბურთს რომ ამერიკის ქალთა ნაკრებიც აჯობებდა მათ დარტყმის სიზუსტესა და სიძლიერეზე. ეზოს ფეხბურთი მოკვდა საქართველოში სამწუხაროდ. იქიდან მოდიოდა ბევრი ტექნიკა და ბურთის დაჭერა და ორი სამი კაცის მოტყუება ასევე გარაჯებზე და კედლებზე სამიზნეების დახატვა და მათზე ბურთის დარტყმაზე ვარჯიში. კედელთან ვარჯიში სასარგებლო პასისათვის და კარში დასართყამადაც და ორივე ფეხის სახმარად. გვიკვირს ბრაზილიელებნს საიდან აქვთ ამდენი ტექნიკა, ეს ხომ ქუჩის ფეხბურთიდან მოდის. ფლანგბზე გაჭრა და ბურთის ჩაწოდებას უმიზნოთ კიდევ რა აზრი აქვს თუ მოედანს ვერ ხედავე ან თავის ფერის მაისურს ვერ არჩევენ მოწინაარმდეგისგან? ამ დროს გვყავს მაღალი თავდასხმელები რომელთაც კარგი პასი სჭირდებათ, თავითაც შეუძლიატ თამაში და ფეხითაც. რამდენჯერ ჩააბარეს. დაცვიდან ბურთი მოწინააღმდეგეს უსუსური უმიზნო პასებით და იმწამსვე ბურთი შეგვიგდეს. მეკარემ კიდევ ფეხის ხმარება თუ არ იცის მას ფეხბურთელი არ ჰქვია დღეს დღეისობით. Mოკლედ ბევრ ნიჭს ვხედავ, მაგრამ ნიჭს დამუშავება სჭირდება, პირველად ყოვლისა საკუთარი ხარვეზების ცოდნა და მათზე დაუღალავად მუშაობა, რაც ეხ პროფესიონალიზმში გამოიხატება. საწიროა მწვრთნელი რომელიც ქართულ ბოდიშით დეპრესიულ, უჟმურ ხასიათს გამოასწორებს და ნუ დამიწუყებთ ეხლა კრიტიკას და ჩვენ მებრძოლები ვართო და ასე შემდეგ. ცაში ყურება, ზედმეტი "პოკაზუხური" პირჯვარის წერა, წვერების გაშვება, ტატუიროვკების გაკეთება, მარიაჟობა ანუ ამპარტავნობა, შური, ზედმეტად გოლის შემდეგ მაჯაზე კოცნები და დებილური აღნიშვნებიც კარგ ფეხბურთელს არ ჰქმნის.
გაიტანე გოლი წადი, კარგი გადაეხვიე შენს ძმებს, თანაგუნდელებს და სასწრაფოდ დაიკავე სათანადო პოზიცია. ისე აღნიშნავ ზოგი თითქოს მსოფლიო ჩემპიონობა მოიგეს, თან ბრაზილიას, ჰოლანდიას, ინგლისს, გერმანიას, ბელგიას ან მაგ დონის გუნდებს მოუგეს. შიდა ჩემპიონთშიც ასე ხდება ჭ კლასია ამ დროს. თავმდაბლობა უფრო შორს წაგვიყვანდა.
niko
20 ნოემბერი 2019 17:07
6
ისეთ კომენტარებს ვინც წერთ, რომ ამათი (ქართველი ფეხბურთელების) საშველი არ არის, ხორვატიას ვერ ვუგებთ, ამათგან არაფერი გამოვა და ა.შ. ნეტავ თვენ რას საქმიანობთ და როგორი პროფესიონალები ხართ საკუთარი საქმის? ხართ თუ არა დანიელ და შვეიცარიელ სპეციალისტებზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე საკუთარ პროფესიებში? რატომღაც მგონია, რომ - არა.
ემზარი
20 ნოემბერი 2019 16:58
15
მე ვარ და ვიცი ბევრია უკეთესიც, უნდა თავსაც და სხვებსაც მოვთხოვოდ პროფესიონალობა, ქვეყანა წინ რომ წავიდეს, ფეხბურთში ეს არ იგრძნობა, არ იგრძნობოდა ჩემ ბავშვობაში თამაშის დროსაც. იმიტომაც არ არის შედეგი. არ ეტყობათ დღევანდელ თაობასაც. ინდივიდუალურად 90-და 2000 იანები გაცილებით ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ ტაქტიკა და გუნდურობა არ ქონდათ.ფეხებს უფრთხილდებოდნენ. ბავშვებს უნდა მიხედონ, მათ მშობლებს და მასწავლებლებაცს , სწორედ აღზრდისთვის. აბა ამათგან შედეგს მე აღარ ველოდები. რისი ევროპაზე გასვლა ..! უფრო შევრცხვებით.. აგერ ხორვატების მწვრთნელმა ინანა, ამათთან ამხანაგური რამ ჩამანიშნინაო...?
გუსანი
20 ნოემბერი 2019 17:30
2
ხალხნო, რის ხარჯზე უნდა იყოს პროგრესი? 1) ნიჭი, ეს თაობა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ყველაზე სუსტია (შეურაწყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ ფაქტია, ელემენტარულ მომენტებს ვერ ვიყენებთ, არ გვყავს ფორვარდი უკვე წლებია). 2) თანაბარი დონის ფეხბურთელები და კარგი, შეკრული გუნდი. ჩვენ ნაკრებზე ამას ვერ ვიტყვით, 99% საშუალოზე დაბალ ჩემპიონატებში ძირითადში ვერ ხვდება. 3) ძალიან მაგარი მწვრთნელი - თუმცა პირველი 2 ფაქტორის არქონის შემთხვევაში კარგი მწვრთნელის მიღწევა ის იქნება რომ რა მასალაც აქვს (ფეხბურთელებს ვგულისხმობ) იმით მაქსიმუმს გამოძერწავს და ჩვეულებრივად ეს მაქსიმუმი დაბალი კლასის გუნდების დამარცხებაა, საშუალო დონის გუნდებთან ფრე და ძლიერ გუნდებთან ფრე ან მცირე ანგარიშით მარცხი. ამ ლოგიკით, ვაისი კარგი ან ჩვენი ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელია, რადგანაც მოდით სიმართლე ვთქვათ, შვეიცარიასთან გასვლაზე 0:1 (როდესაც შვეიცარია გასასვლელად იბრძვის), დანიასა და ირლანდიასთან ფრე და ხორვატიასთან 1:2 მარცხი (არსებული) ჩვენი ნაკრებისთვის ცუდი შედეგი სულაც არ არის. მთავარი სამომავლო პერსპექტივაა და აი აქ არის ძირითადი პრობლემა. ფედერაცია, ბავშვთა ფეხბურთი..... ვინმეს შეუძლია თქვას სად წავიდა ის 256 მილიონი ლარი, რომელიც ვითომ ქართულ ფეხბურთს უნდა მოხმარებოდა 5 წლიანი პროგრამით? ახალი სტადიონები, ბავშვთა ფეხბურთის აკადემიები და ასე შემდეგ. ზღაპარი, "ოცნება". სავალალო მდგომარეობაა. ევროპაში 12 წლამდე ბავშვების ხელოვნურ საფარიან მოედანზე თამაში აკრძალულია, საქართველოში ბუნებრივი საფარით მოედანი არის მხოლოდ თელავში და გორში და მერწმუნეთ იქ თამაში საშინელებაა. ბავშვებს ღამის საათებში, საშინელი გრაფიქით ავარჯიშებენ, არავინ ფიქრობს სწორ კვებასა და ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გადატვირთვებზე. შედეგად 12-13 წლის ბავშვების უმეტესობას უკვე გადატანილი აქვს ტრავმები (შლატერი და სხვა). როგორ წარმოგიდგენიათ რა დონის ფეხბურთელები შეიძლება გაიზარდონ ამ პირობებში? ქეცბაია, მიუხედავად ბევრი მინუსისა ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, ამას უჩიჩინებდა ფედერაციას და სწორედ ამის გამო გაისტუმრეს. კობიაშვილი ახალ-ახალ თანამდებობებს ღებულობს უეფაში და საერთოდ არ აინტერესებს ნაკრები, ასაკობრივი ნაკრებები, ეროვნული ჩემპიონატი..... მთავრობასაც სულ ცალ ფეხზე ჰქიდია. კარგი რა მეთქმის, მაგრამ წინა მთავრობა მატჩებს მაინც ესწრებოდა.... მოკლეთ, გამიგძელდა ძალიან, მართლა მძიმე მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი და ამას მწვრთნელი ვერ უშველის.
fani
20 ნოემბერი 2019 16:37
3
თუნდაც ისლანდია და თუნდაც ფინეთი რომელიც ახლა გავიდა ევროპაზე ჩვენზე გაცილებით ძლიერია, შეხედეთ მათ ფეხბურთელებს, ჯანდაბას არ შეხედოთ მაგრამ ის მაინც ნახეთ რამდენია ამ ორი ქვეყნის ნაკრების ღირებულება.
სად გვყავს ჩვენ სიგურდსონის ან პუკის დონის ფეხბურთელები?!
ვაისმა მეტი რა უნდა ქნას ამ გუნდით???????????????
სუსტებს მოუგო, არადა კარგად მახსოვს ღლიცინი ერთა ლიგამდე ამ შესარჩევს მომდევნო შესარჩევისთვის გამოვიყენებთ მოსამზადებლადო. დაცვა დალაგებულია გუნდურად, შეტევაში არ გვაქვს რესურსი და ჰეე.
წარმოიდგინეთ დანიელი ან შვეიცარიელი ხართ, ამ დროს კი საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩატოვებით გემუქრება შესარჩევამდე, სასაცილოდ არ გეყოფა. შვეიცარიელს და დანიელს ვერც კი წარმოუდგენია რატომ არ უნდა მოუგოს მაგის ნაკრებმა საქართველოს დონის გუნდს და მართალიცაა.
კოეფიციენტები მაინც ნახეთ სულ აუტსაიდერები ვართ შეიგნეთ.
geno
20 ნოემბერი 2019 17:40
5
Progresi arari da arc iqneba tavistavad...yvelaze susti taoba imito kiaraa ro tamashi ar exerxebat? Zarmacebi arian ubralod ganvitareba arundat varjishi arundat, kai manqanis yidvis mere morha ..eg axlagazrdebi niyvn3n mag3ni inhlisis axalgaz4duls ro ugebden da tolsworad etamsheboden isinini exa top gindebshi arian eseni sad? Wavida gentshi oqriashvili da ra? Aigo xelfasida klubebshi barebsgi kaifshi gaatara iq yofnis periodi mere dedikoda mamoko moenatra ver gazlo mshoblebis gareshe gamoabunzules tore magas tamshi ar sheuzliao gamorocxet kai fezburtis tamshi sheezlo bavaria rwalis ar vambob mara shalke leverkuzenis donis gundshi sheileba.. kvorkveliam lesters loko amjobiana imitoro fuli iyo meti xoda axexieben skams eger... win wasvla arindat..vaisi didad gulze at mexateba nagdad shveicariastan aq rafamaviwyebs gundi vagebtda tavdamsxmeli moxsnada mcveli shemoiyvana mara ubralod kacma karshi dartyma roaricia birts ver iherebsda pass ver azlevs imas mwvrtneli ras ushv3lis...tavida tavi ari hveni mrntaloba saqmis bolomde miyvanis sizarmaceda migcweulit egteve kmayofileba...yazaishvili tu varjishobsda roca indomebs da varjishobs magari roa rat unda saubari da adgebada ikidebs erti periodida vegar tamshibs esaa...
Avto
20 ნოემბერი 2019 17:36
1
ყველა გამოხმაურება
ფეხბურთელების პრობლემა გვაქვს და არა მწევრთნელის

მაინც მგონია რომ ეს გუნდი ბელარუსთან უფრო აგრესიული იქნება და ვერ გაგვიძლებს მეტოქე.
ჰმ!
20 ნოემბერი 2019 16:35
8
დავუშვათ ბელორუსის ბარიერს გადავლახავთ, რას ფიქრობთ ფინალზე? ვის ისურვებდით მეორე წყვილიდან?
ტარიელი,
20 ნოემბერი 2019 16:59
0
უკანსკნელი წლებია(არამარტო ვაისის პერიოდში) ჯიუტად არ გვინდა სიმართლეს თვალი გავუსწოროდ და თავს ვიტყუებთ ან ცდილობენ მოგვატყუონ, რომ ჩვენი ფეხბურთის პროგრესი სახეზეა და ნელ-ნელა ვვითარდებით. ვისაც ახსოვს დამეთანხმება, რომ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ და მაშინდელი ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის და შედეგების შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ბეჯითად უკან-უკან მივდივართ. ნახეთ ძველი თამაშები და შედეგები ნაკრების და საკლუბო დონეზე თბილისის დინამოსი და ამაში დარწმუნდებით (ბულგარეთთან, იტალიასთან, პოლონეთთან, ინგლისთან გერმანიასთან და ა.შ. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა და ა.შ.). ფაქტების-შედეგების-რეზულტატების საწინააღმდეგოდ რეალური საუბარი ძალიან ძნელია, რომ აღარაფერი ვთქვათ თამაშის ხარისხზე, თუ იმას რასაც ჩვენი ნაკრები აკეთებს საერთოდ შეიძლება, რომ თამაში ეწოდოს და არა ტანჯვა-წამება (თუ რათქმაუნდა მეთევზეებს და და მკერავებს არ ვეთამაშებით ისიც სახლში). ძვირფასო გულშემატკივრებო, მიუხედავად ამდენი ნეგატიური შედეგისა და თამაშის ხარისხისა (ხშირ შემთხვევაში, ძირითადად) რაც წლებია ნაკრების და კლუბებისგან მოდის (ბოლოს საბურთალომ "გვასახელა" არარატთან) მაინც სასწაულის მოლოდინში ვიმყოფებით და სულ ტყუილად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უდიდესი ალბათობით ერთა თასზე საბოლოვო წარმატებას ვერ მივაღწევთ, სამწუხაროდ !!!! და ძირითადი კითხვა ერთია: როდემდე?!
SOS! SOS! SOS!
20 ნოემბერი 2019 16:33
4
ჩვენ როგორც ყოველთვის აცდენილი ვართ რეალობას, რა გინდათ პირველი ათეულის ნაკრებებს გინდათ მოუგოთ? და თანაც სტუმტად?, მაგრამ როცა ხორვატიას ეთამაშები ნორმალური სასტავი უნდა დააყენო, არ გყავს შეტავაში არავინ და გამოუძახე ზარანდიას, ინდივიდუალისტია შეუძლია თამაშის გამწვავება, დაცვაში კი რაც ბოლო დროს რაც ნაკრებში გოლები გავუშვით კაშიას ნამუსზეა, ხოდა დაფიქრდეს ვაისი!
x.x
20 ნოემბერი 2019 16:31
3
ასეთ საკითხებზე მსჯელობისას ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერი სამყაროში არის შედარებითი. ვაისი არ არის ცუდი მწვრთნელი, ის არის ძალიან ფრთხილი და ეს ქართულ ხასიათში რაღაცნაირად ვერ ჯდება. მე არ მომწონს მისი გადამეტებული სიფრთხილე. მის ტაქტიკას სჭირდება სფრაფი კონტრშეტევები, რის ათვისებაც ჩვენებს გაუჭირდათ მაგრამ როგორც უკანასკნელი თამაშებიდან გამოჩნდა შეუძლიათ ამ კომპონენტის დახვეწა. აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ რამოდენიმე გამოკვეთილი ლიდერისა და წესიერი თავდამსხმელის გარეშე მოგვიწია უმეტესი შეხვედრების ჩატარება. ნაკრები თამაშობს უფრო დახვეწილ და დალაგებულ, სისტემურ ფეხბურთს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც გვინდა. როგორც ჩანს ეს გარკვეული დონის მოწინააღმდეგესთან საკმარისია, მაგრამ ყველასთან არა. გამართულ თამაშთან ერთად საჭიროა კიდევ სხვა უნარები და კომპონენტები. ნაკრების ძირითადი ბირთვის პრობლემების ფონზე ეს გამორიცხულია. ცვლილება აშკარაა და ობიექტურმა გულშემატკივარმა ეს უნდა დაინახოს. დანარჩენი ყველაფერი უნდა გაანალიზდეს ერთა ლიგის დარჩენილი თამაშების შემდეგ. პირადად ჩემი აზრია, რომ ნახევარფინალში ჩვენი ნაკრები აბსოლიტურად განსხვავებულ, სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებს საერთოდ განსვავებული ტაქტიკა-სტრატეგიით.
ანესთეზეოლოგი
20 ნოემბერი 2019 16:21
6
ერთა ლიგაც ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა, თორემ მანდაც ჩავფლავდებოდით
სენექერიმი
20 ნოემბერი 2019 16:06
4
"ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო..." - ძალიან სიმპტომატური ქართული მიდგომა კიდევ. მიზანი გაქვთ ევროპაზე მოხვედრა, ნატოში შესვლა და ა.შ. მიზანი უნდა იყოს გამართული საფეხბურთო მეურნეობა, გამართული საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა და არა რაღაც ერთჯერადი, მოკლევადიანი სადღაც შეძრომა. ასეა, სულ სადღაც მივძვრებით, ვჩალიჩობთ, ვყალთაბანდობთ და საქმის კეთება და რეალობის დანახვა, სიმართლის ლაპარაკი არ გვინდა. რომც მოვხვდეთ იმ ევროპაზე, მერე რა? უკეთესი გუნდი გვეყოლება ვიდრე ახლაა? უკეთესად ვითამაშებს შემდეგ ციკლში? რომ ვერ მოვხვდებით კიდევ იმედგაცრუება ძალიან დამთრგუნველი იქნება და მოემზადეთ ამისთვის. ნუ ოცნებობთ, იმუშავეთ და ისწავლეთ ;)
odala
20 ნოემბერი 2019 16:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული