ნიკოლოზ მალი: ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ - ვეცდები, ქომაგი გავახარო

AutoSharing Option
"ჯვაროსნების" შემადგენლობაში პირველად უხმეს “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილს, ნიკოლოზ მალის. სასიამოვნო ამბავთან დაკავშირებით, ამპლუით მცველმა მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ ნაკრებში გამოძახებით. ჩემი ოცნებაა ქვეყნის პირველ გუნდში თამაში და ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახება დამატებითი სტიმულია. ვეცდები, ნდობა გავამართლო და კარგი თამაშით გავახარო ქომაგი. უშუალოდ ამ მატჩებისთვის გამოძახებას არ ველოდი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ველოდი ამ დღეს.

ვლადიმირ ვაისსა და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობას გადავუხდი. ასევე, მადლობა მინდა
ვუთხრა “საბურთალოს”, რომელიც ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის განვითარებისთვის".

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიანნ ნიჭიერი ფეხბურთელია და გამიხარდა მისი გამოძახება ეროვნულში.. თუ მარცხენად მცველად შეძლებს ისევე კარგად როგორც მარჯვნივ თამაშობს, მაშინ მალი-კაკაბაძე კარგი იქნება ვფიქრობ
ზუზუ
13:09 27-08-2020
1

სიახლეები პოპულარული