ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
შენგელიამ რა დაგიშავა ვაის! შეცვლაზე მაინც შეუშვი მარცხენას კარგად ხმარობს ეგ ბიჭი!
მწრთვნელი
06 სექტემბერი 2020 01:29
14
ეს მგონი გვაღადავებს. გოლის გარდა დანარჩენი დრო რამდენი ბურთი ვერ მიიღო, ან მიიღო და დაკარგა იმას რატომ არ ამბობ თუ ვერ ხედავ, ბრმა ხარ? ვაისის საშველი არ იქნება და ეს რომ წაბრძანდება როცა იქნება ამ თაობას ერთი კარგი მწვრთნელი სჭირდება და გააკვირვებენ ევროპას. ამ შემადგენლობაში ჯიღაურის, ოქრიაშვილის და კაჭარავას ნაცვლად გვილია(თუ გამოჯანმრთელდა) დავითაშვილი და ლობჟანიძე აჯობებდა. პრაქტიკის ქონას ხელი არ შეუშლია სკამზე რომ დასვა? სამაგიეროთ უთამაშებელი ქვილითაია გამოიყვანა, აბა რა უნდა მოსთხოვო.
emigranti
06 სექტემბერი 2020 00:50
19
გაფრთხილებთ! ეგ სი.ი შესვენებისას გასახდელში არ შეუშვათ!
დ.დ.
06 სექტემბერი 2020 00:46
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული