ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
ფაქტია რომ არცერთმა ჩვენმა შემტევმა არ იცის გოლის გატანა კიარა საერთოდ კარისკენ ზუსტად დარტყმა.კვარაცხელია,დავითაშვილი კარგია ფინტაობენ,მაგრამ მარტო ფინტაობა არაა ფეხბურთი, იგივე პრობლემა აქვს ჩაკვეტაძეს ბელგიაში,ესენი ჯერ ახალგაზრდები არიან და იმედია ისწავლიან.განაპირა მცველებმა ჩაწოდება არ იციან, თუმცა რომც ჩააწოდონ ვინაა გამტანი!?(კაჭარავა-ქვილითაიათი მოედანზე გასვლა ნიშნავს,რომ კაცნაკლული ითამაშებ).ცენტრალური მცველები მეტოქის საჯარიმოში სრული "ბოძები" არიან შემთხვევით თუ გაარტყი თორემ ეგენი მაღალი ბურთის მომგები არ არიან,საერთოდ ტყუილად იღლიან თავს კუთხურებზე რომ ჩარბიან.(ან ტერის თამაში არ აქვთ ნანახი,ან რამოსის!?).ჩვენი ნაკრებია და ვგულშემატკივრობთ თორემ ამ ნაკრებს არაფერი ესაქმება ევროპის ჩემპიონატზე კიარა ერთა ლიგის C დივიზიოზე ზემოთაც ობიექტურად ამ ეტაპზე.რამოდენიმე წლის შემდეგ ვნახოთ რა იქნება.
Agent
09 სექტემბერი 2020 01:22
10
მართალია, განაპირა მცველებმა ჩაწოდება არ იციან, თუ დააკვირდით, იმდენი ხანი ემზადება კაკაბაძე სანამ ჩააწოდებს მის წინ მდგომი ფეხბურთელიც და საჯარიმოში მყოფებიც ადვილად ხვდებიან რას იზამს ან სად ჩააწოდებს , და 5 დან 4 შემთხვევაში მის წინ მდგომ მეტოქეს ვერ აცილებს ბურთს..ცენტრფორვარდს რაც შეეხება მგონი მართლა ჯობია უფორვარდოდ თამაში და ამის ხარჯზე კაცის დამატება ნახევარდაცვის შემტევ ხაზში ანუ ცრუ ფორვარდით თამაში..
recondite
09 სექტემბერი 2020 12:12
0
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობას კლასი აკლია ან საერთოდ არ აქვს.რატომ ჯობია ჯაბა ამ ასაკშიც სხვებს ყველას? ერთი ყველასგან " შეუმჩნეველი" საკითხია..ჯაბა არის პროფესიონალი,რომ შეხედავ ნავარჯიშევი და სპორტსმენის აღნაგობით, სხვებს შეხედეთ, წელში და მხრებში მოხრილები, არანაირი სპორტული აღნაგობა, წვერგაუპარსავი თითქმის ყველა(გაუპარსავი და არა მოვლილი წვერით) ,ფიზიკა ნოლი, გამძლეობა ნოლი,მოძრაობებშიც ეტყობათ,პასის გაკეთებაშიც, რომ მყარად ვერ დგანან ფეხზე.მარტო ბურთის გორება არაა ფეხბურთი და სპორტსმენობა, დამატებითი ვარჯიშია და სპორტსმენის რეჟიმით ცხოვრება...
recondite
08 სექტემბერი 2020 23:59
3
გარინჩა კოჭლი იყო, ბეთჰოვენი დაყრუვდა და ორივეს მაინც გამოსდიოდა რაღაცა
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2020 20:08
0
ვაისმა 75 წუთიდან ყველა შეუშვა ვისაც გოლის გატანა შეეძლო მაგრამ მაინც ვერ გავიტანეთ ეგაა როცა მოედნის საფარი არ ვარგა უთამაშებელი ფეხბურთელები რო არიან ნაკრებში და სამწუხაროდ კლასის ნაკლებობა რომ აქვთ ქართველ ფეხბურთელებს ის 37 წლის მაკედონელი მთელი კარიერა სერია ა ში თამაშობს და ყველა ჩვენს შემტევზე მაღალი კლასი აქვს დაიჭირა თავისი მომენტი და გატანინა თანაგუნდელს.
ზურა
08 სექტემბერი 2020 23:39
2
ერთი კომპლიმენტი მინდ კიდევ ვუთხრა ნაკრებს, ცუდზე ბევრი ვწერე. რაც არის უმაგრესი და რაც ძალიან მომწონს, ესაა ის, რომ ნაკრები ბურთის მიღებისტანავე ეძებს შეტების წამოწყების ვარიანტებს, ეგრევე ვტრიალდებით და შეტევაზე ვფიქრობთ და ესაა რევოლიუციური, ძირეული სხვაობა ვაისამდელ ნაკრებებთან მიმართებაში. ბევრს აღარ ახსოვს ის გადაგორებები დაცვაში, რომლებიც არ თავდებოდა. სრულიად უთავმოყვარეო დროის გაწელვა და პრიმიტიული ჯაჯგური აუტის ხაზებთან. ეხლა ვუტევთ და ეს მაგარია. მომწონს ჩვენი ნაკრების თამაში და რაც გინდათ ის თქვით. ვიმეორებ მინუსებზე მე რომ ვწერ, იმდენს არავინ წერს მგონი
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2020 01:19
6
აშკარაა რომ ამ ბიჭებით უკეთესად თამაშია შესაძლეველი კარგი მწვრთნელის ხელში!!!
ლაშა
09 სექტემბერი 2020 02:55
35
რა გახდა დინამოზე ნორმალური დრენაჟი?!!! ვერ გარბოდნენ ბიჭები, წყალში ეფლობოდა ბურთი, თან კვარას და დავითაშვილს მაქსიმალურად შეიზღუდება სივრცეები და ვერაფერი გააკეთეს, ერთი გაიქცა კვარა და პენალტი მოიპოვა. მთლად უკმაყოფილოც არ ვარ ამინდიდან გამომდინარე.
ლაშა
09 სექტემბერი 2020 01:46
1
ბატონო ვაის, გამბედაობას გიფასებთ, ბოლოში განსაკუთრებით. მოგებაზე თამაში და ვაბანკზე გადასვლა ნაკრების თვითრწმენისთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის ყოჩაღ. მაგრამ შეცვლები იყო საშინელი ისევ. დავითაშვილის ძირითადში დაყენება არ შეიძლებოდა, ამაზე წინასწარაც ვწერდი. ახალგაზრდაა ჯერ და ადრეა მაგისთვის. ოქრიაშვილი სწორად დააყენეთ ამჯერად, ამაზეც ვწერდი და გამოჩნდა კიდეც რა შეუძლია, ამაშიც პლიუსი. არც მალის შეცდომაზე დავწერ, ნიჭიერი ბიჭია და მხარდაჭერა უნდა, გიფასებთ მის ძირითადში დაყენებას, მაგ რისკსაც შეცდომის მიუხედავად. უბრალოდ სრულიად გაუგებარი იყო შენგელიას შემოსვლა და კაჭარავასი ბოლოს. შენგელიასი განსაკუთრებით. ეს ხომ საცდელი პოლიგონი არაა, ყოველ მატჩში ახალი ფეხბურთელი შემოიყვანოთ. ყოფილიყო ლობჟანიძე, ხომ კარგად ითამაშა ესტონელებთან? ან გვილია შემოგეშვათ , ძალიან ლოგიკური იყო მისი გამოჩენა და რაც მთავარია დავითაშვილის ნაცვლად. ანუ შენგელიას უნდა ჩაეწოდებინა და კაჭარავას გაეტანა? მარა ხომ კაცნაკლულები იყვნენ და რიცხვობრივ უპირატესობას ჩაწოდებაზე რატომ ვაფუჭებდით? ისეა თუ ასეა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მე ეს თამაში უფრო მომეწონა ვიდრე ესტონეთთან. საბოლოო ჯამში ყოჩაღ ნაკრებს. მაკედონია კარგი გუნდია და ძლივს გამოჩნდა რა შეგვიძლია რეალურად. და ბევრი შეგვიძლია აშკარად, მთავარია ყველა ფორმაში შევიდეს და ჩაკვეტაძე დაბრუნდეს ნელ-ნელა. კიტეიშვილის მერე ათამაშდება ნაკრები. კანკავას მადლობა! კვარაცხელია სუპერ :) მადლობა ხვიჩა! ოქრისაც დიდი მადლობა! სხვათაშორის ლორია ხომ უსაქმურად იდგა, მაგრამ მომწონს , სიმშვიდე მოაქვს უკან. ერთხელ ხოჭოლავამაც გადაგვარჩინა. წინ ბელორუსისკენ მეგობრებო და მიუხედავად იმისა, რომ კარგი გუნდი დააყენეთ შეცვლების მწვრთნელი მეგობარი არ გაწყენდათ :) წარმატებები
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2020 23:36
10
ახლა წინასწარ თუ წერდი კი უნდა გაეთვალისწინებინა თქვენნაირი პროფესიონალის აზრი
Semi
09 სექტემბერი 2020 00:30
8
არადა ფეხბურთი რომ გესმოდეთ ვაისი ცუდი მწვრთელიაო ვერცერთი ვერ იტყოდით. ჩვენ რომ პანდევისნაირი ფეხბურთელი გვყავდეს ალბათ ევროპის ჩემპიონობასაც მოითხოვდით, და ეხლა ნაკრების 80 პროცენტი თავის კლუბში ორ მატჩს ზედიზედ ვერ თამაშობს.თან ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი რუბინში თამაშობს და კიდე ვასის ბრალი ყოფილა ყველაფერი.
Semi
08 სექტემბერი 2020 23:33
8
Malis nu abralebt ori qulis dakargvas. Martalia shecdkma daushva magram mag shecdomis gamo ar unda gagveshva goli. Lorias uketbtamashi sheedzlo magbepizodshi. Da ert golze meti unda gagvetana
Giorgi
09 სექტემბერი 2020 02:58
41
ე.ი. მალი შეცდა მაგრამ ცუდად ითამაშა ლორიამ? ლორიას ბრალი ყოფილა. პირისპირ გასული თავდამსხმელისგან არ უნდა გეშვა. პირისპირ გასულის თვადამსხმელისგან რატომ არ დაიცვა კარი. ასეა?

მალის მიერ ნაჩუქარი ბურთის გარდა სხვა სერიოზული მომენტი მაკედოანიას არც ჰქონდა.
2
09 სექტემბერი 2020 08:11
0
ლორიას შანსი არ ქონდა...
პანდები არის ევროპული დონის ფეხბურთელი და შესაბამისი პასი გააკეთა!
და გოლიც ლოგიკურად გაიტანეს. ჩვენ შემტევებს კი წლებია გოლის გატანა უჭირთ. გოლს ნუ მოთხოვ და დანარჩენი ყველაფერს იზამენ :( იქნებ ყაზაიშვილმა ივარგოს ოქტომბერ-ნოემბერში
დათო
09 სექტემბერი 2020 11:15
0
იცით რა მაინტერესებს? ამ ფეხბურთს რომ არჩევთ, ტაქტიკაზე რომ გენიოსობთ, მწვრთნელზე და ფეხბურთელებზე მსჯელობთ,სად ისწავლეთ ეს ფეხბურთი? გაიგეთ ფეხბურთი არ ისწავლება და ჩახედულობა არ ნიშნავს ცოდნას.....საქართველოში პოლიტიკა და ფეხბურთი ყველამ უმაღლეს დონეზე იცის....ისე თუ ვინმე დადიხართ ფეხბურთის გაკვეთილებზე იქნებ ჩართოთ ყველა ვისაც აინტერესებს.
ლაი ლაი
09 სექტემბერი 2020 00:11
25
რატომ გევასებათ ეს სხვების "კლავიატურის ლომებად" და "წარუმატებელ უსაქმურებად" მონათვლა არ მესმის :)) არც იცით ვინ-ვინაა. ფეხბურთი თუ ესმის ხალხს და რაც მთავარია უყვარს, რა არის ამაში ცუდი. არ გინდათ რა ეს სკეპტიკა და ლანძღვა სხვა ადამიანების უსაფუძვლოდ. ზუსტად ასეთი მსჯელობით შეიძლება ფეხბურთი განვითარდეს ამ ქვეყანაში, როცა ხალხი თავის აზრს წერს და თან როცა ეს სწორია. ეს რაღაც პრიორიტეტული კლასის პრეროგატივა კი არაა მარტო, ამაზე საუბარი. ფეხბურთი სახალხო თამაშია და საჭიროა განხილვა, რომ შეცდომები იქნას არიდებული მაქსიმალურად. ეს არის თამაში, უმარტივესი რამეა რეალურად, უბრალოდ ვიღაც ვიღაცეები ფილოსოფიას აკეტებენ ამისგან. და რაც ყველაზე მთავარია სპორტსმენები თამაშით კი თამაშობენ, მაგრამ სწორი გარჩევა ბევრად ნაკლებად ეხერხებათ ვიდრე ზოგ სხვა სფეროს წარმომადგენელს. კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს და ტაქტიკოსს არ ნიშნავს. ვაისი კარგი ორგანიზატორია, ეტყობა მოტივატორიც, მტკიცე ხასიათი აქვს ეტყობა და ბევრი კარგი თვისება, შემთხვევით ვერ მოხვდებოდა მანდ, მაგრამ საშინელი სტრატეგია, ტაქტიკის ბაიბურში არაა კაცი. მით უფრო გადაწყობის. ამიტომ უნდა დახმარება ზუსტადაც გვერდიდან, რომ წაიკითხოს ხოლმე სხვა აზრებიც. რეალურად ჯერ ჩაკვეტაძემ მოაგებინა პირველი ლიგა, ეხლა კვარაცხელია თამაშობს სხვების მაგივრად. სხვებს კი არ ვუკარგავ შრომას, მარა გოლები ხომაა საჭირო და ეს ორი კაცი აკეთებს საქმეს. აქ მწვრთნელის დამსახურება არის ის, რომ ათამაშებს და ენდობა. შეცვლებში კიდევ ჩანს, როგორ კითხულობს თამაშს. ის მაინც ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მომეწონა ვაისი. თავად ადამიანია კარგი ეტყობა და გუნდს გადაედო ეს ხასიათი, ლაღი და საინტერესო გუნდი დადგა
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2020 00:49
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული