ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:
"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.
ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.
აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".
თორემ ჩვენი ნაკრები არ არის გუნდი. არ აქვს კომბინაციები, არ იცის სტანდარტულის შესრულება, ვერ ხერხდება შეცვლაზე შემოსული მოთამაშით თამაშის მიმართულების გარდატეხა. მეტი რა ევალება მწვრთნელს მე არ ვიცი.
დღეს ჩემი აზრით მთავარი საფეხბურთო მეტრი არის გერმანული ფეხბურთი დააკვირდით გერმანიის ნაკრებს და ბავარიას როგორ სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, მაღალი პრესინგი, სწარფი მოკლე პასები ერთი შეხებით, სტანდარტულების დამუშავებული შესრულება, აი ეს არის ფეხბურთი.
და გაგვიმართლა რომ გვყავს კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და იმედია დავითაშვილსაც გამოიყენებს ეს ტლუ.
დავითაშვილი ძირითადის კაცია!!!!
P.S.შემდეგი მწვრთნელი მე ძალიან მინდა რომ ქართველი იყოს.
რაც შეეხება შიშს, რომ შარში არ გაგხვიოს, აქამდე შარში არ ვიყავით სულ? როდის არ ვიყავით შარში და როდის ვთამაშობდით ამ შედეგებით? აბა გავიხსენოთ კარგად...