შოთა არველაძე: "ფინალში მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა და მატჩის შემდეგ მთელი საქართველო იზეიმებდა.

ვფიქრობ, ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესო გუნდი გვყავს და ფინალში, ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!

გილოცავთ, ბიჭებო, ვულოცავ მწვრთნელს და ყველა გულშემატკივარს." - დაწერა შოთამ.



მკითხველის კომენტარები / 10 /
საქართველოს მთავრობას მივმართავ.რაც სტადიონთან ხალხი იყო შეკრებილი,ისინი რომ სტადიონზე შესულიყვნენ და კონტროლის ქვეშ გყოლოდათ,უფრო უსაფრთხო გარემო არ იქნებოდა?გასაგებია,რომ პრეცენდენტის დაშვება არ გსურთ,მაგრამ მაშინ გარეთაც ნუ მისცემდით შეკრების უფლებას.ახლა გაცილებით მეტი იყო საფრთხე და ღმერთმა ქნას,აფეთქება არ მოხდეს.ისედაც ზღვარზეა,თბილისი.რაღაც გამოსავალი უნდა მონახოთ,სხვა გზა არ არის.
სოსო
14:20 09-10-2020
3
ან რა მნიშვნელობა ქონდა მაყურებლების არ დაშვებას? თამაშის წინ ან თამაშის შემდეგ სტადიონთან რაც ხდებოდა უარესი არ იუო? ძალიან უგუნური გასაწყვეტილება იყო, საზიანო ნაკრებისთვის და ხალხისთვის.
G.LA
14:16 09-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული