pressball.by: ბათუმის სტადიონის პრემიერა ბელარუსის ნაკრების მატჩზე შედგება?

AutoSharing Option
ბელარუსულმა pressball.by-მ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე გამოაქვეყნა წერილი და აღნიშნა, რომ შეიძლება ბათუმში გაიმართოს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ჯერ უცნობია, სად ჩატარდება მატჩი. გთვაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.

შავიზღვისპირულ ბათუმში სტადიონი შენდება, რომელსაც მატჩის მასპინძლობა შეუძლია

ნახევარფინალის საგზური ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოვიპოვეთ, სადაც ჩვენი მეტოქეები სან-მარინო, ლუქსემბურგი და მოლდოვა იყვნენ. პარალელურ კვარტეტში ქართველებმა ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან იმარჯვეს. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენზე მეტი ქულა დააგროვეს და მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.

შეხვედრის
ჩატარების ადგილად თბილისია მითითებული, თუმცა ცალსახად ამის მტკიცება არ შეიძლება, რადგან ბორის პაიჭაძის სახელობის არენას ალტერნატივა გამოუჩნდა და ძველ სტადიონს კონკურენციის გამოცდა მოუწევს.

სად, თუ არა თბილისში?
ოდითგანვე ყველა მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოში სწორედ ამ არენაზე ტარდებოდა, რომელიც ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის სახელს ატარებს. მიზეზი რამდენიმეა: ლოგისტიკა, ადგილმდებარეობა და ტევადობა (55 ათასი). მისი "უახლოესი მდევარი" არენა, რომელიც მეორე გამოჩენილი საბჭოთა ფორვარდის, მიხეილ მესხის სახელობისაა, ორჯერ ნაკლებ მაყურებელს (24 700) იტევს.

საქართველოს ნაკრები სხვა ქალაქებშიც თამაშობს ხოლმე. მაგალითად, ორი წლის წინ ამხანაგურ მატჩში ჩვენს ნაკრებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის არენამ უმასპინძლა. მაშინ გუნდები დაზავდნენ - 2:2.

მალე მწყობრში ჩადგება კიდევ ერთი არენა, რომელსაც მაღალი დონის მატჩების მასპინძლობა შეეძლება. თანაც, მხოლოდ საფეხბურთო დანიშნულების. ეს სტადიონი წმინდა საფეხბურთოა და ამაში მდგომარეობს მისი უპირატესობა. ბათუმის "დინამომ", როგორც მინიმუმ, უკვე გაინაღდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა და ამ ლამაზ სტადიონზე ითამაშებს.

მოასწრებენ კი?
ობიექტი დაგეგმილზე ადრე ჩადგება მწყობრში, ბელარუსთან შეხვედრა კი მარტშია დანიშნული. არენის საპროექტო გეგმა 30 მილიონი დოლარიდან 100 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სამშენებლო კომპანია "სტადიონი" იუწყება, რომ ნაგებობა ექსლუატაციაში იანვარში ჩადგება.

ოთხვარსკვლავიანი
თავიდან, 2012 წელს, დაგეგმილი იყო 35-ათასიანი არენის აგება, მაგრამ ის 20-ათასიანი იქნება და საქართველოს მომავალი წლის დასაწყისში უეფას სერტიფიკატის მქონე მეორე სტადიონი ექნება - ოთხვარსკვლავიანთა კატეგორიისა. ე.ი. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენთან.

ამა წლის ოქტომბერში უეფას წარმომადგენლებმა მინსკის "დინამოს" სტადიონს მაქსიმალური, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ნებისმიერი რანგის შეხვედრის მასპინძლობის უფლება აქვს.

ბათუმის არენის წმინდა საფეხბურთო დანიშნულებაზე ავჩქარდით. აქ კონცერტებიც გაიმართება, მაგრამ რადგან ის სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხებით შენდება, ფეხბურთი პრიორიტეტული იქნება...

...დიდი ფეხბურთისთვის, რომელსაც ძალიან მალე ბათუმში ვიხილავთ. პრემიერა ბელარუსის ნაკრების თამაშზე შედგება?

მკითხველის კომენტარები / 28 /
ყველა ვარიანტში თბილისში უნდა შედგეს, ახალ სტადინს ჩვენებიც მიუჩვევლები იქნებიან, სჯობს კარგად ნაცნობი დინამო გამოვიყენოთ, ბათუმში სხვა თამაში ჩატარდეს..
zviads
29 ნოემბერი 2019 19:48
1
სისულელე იქნება სტადიონის გახსნა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშით, ჯერ ერთი ამ თამაშს საზეიმოდ კი არა სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, მერე მეორე გაცილებით უკეთესი იქნება მეტოქეზე 55 ათასმა მაყურებელმა მოახდინოს ზეწოლა ვიდრე 20 ათასმა და მესამე და მთავარი სტადიონის გახსნითი მატჩები რატომღაც უჭირთ მასპინძლებს და არაა საჭირო გუნდზე ზედმეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა.
Kkk
29 ნოემბერი 2019 18:40
1
არანაირად თბილისში არ უნდა გაიმართოს თამაშები, განსაკუთრებით ბელორუსთან.წაგების შემთხვევაში უკმაყოფილო მაყურებელი 55 000 კაცი, ამას დამატებული ტელემაყურებელი მიადგება ფედერაციას და პარლამენტს კობიაშვილის სალანძღავათ... ბათუმი პატარა, 20 000 მაყურებელი, რომც უარყოფითათ დაიმუხტონ ვერავის მიადგებიან იქ საპროტესტოდ...
ოცნება
29 ნოემბერი 2019 18:33
19
სადაც გინდათ იქ ჩაატარეთ ეგ თამაში,მაგას რა მნიშვნელობა აქვს,იმ ფეხბურთით რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს არსად გასვლის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს...გიბრალტართან მოგებული თამაშის მნახველებს გგონიათ ბელორუსს ან კოსოვო -მაკედონიას დავამარცხებთ...არა ოცნებას კაცი არ მოუკლავს.ისე რაც საქარველოს ნაკრებს მსოფლიოს და ევროპის შესარჩევებში გუნდები ყოლია ეს ყველაზე ცუდი და არშემდგარი გუნდია და სასაცილო იქნება ესენი რომ გავიდნენ ევროპაზე,ფეხბურთით ვერ მოვხვდით და ანტიფეხბურთით მოვხვდეთ ევრო2020-ზე.
ლადო
29 ნოემბერი 2019 16:49
13
ბათუმში ეს თამაში(საქართველო-ბელორუსი) ვერცერთ ვარიანტში ვერ გაიმართება იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მაგ დროისთვის სტადიონი ბოლომდე დასრულებული არ იქნება და შესაბამისად ჩაბარებული ვერ იქნება, ეს თამაში ყოველ მიზეზ გარეშე თბილიშში ეროვნულზე ჩატარდება!
ისე მე ის უფრო მაინტერესებს რა ანგარიშით მოვიგებთ ამ თამაშს,ამას მოვახერხებთ ძირითად დროში,დამატებითში თუ პენალტების სერიაში?
გუბაზი
29 ნოემბერი 2019 16:00
1
გამოიყენე "ზარი მეგობართან" ან "კო,პიუტერის პასუხი", აბა დარბაზი არ არის და ...
ლევანი
30 ნოემბერი 2019 08:38
0
და კიდევ "კი" და "მეტი" თუ დაჯდება? ;)
გელა
29 ნოემბერი 2019 18:13
2
ყველა გამოხმაურება
ფედერაცია ხომ არ ურევს? მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე(აღარ ჩამოვთვლი), ორივე მატჩი თბილისში, ეროვნულზე უნდა ჩატარდეს!
zaza
29 ნოემბერი 2019 15:32
3
როგორ შეიძლება ასეთი საპასუხისმგებლო მატჩის ჩატარება ფეხბურთელებისთვის უცნობ არენაზე და რაც მთავარია ისეთ კლიმატურ რეგიონში როგორიც აჭარაა, სუბტროპიკური ჰავას, რომ შეეგუოს ორგანიზმი 2 კვირა მაინც ჭირდება, აბა თქვენ იცით იქნებ აუტკიებელი თავი აიტკიოთ და ნაკრებს წააგებინოთ!
x.x
29 ნოემბერი 2019 14:32
4
ნიკო-ს
მიუხედავად იმისა რომ ქობულეთელი ვარ და ბათუმში ამ მატჩის ჩატარება უფრო მისაღები უნდა იყოს ჩემთვის,წარმოიდგინეთ და წინააღმდეგი ვარ,ბევრი მიზეზის გამო,თუნდაც იმიტომ რომ დინამო არენა 3 ჯერ მეტ ადამიანს იტევს,ვიდრე ბათუმის ახალი სტადიონი დაიტევს და ეს მატჩიც აუცილებლად თბილისში უნდა ჩატარდეს,ამაზე ორი აზრი არ არსებობს.ეს ერთი საკითხი,ეხლა მეორე: ბატონო ჩემო,იქნებ ახსნათ თუ ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებაში რას გულისხმობთ? იქნებ ბათუმი არ მიგაჩნია ქართულ ქალაქად თუ მე გავიგე ნეტა არასწორად?იქნებ გამცეთ პასუხი.
ქობულეთელი
29 ნოემბერი 2019 14:03
1
სკოლაში დაწყებით კლასებშიც არ გისწავლიათ, ანგარიში საერთოდ არ იცით რომელ სტადიონზე რამდენი გულშემატკივარი ეტევა, თუ მეტი საქმე არ გაქვთ ღადაობაზე ხართ გადასული?!
?!
29 ნოემბერი 2019 14:00
1
ამ კონკრეტული მატჩისთვის ეროვული სტადიონის ალტერნატივა როგორ არის ბათუმის სტადიონი, ელემენტარული ანგარიში საერთოდ არ იცით 20 000 მეტია თუ 54 000, თუ მეტი საქმე არა გაქვთ გულშემატკივრების ნერვებზე თამაშის გარდა ?!
!!!!!
29 ნოემბერი 2019 13:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული