სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

AutoSharing Option
ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშეო. ზუსტად პროგრესი და ცვლილებებია ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარშემო ბოლო პერიოდია მუსირებს.

2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება - ასე დაასრულა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა D ჯგუფში ასპარეზობა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს გაასწრო.

ეს ის გიბრალტარია, სადაც მასწავლებლები და პოლიციელები თამაშობენ, მოედანზე კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც სამსახურისგან თავისუფალი დრო აქვთ.

სად ვხედავთ პროგრესს? ნაკრებში ჯერ კიდევ კახა ცხა
დაძის მოსვლის პერიოდიდან საზოგადოება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული ნაკრები წინ წავიდა და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს.
სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცხადაძეს ნაკრები დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ კონტრაქტით ის საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებდა...

წავიდა ცხადაძე და მოვიდა ვაისი, მწვრთნელი, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრიც აკრიტიკებს და მის გაშვებას მოითხოვს.

საინტერესოა, იცით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო?..

ეს მოგებები ცალკე განხილვის თემაა... 4-ჯერ გიბრალტარს ვაჯობეთ, თითოჯერ კი კინკილა ბურთის სხვაობით მოვუგეთ სახლში ბელორუსსა და შოტლანდიას.

სად ხედავთ პროგრესს?! როდესაც შენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ მოყვარულ ფეხბურთელებს უგებს და ატარებს ისეთ შეხვედრებს, სადაც გააზრებული კომბინაციის ხილვაც კი სანატრელია, ეს არის პროგრესი?

ბოლო დროის ნათელი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. ვაჯობეთ ყაზახებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ფულის ხარჯვა არც ენანებათ, უბრალოდ ძალა აღმართს ხნავსო და ამ ქვეყანაში არ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც თუნდაც ჩვენ გაგვიწევდნენ კონკურენციას.

ლატვიასა და ანდორაზე საუბარი ალბათ არც ღირს. ვისაც ფეხბურთის თამაში არ ეზარება, ამ ნაკრებებს მინიმალური ენერგიის ხარჯზეც ძალიან ადვილად ამარცხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამოდის ის, რომ ვუგებთ მოყვარულ, ძალიან დაბალი დონის და სუსტ ნაკრებებს.

ბრძოლას, ჟინს და თავდადებას არავის ვუკარგავთ, მაგრამ ნუთუ პროგრესად ითვლება ის, რომ მეთევზეებს და პოლიციელებს უგებ და შენზე სუსტ ნაკრებთან მხოლოდ ერთი ბურთით იგებ?!

ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო...

რა დავინახეთ ერთა ლიგის წინ? - ვუმადლოდეთ უეფას, რომ სუსტი გუნდების წარმატებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა რეფორმაც გაატარა.

რომ არა ერთა ლიგის რეფორმა, ჩვენს ქვეყანას ევროპირველობაზე გასვლა კეთილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე, რომ საშუალო ევროპულ გუნდებსაც კი ტოლ-სწორად ეთამაშოს.

კი ბატონო, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან ბრძოლა და მისი გასწრება მაინც არ შეიძლებოდა?!

რამდენიმე დღის წინ გიორგი დევდარიანმა თქვა, სად ხედავთ პროგრესს, როდესაც ჩემპიონატში გუნდები იშლებიან, ფეხბურთელებს საჭმელსაც ვერ აჭმევენ და ხელფასს ვერ აძლევენო...

ქართული კლუბები ევროასპარეზზე ვერ გადიან, ჩემპიონატში წამყვანი გუნდი ("ტორპედო") იშლება, ნაკრები მხოლოდ მაჩანჩალა გუნდებს უგებს და ბოლო წლებია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიძახით, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს...

თავის მოტყუება ადამიანისთვის ყველაზე ადვილია. სტატიას კი ისევ ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

"წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ".

altგიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

altგიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

altრევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

altსაქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
თითქოს თამაშის ხარისხს არა უშავდა შვეიცარიასთან, მაგრამ ფაქტი ერთია - გიბრალტარის გარდა, დანარჩენ 3 გუნდს 6 თამაშში 1 ბურთი გავუტანეთ მხოლოდ და ის შეხვედრაც 1:5 წავაგეთ. numbers don't lie :)
odala
20 ნოემბერი 2019 15:56
4
Adrec vtqvi(da wamovida dislaiqebi)da exlac vimeoreb,araa amati sashveli.ra undat amat evropaze.uaresad ro sheircxvinon tavebi? Amati saqmea gibraltari,andora,ha ha luqsemburgi,cxvari da ociani.es magari daamugames yvelam tamashi isqavla ioli metoqe ar arsebobso.she chemis txa da gigo... gibraltarma tu imdeni isqavla 10 wutshi 2 gols ro gitans da damatebul qutebze ris vai vaglaxit ugeb,shen rato ver isqavle veraferi profesionalobaze ro deb tavs
Misha
20 ნოემბერი 2019 15:39
3
რა ქვეყანაც ვართ იმ დონის ნაკრებიც გვყავს რატომ გვაქვს მეტის მოლოდინი? ფეხბურთი ალბათ ის სპორტია რომლის განვითარების დონეც პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკური და ზოგადი განვითარების დონის.
912
20 ნოემბერი 2019 15:36
6
სრულიად ვეთანხმები ავტორს , რის პროგრესზეა საუბარი ნაკრები მეთევზეებს მეხანძრეებს და ბანკის კლერკებს ვერ უგებს ნორმალურად და ვინც ოდნავ ფეხბურთს თამაშობს ხო იმათთან საერთოდ რა შედეგებიც გვაქვს ყველა ხედავს...კოსოვოს დარი ნაკრები რო სანატრელი გაგიხდება კაცს ამას ხომ უნდა "მიღწევა".ამ ვაისმა შემაძულა ფეხბურთის ყურება საერთოდ, ნუ ტიპი საერთოდ ვერ მართავს თამაშს,არავითარი დროული ცვლილება არ გაუკეთებია თამაშის დროს, ტაქტიკა ხო საერთოდ...ბიჯო ამხანაგური თამაშია და გამოსცადე ახალი ბიჭები მაგრამ არა, ისევ ძველი ხალხის იმედადაა. ხარაიშვილი ალბათ შხაპის მისაღებად გამოიყვანა თორემ კაცი მესი ხომ არაა ათ წუთში თამაში გააკეთოს იგივე შეიძლება ითქვას ქვილითაიაზე და საერთოდ ნავალოვსკის მეტი ფლანგის მოთამაშე არაა ამ ქვეყანაში და თუ არაა მართლა დაგვრხევია ჩვენ...
Maximus
20 ნოემბერი 2019 15:09
13
და საერთოდ მე იმის იმედიც არ მაქვს რომ ბელარუსთან ად კოსოვოსთან ესენი მაყუთს არ აიღებენ წაგებაში
lasha
20 ნოემბერი 2019 15:08
23
მდაა, თქვენ მოგმართავთ, არავისზე ნაკლები პატრიოტი მე არა ვარ, მთელი 30 წელი ქვეყნის სამსახურში ვარ, მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს ნაკრები და ვგულშემატკივრობ, არ გამომიტოვებია არც ერთი თამაში ნაკრების, მაგრამ დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართდა ნუ დავკარგავთ რეალობის შებნებას.
ტარიელი
20 ნოემბერი 2019 23:23
0
ტარიელ წადი რა წყლის პირს იტირე, რა თავს დაგვტირი
mdaaa
20 ნოემბერი 2019 17:22
3
ყველა გამოხმაურება
რა პროგრესი, ნაკრების სათავეში დგას უვიცი, კორუმპირებული პენსიონერი
max
20 ნოემბერი 2019 15:05
14
ბიიიიჭოოოო აი ნერვები მეშლება ესეთ სტატიებზე. სუსტს უნდა მოუგო აბა რა უნდა ქა და დანარჩენთან ბრძოლობენ რაც შეუძლიათ, კიდე კარგი ეგ აღნიშნეთ. ეს ჩვენი საყვარელი რაგბი რომ უგებს ბელგიას, ჰოლანდიას, გერმანიას, რუსეთს და ესპანეთს, ისენიც სუსტები არიან რომ იცოდეთ, თან ძააააალიან, აი მეტ რომ არ შეიძლება ისეთი სუსტები. ხოლო უკვე შედარებიტ ძლიერთან აგებენ. კი ბატონო ისენიც ბრძოლობენ, მაგრამ ასეთ სამარცხვინო სტატიას არ წერთ. მგუშნდელი შეხვედრა და შემადგენლობა კიდე ცალკე თემაა ხო, იყო ფაქტიურად სათადრიგოებით დაკომპლექტებული. მოკლედ მაგარი არასწორი სტატიაა.
DAVE
20 ნოემბერი 2019 15:02
11
ეჰ, კრისტალს ამბობ, ავტორო, მაგრამ ჩვენ ოცნება გვირჩევნია რეალურ მოცემულობას. პატარა მუხტი იმხელა ოპტიმიზმს გვაძლევს, რომ ჭ ლიგის ჯგუფში რომ პირველი ადგილი დავიკავეთ, ლამის ევროპის ჩემპიონები გვეგონა თავი.
რაც არის არის. ახლა უნდა გაგვიმართლოს და მთავარია მოვუგოთ ბელარუსს და მერე ვინც იქნება იმას.
rasa
20 ნოემბერი 2019 14:52
6
ნაკრებს პროგრესი აშკარად აქვს, თუ ხორვატების შვეიცარიის და დანიის დამარცხებას ითხოვთ ძალიან დიდი წარმოდგენა გქონიათ საკუთარ თავებზე. მილანის არსენალის ტოტენჰემის აიაქსის ბაიერნის წამყვან ფეხბურთელებს ვეთამაშებით და ჩვენ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი ტობოლში თამაშობს. და ამის ფონზე ვაისს აკრიტიკებთ, მართლა ვაი თქვენ ჟურნალისტებს და კომენტატორებს. 90-ე ადგილზე ვართ თვალები გაახილეთ და ისე მოითხოვეთ რეიტინგის ათეულში მყოფი გუნდების დამარცხება.
semi
20 ნოემბერი 2019 14:51
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული