ბელარუსებმა შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ ნაადრევად მზადება ვერ დაიწყონ

AutoSharing Option
როგორც გაუწყებდით ბელარუსის ნაკრებიბი 19 თებერვლიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იწყებდნენ შეკრებას. მათ ორი ამხანაგური შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, უზბეკებთან და ბულგარელებთან.

ბელარუსთა თავკაცს ამ დაპირისპირებებისთვის, მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული. თუმცა ბელარუსის ჩემპიონატის გამორჩეული კლუბები "ბატე" და "შახტიორი" უკმაყოფილოები შეხვდნენ, მათ გააპროტესტეს რომ დაგეგმილი ამხანაგური მატჩები მათთან შეთანხმებული არ იყო.

კერძოდ "ბატედან" გამოძახებული 6 ფეხბურთელია, "შახტიორიდან" - 7 და ეს გამოძახებულ ფეხბურთელთა ნახევარზე მეტს შეადგენს. კლუბები უარს ამბობენ ნაკრებში ფეხბურთელთა გაშვებაზე, რადგან აღნიშნავენ რომ ისინი სუპერთასისთვის ემზადებიან და მათ ეს
ფეხბურთლები სჭირდებათ.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების მოქმედება მკაცრად გააკრიტიკა და მათ საქციელს აღმაშფოთებელი უწოდა, რადგან ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს და მათთვის ეს დამოკიდებულება მიუღებელია. შედეგად კლუბის წარმოამდგენლები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს.

ამავდროულად მინსკის და ბრესტის "დინამოებმა" განაცხადეს, რომ ისინი არ შეუშლიან მათი ფეხბურთელების ნაკრების შეკრებაზე წასვლას ხელს. თუმცა ამ გუნდებიდან ჯამში თორმეტი ფეხბურთელია გამოძახებული.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კოსოვო უფრო ძლიერია შემადგენლობით თუ არ გინახავთ გადახედეთ. მაგრამ მე ჩვენი ბიჭების მჯერა და ყველაზე ძლიერადაც ჩემი ნაკრები მიმაჩნია ამ ოთხეულში!
4
არც ამათი და არც კოსოვოსი არ უნდა გვეშინოდეს მთავარი მაკედონიაა
roma bejanidze
11:29 15-02-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული