ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ ბელარუსულმა "პრესბალმა" საქართველოს ნაკრებზე წერილი გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ბელარუსში კარგად არიან ყველაფერზე ინფორმირებულნი და რა თქმა უნდა, "ჯვაროსნებთან" მატჩისთვის საფუძვლიანად ემზადებიან.
55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა. საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები ბელარუსებთან დაპირისპირებისათვის. საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია
მარტის დასასრულს ისტორიული მომენტი არამარტო ბელარუსი ფეხბურთელებისთვისაა. ან ორი მომენტიც კი - ერთი გუნდისთვის. ანალოგიური ისტორიისთვის ემზადება ჩვენი მოწინააღმდეგე. ამ ქვეყნის გუნდი ზუსტად ჩვენნაირ სიტუაციაშია. მას
რამდენიმე დღეში გაყიდული 55 ათასი ბილეთი
მატჩი თბილისის "დინამო არენაზე" ჩატარდება. სტადიონი თბილისის "დინამოს" ცნობილი თავდამსხმელის, ბორის პაიჭაძის სახელობისაა და "ასაკით" თითქმის მინსკის მთავარი არენის ტოლია. ის ორი წლის შემდეგ, 1936 წელს გახსნეს. 70-იან წლებში 78 ათას მაყურებელს იტევდა, ერთ-ერთ შეხვედრას კი 100 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. თუმცა რეკონსტრუქციათა სერიის შემდეგ მისი ტევადობა შემცირდა. ბოლო განახლება 2015 წელს, უეფას სუპერთასისთვის მოხდა.
ახლა "დინამო არენას" შეუძლია 55 ათასი გულშემტკივარი მიიღოს და უკვე ცხადია, 26 მარტს ანშლაგი იქნება. ბილეთების გაყიდვა 5 თებერვალს დაიწყო, ორ დღეში ნახევარი გაიყიდა, 26 თებერვალს კი საქართველოსთვის უპრეცედენტო მოვლენის თაობაზე გვაუწყეს - თამაშამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.
თუმცა კორონავირუსმა შესაძლოა, კორექტივები შეიტანოს. ქართველი ჟურნალისტები შიშობენ, რომ არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ მატჩის მაყურებლების გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს ან სულაც გადადოს. ჯერ ეს ჰიპოთეზურია. სხვა მხრივ დავინახოთ - მარტის ბოლოს ქართველებს ბელარუსებთან მხარს გულმხურვალედ 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაუჭერს.

კვიპროსის "ანორთოსისი" საბაზო გუნდია
არ გაგიკვირდეთ, ფამაგუსტურმა გუნდმა მოულოდნელად და როგორც ჩანს, ალოგიკურად მიიღო თავის რიგებში საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის 5 წევრი. ეს ალოგიკურად ერთი შეხედვით ჩანს. თუ თემას ჩავუღრმავდებით, ყველაფერს მივხვდებით. გასულ წელს "ანორთოსისი" საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიამ მეორედ ჩაიბარა. ადრე ის ამ გუნდის ღირსებას იცავდა. 13 წლის წინ მან "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, რაც კვიპროსული ფეხბურთის ისტორიული მიღწევა გახლდათ. შემდეგ ის "ოლიმპიაკოსში", "აპოელში", "ორენბურგსა" და საქართველოს ნაკრებში მუშაობდა.

კარგით, ისტორიაზე საუბარი საკმარისია. ქეცბაიას გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა და ნიკა კაჭარავამ მიიღეს, იანვარში კი ფამაგუსტურ გუნდში მოსკოვის "სპარტაკიდან" ჯანო ანანიძე გადავიდა. ნახევარმცველი "თეთრ-წითლების" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ჯანომ "ანორთოსისში" სათამაშო პრაქტიკა მიიღო და ტონუსშია. სხვათა შორის, ქეცბაიას გუნდი ჩემპიონატის თანალიდერია. თავად თემურს კი ლამის ქართული ფეხბურთის მხსნელს უწოდებენ.
მთელი საქართველო "სუსტ ბელარუსთან" მატჩს ელის
ბუნებრივია, ყველა სახალხოდ საუბრობს მომავალ შეხვედრაზე, როგორც ისტორიულ შანსზე, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება და ეს ეროვნული დღესასწაული გახდება. ორ ციტატას მოვიყვანთ. აი, რა თქვა საქართველოს ნაკრებისა და ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ:
"როგორც კი ცნობილი გახდა პირველი მეტოქე და შეხვედრის გამართვის თარიღი, მთელი ქვეყანა ამ თამაშების მოლოდინშია, ისევე, როგორც ჩვენ, ფეხბურთელები. ყველას ესმის, რომ ეს შესაძლებელია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებია. ჩვენთვის ისტორიაში შესვლის კარგი შესაძლებლობაა. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. ვფიქრობ, სხვა მხრივ პრობლემა არ გვექნება - განწყობის და მომზადების საკითხში.
გასაგებია, ევრო 2020-ზე თამაშის ოცნება მუშაობაში განსაკუთრებულ მოტივაციას მძენს. არა მარტო მე, არამედ ნაკრების ყველა ფეხბურთელს. ასეთ დიდ ტურნირზე მონაწილეობა არასოდეს არ მიგვიღია. თუ გავალთ, დიდი ზეიმი იქნება. ეს ქართული ფეხბურთის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი გახდება. იმედია, მიზანს მივაღწევთ".
გრიგალავა: მთავარია, ბელარუსთან მატჩისთვის ჯანმრთელად ვიყოთ და პრობლემა არ გვექნება
აი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, შოთა არველაძის სიტყვები:
"რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს, მინდა ნაკრებმა თბილისში ორივე მატჩი მოიგოს. ჩემს თაობას ასეთი შანსი არ ჰქონია. შესაძლოა, შემდეგსაც არ ჰქონდეს. ღმერთმა ინებოს, ასეთი ათასი შესაძლებლობა მოგვეცეს. ახლა მისი ხელიდან გაშვების უფლება არა გვაქვს.
მე არ მომწონს ბელარუსის ნაკრები. ძალიან კარგად არ თამაშობს. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული. კოსოვოს გუნდითაც არ ვარ აღფრთოვანებული".
"ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არის პრობლემა..."
მეტოქისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრებს სპეციალური მოსამზადებელი შეკრება არ გაუვლია. ამის გაკეთება, ალბათ, შეუძლებელი იყო - გუნდის ბირთვს ძირითადად ლეგიონერები შეადგენენ. ამდენად, ფეხბურთელები მშვიდად ემზადებოდნენ და ემზადებიან და სათამაშო პრაქტიკას თავიანთ კლუბებში იღებენ, ხოლო ეროვნული გუნდის დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი მთელ ევროპაში მოგზაურობს და შეგირდებს თვალს ადევნებს.
მთლიანობაში კი, ტრავმების მხრივ, საქართველოს ნაკრებს პრობლემა არა აქვს. როგორც პრესა აღნიშნავს, გუნდში ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელია, გარდა ერთისა. პრობლემური ამპლუა - მარჯვენა მცველი. ამ ფლანგზე "ლუცერნელი" ოთარ კაკაბაძე თამაშობდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. საერთაშორისო გამოცდილების მეტი მარჯვენა მცველი ვაისის განკარგულებაში არ არის. ეს იმდენად პრობლემურია, რომ ქართველთა მესაჭემ ამ პოზიციაზე რამდენიმე მატჩში შემტევი ნახევარმცველი ჯამბულ ჯიღაური გამოსცადა.
თუმცა საქართველოში ვითარების დრამატიზებას არ ახდენენ და აღნიშნავენ, რომ ნაკრები ბრძოლისთვის მზადაა. ბელარუსთანაც და შესაძლოა, კოსოვოსთანაც.

მიდი რა გაიარე ჟიგიმანტასი ხარი თუ ფლუგენგეგენხოლენი!
აუ დღეს ძაან მოვწიე ოხო იცი.
(კაკაბაძე)კაშია---კვირკველია----გრიგალავა(ხოჭოლავა)----ტაბიძე
(დაუშვილი)კანკავა--------კიტეიშვილი(აბურჯანია)
(ხარაიშვილი)ოქრიაშვილი----გვილია(ჯანო)----ჩაკვე(ლობჟანიძე)
ქვილითაია(ვაკო)