გიორგი გახარია - "საქართველოს ნაკრების თამაშზე მეც ვიქნებოდი"

AutoSharing Option
სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილნი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ შეიძლება ბელარუსი-საქართველოს მატჩზე დასწრება, მაშინ, როცა აქციების გამართვა დაშვებულია.

მისივე თქმით, გულშემატკივრების მსგავსად, თვითონაც გულგატეხილია ამ ფაქტის გამო.

„16 000 ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ღია სივრცე იყოს, რამდენადაც მძიმე უნდა იყოს, მე მესმის მათი გულგატეხილობა - მეც ასე ვარ. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, დაშვებული რომ ყოფილიყო ამ თამაშზე, მეც ვიქნებოდი მათთან
ერთად. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს გულშემატკივრის დასწრების გარეშე გაიმართება.
წყარო: IPN.ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ისე გახარია თუ მივა სტადიონზე და უქომაგებს წინააღმდეგი არ ვარ. ოღონდ აქტიურად და ხმამაღალი შეძახილებით. მიდი გიორგი შენ ვერ გეტყვიან უარს შეშვებაზე.თუ ვინმემ რამე გითხრა უთხარი რომ შენ შენი ხალხის რჩეული ხარ და მათ მაგივრად კისრულობ ქომაგობას !
დავით 67
08 ოქტომბერი 2020 02:56
0
აქ ხალხს არ ეშველება ნამდვილათ ვიცი მაგი ღმერთმა არქნას და რომ წავაგოთ და ეს ხალხი სტადიონზე იყოს ვიღაცას მოკლავენ ჯობს ტელევიზორები ამტვრიონ
Gio
07 ოქტომბერი 2020 19:11
3
ისიც ახსენი არაპატრიოტთა ალაინს რატომ მიეცით თანხმობა ???
ლმ
07 ოქტომბერი 2020 17:04
4
გასაგებია, რომ ყველგან პოლიტიკა უნდა ვარწყიოთ, მაგრამ იქნებ იმაზეც ვიფიქროთ, რომ უარყოფითი ემოციების გამოფრქვევა ახლა ჩვენს ბიჭებს არაფერში დაეხმარებათ და პირიქით?! ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით საკუთარი თავი დაიყენა სამიზნეზე - გარკვეული მოსაზრებებით - და სულაც არ უნდა იყოს ამ მდგომარეობით კმაყოფილი. ამიტომ იქნებ ჯობდეს, მხოლოდ დადებითი ემოციები გამოვუშვათ და ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ისე დავუდგეთ გვერდში, როგორც შესაძლებელი დარჩა.

ასე რომ, ჩვენ გავიმარჯვებთ! გამარჯვება, საქართველო!!!
ვვვ
07 ოქტომბერი 2020 17:01
4
ყველაფერი გაცილებით მარტივადაა-თუ თქვენ არ გინდათ ხალხი, არც ხალხს უნდიხართ თქვენ...
ვოოტ
07 ოქტომბერი 2020 16:31
24
რავი, არა მგონია, შენს ნიკზე უფრო რთულად გასაშიფრი იყოს და შევეცდები - ვინც ქართველ ქომაგს და გულშემატკივარს (გუნდზე და ქვეყნის ინტერესზე რომ აღარაფერი ვთქვათ) იკიდებს, იმას ქართველი ხალხიც დაიკიდებს ადრე თუ გვიან... ისე, ადრე ჯობია და რატომ - მაგას მაინც ნუ გამაშიფრინებ...
აბურჯგნულს
07 ოქტომბერი 2020 18:30
3
ეგ რა შუაშია ეხლა იქნება გაგვიშიფრო?!
aburjga
07 ოქტომბერი 2020 17:42
5
გამსახურდიას გარდა ყველა ვინც მოვიდა ქვეყნის სამართავად არცერთი არიყო ქვეყნის პატრიოტი თავი გონიათ სამსახურში ოღონდ საბჭოთა კავშირის სამსახურში ყველა ფულს რო ეზიდებოდა სახლში რა დააკლდება ამხელა ქვეყანასო ის ტვინი გაქვთ ეხლა შემორჩენილი..... ოდესმე ნეტა თუ გვეშველება?!
ზვიადიიიიი
07 ოქტომბერი 2020 16:25
17
პროსტა არ მიქვეყნებენ ისე ვწერ, რა ვქნა ბიჭებო მეტი სიტყვები ვერ ვიპოვე რაც ამათ ერგებათ და იმ სიტყვებს რასაც ვწერ ცენზურა ადევს.
roma bejanidze
07 ოქტომბერი 2020 16:15
6
მართალი გითხრათ დავიბენი, მაყურებლის დასწრება ხელისუფლებამ აკრძალა თუ უეფამ? წერდნენ, რომ უეფამ.
ჟორა
07 ოქტომბერი 2020 16:15
8
ჟორა! თბილწყალკანალმა აკრძალა)
დავით67
08 ოქტომბერი 2020 02:49
0
შენ რომელი ჟორა ხარ, სიხარულიძე?!... უეფამ კი არა, მოტობურთის ფედერაციამ აკრძალა კიდე...
მ.ტ.
07 ოქტომბერი 2020 17:59
1
ნახიონალებს რო ყავდათ ვიღაც წიკლაური და კუბლაშვილი, რო გამოდიოდნენ და აფსოლიტურად ყველაფერს რო აპრავებდნენ, პროფესია ქონდათ ეგეთი რო ყველა ჩაკუკული საქმე გაეპრავებინათ!!! ეხლა კიდე ესენი, ყველაფერი შეიძლება გააპრავო??? არაფერი იცვლება რა , სახელების და გვარების გარდა
Vasili
07 ოქტომბერი 2020 16:13
8
ვაგინე და არ გამომიქვეყნეს ეს მაინც გამომიქვეყნეთ რომ გადმოვცე ჩემი გულისტკივილი. ა..თ
roma bejanidze
07 ოქტომბერი 2020 16:13
7

სიახლეები პოპულარული