გადამყიდველები ხელცარიელნი დარჩნენ - მაკედონიაში ანშლაგს ელოდებიან

AutoSharing Option
26 მარტს, თბილისის დარად, სკოპიეში დიდ მატჩს ელოდებიან და ჩრ. მაკედონია-კოსოვოს მატჩის ბილეთების გაყიდვა 5 მარტს დაიწყეს, რომელიც ტოშე პროევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მაკედონიელთა მთავარი საფეხბურთო არენა 36 400 მაყურებელს იტევს და როგორც ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, ერთ დღეში 5000-ზე მეტი ბილეთი გაყიდეს.

ბილეთის ღირებულება 300-დან 400 დინარამდე მერყეობს, რაც ჩვენს კურსზე 15 ლარიდან 20 ლარამდეა.

მაკედონიელებმა გულშემატკივართა ინტერესის დაცვისთვის და გადამყიდველებთან საბრძოლველად, წესები მაქსიმალურად გაამკაცრეს და ბილეთებს მხოლოდ პირადობის მოწმობის დადასტურებით ყიდიან, ანუ არავის არ ძალუძს სხვა პიროვნების ბილეთით სტადიონზე
შესვლა, რადგან პირადობებს თამაშის წინ პოლიცია შეამოწმებს.



მკითხველის კომენტარები / 7 /
აახ შე ბოროტო გოგა
ემზარ დუისბურგი
14:14 07-03-2020
2
ნახევარი სტადიონი ცარიელი რომ იქნება,აი ის მორჩენილი სპეკულიანტების ბილეთები ნახევარი ფედერაციას უნდა ერთ ადგილში ჩაუდოთ და დანარჩენი ნახევარი იმ სპეკულიანტებს!!! სტადიონზე ერთი ადგილიც ცარიელი თუ იქნება ეს ფედერაცია უნდა გადადგეს!!!
ზურა
22:04 06-03-2020
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული