ვაისს ესტონეთთან ახალგაზრდების იმედი აქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში ესტონეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"რთულია ვივარაუდოთ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი შეხვედრა. ჩვენ გუნდს ბევრი მოთამაშე აკლია. ასევე ვიცით, რომ ესტონეთსაც აქვს დანაკლისი. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა და ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგად დაწყება. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება. ყველამ იცის, რომ ხუთი წლის წინ ნაკრებმა აქ წააგო. შემდეგ საქართველოში ამხანაგური თამაში მოვუგეთ ესტონეთს. მაყურებლის გარეშე კი მატჩების ჩატარება ნამდვილად
რთულია.

რაც შეეხება ბელარუსთან მატჩს, ჩვენ ვეცდებით, კარგი თამაში და შედეგი ვაჩვენოთ. მაგრამ ამ დროისთვის ოთხივე ნაკრებს - საქართველოს, ბელარუსს, ჩრდილოეთ მაკედონიას და კოსოვოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თანაბარი 25 პროცენტიანი შანსი აქვს. ყველაფერს მომდევნო თვეებში ვნახავთ.

ახლა მნიშვნელოვანი ხვალინდელი თამაშია - იწყება ერთა ლიგის ახალი გათამაშება, სადაც გუნდებს აქვთ ახალი შესაძლებლობა, იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. ესტონეთთან თამაში არ არის პლეიოფის მოსამზადებელი მატჩი, მაგრამ საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები და როგორ მოემზადა გუნდი მატჩისთვის. მით უმეტეს, ბევრი ფეხბურთელი პანდემიის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან და კარგ თამაშს შემოგვთავაზებენ".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
მიქაუტაძე ჩქარა ჩქარა დროზეეეეეე. მე მაგის თამაში ვნახე. აშკარად შემსრულებელია და ჩამოყალიბებული
ზაზა
03:40 05-09-2020
9
ახალგაზრდა ფეხბურთელების იმედიც მაქვს და ძველგაზრდასიც. წესით მარტო ოქრი ეყოფა ესტონელებს თუ ვაისი რაიმე სიურპრიზს არ მოიმოქმედებს. კვარაცხელია და ჩაკვეტაძე კიდევ ბონუსია ამათთან. ასე რომ ძალიან ლამაზ და შემოქმედებით თამაშს ველოდები. მიდით ბიჭებო, ისეთი ფეხბურთი ითამაშეთ, რომ ბრაზილიას შეშურდეს. უბრალოდ მთავარია თავში არ აგივარდეთ და ტრიპაჩობაში არ გადავიდეს. აბა თქვენ იცით და წარმატებები!!!
გადასარევი გიორგი
01:57 05-09-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული