უეფას აღმასკომმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩების თარიღები დაადგინა.
საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩს ბელარუსთან 8 ოქტომბერს თბილისში ჩაატარებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.
ჯერ უცნობია, მატჩები მაყურებლებთან ერთად ჩატარდება თუ მათ გარეშე.
საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში გადავიდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთი მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი იქნებიან. ტურნირი სექტემბერში აიღებს სტარტს.
დაე აღსრულდეს ნება ქართველი ერისა, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე. მიყვარხარ საქართველო!