ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
კი არის ცოტა ექსცენტრიჩნი და ხიპიშა მარა მუჟიკია და ეხმის საგანი ქეცბას.
დემნა
06 სექტემბერი 2020 11:08
8
რა კოზირებზე,რა დავითაია,რა თამაშის დამალვა?ერთ ჭ კლასის გუნდს მოვუგეთ და არიქა,ჩამოყალიბდა ვითომ ევროპული დონის ნაკრები?რაღაც ეჭვი მეპარება.ყველა ჩემს სიტყვას უკან წავიღებ თუ ბელორუსიას მოუგებენ და შემდგომ ფინალურ ეტაპზე გავლენ.P.S.ბოდიშსაც მოვიხდი!
888
06 სექტემბერი 2020 10:38
8
1. ლორიას პრაქტიკულად თამაში არ მოუწია. 2. კაკაბაძე, დაცვაში სუსტია, და როდესაც შეტევაში მისი სივრცე "კვარამ" აითვისა საერთოდ დაიკარგა. ბევრ ეპიზოდში იღებდა მცდარ გადაწყვეტიოებებს. 3. კვირკველია, ფორმაში არ არის, და საერთოდ თავისი შესაძლებლობის 20% გამოავლინა. ხშირად ცდებოდა გადაცემებში. 4.ხოჭოლავა, კარგი იყო, მეტი შეუძლია 5. ჯიღაური, ცუდი არ ეთქმის, მეტი შეუძლია. 6. კვეკვესკირი, ბევრი იშრომა, გაცილებით მეტი პოტენცია აქვს. 7.კანკავა, მებრძოლის საუკეთესო მაგალითია, თუმცა ფორმაში არც ის არის. გადაცემებში ცეებოდა, მომენტებში აყოვნებდა ბურთს დაშეტევებს მცდარი მიმართულებით ანვითარებდა, მაგრამ მისი ჟინი ყველაფერს ფარავდა. 8.ჩაკვეტაძე, აჩრდილია საკუთარი თავის, ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს თამაშში დასაბრუნებლად. 9.ოქრიაშვილი, ბევრს ეცადა მაგრამ თითქოს ჩაიკარგა. უდაოდ დიდი პოტენცია აქვს, შეუძლია ძალიან მოუმატოს. 10. კაჭარავა, ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელე გავს, მაგრამ აშკარად ხრუსტალის ფეხებზე დგას. აჩვენეთ ხრუბეშის თამაში, იქნებ მისაბაძად გაიხადოს.11.კვარაცხელია, უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ უნდა ისწავლოს ძალების რაციონალურად ხარჯვა, რათა მისი თამაში უფრო ნაყორიერი იყოს. მოედნის შუის გავლა ყოველთვის სწრაფი და სწორი პასით ჯობია, რათა ძალები დრიბლინგისა და გამწვავებისთვის საჯარიმოსთან მეტი შერჩეს. ყოჩაღ, ასე გააგრძელე, მამაშენივით თავეაბალი და სასარგებლო (თუმცა გაცილებით ნიჭიერი)ფეხბურთელი დადგები. P.$. ნაკრებს აკლია ტიზიკური მომზადება, რასაც ვაისი მოკლე პერიოდის შეკრებაზე ვერ გამოასწორებს, აქედან გამომდინარე მოიკოწლებს სხვა ყველა კომპონენტში. სისწრაფეში: აზროვნების, გადაადგილების და ა.შ. შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანობა ( "კვარამ" როგორი მომენტები გააცურა!), სრულფასოვანი პრესინგი არ გამოგვდის (ძალა არ გვყოფნის). P.P.$. ესტონეთი არასაფეხბურთო ქვეყანაა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით. ისინი იმ შეცდომებს, რომელიც ჩვენ დავუშვით, არ გვაპატიებენ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
G.A.L.
06 სექტემბერი 2020 10:36
2
ახალგაზრდებს დასვენებულებს ათამაშებს თორე 2 თამაშს ჩენები ვერ ქაჩავენ
შოკირებული გულშემატკივარი
06 სექტემბერი 2020 10:18
0
რომას ვეთანხმები ერთი თამაშით არ ისაზღვრება მთელი ტური ჯობია რაღაც კოზირი შემდეგი თამაშისთვის გვქონდეს და ეს დავითაშვილი იქნება და კიდევ რაღაც გადაადგილება იქნება ასე ჯობს რომ გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლათ მოვა
Gio
06 სექტემბერი 2020 10:05
1
შენ ნაკრებში ლიდერობა ბევრს არ ნიშნავს, არც " რუბინია" კრიტერიუმი, მთელი თავისი рпл-ით. დიდი ფეხბურთელი იცი სად და როგორ ჩანს,
ლაშა
06 სექტემბერი 2020 09:48
19
ო როგორ აკლია ჩვენს გუნდს ეხლა ცენტრში კიტეიშვილი, ხერხემალია ნაკრების. ჯაბა მებრძოლია, მაგრამ უკვე ასაკშია, გადაიღალა და ბევრი შეცდომა მოსდის.
ირაკლი
06 სექტემბერი 2020 09:46
4
მარცხენა ფრთა: 1 ნომერი კვარაცხელია, მეორე ჩაკვეტაძე. მარჯვენა: 1 ოქრიაშვილი, მეორე შენგელია. ცენტრი: პირველი ნომერი დავითაშვილი, მეორე შეიძლება იყოს ლობჟანიძეც, ოქრიაშვილიც, ჩაკვეტაძე. ამ სიტუაციაში გვეირდება მაღალი და ძალისმიერი თავდამსხმელი, ეგაა კაჭარავა ან ქვილითაია
ზიზ
06 სექტემბერი 2020 09:36
8
ვაისი ყოველთვის უაზრო ცვლილებებს აკეთებს ხოლმე, გუშინაც ასე გააკეთა.
მოკლედ კვარაცხელიას იმედზე უნდა ვიყოთ, ჩაკვეტაძეც მოუმატებს იმედია.
gio
06 სექტემბერი 2020 09:31
5
დაცვა-სავალალოა-ვერ გაძლებს მაკედონიასთან-რა კვრიკველია და რა ხოჭოლავა--ზანტები არიან.იქნებ მართლა კობახიძემ ივარგოს-ეგეც მეეჭვეება.
ვაჟა
06 სექტემბერი 2020 09:12
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული