PREVIEW: სომხეთი - საქართველო

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის მე-3 ტურის ეგიდით სომხეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპრიისპირდება. 2 მატჩის შემდეგ, სომხების აქტივში 3 ქულაა. ამ მონაგარით, გუნდი მე-3 ადგილზე იმყოფება და დღეს გამარჯვება ძალიან სჭირდება.

ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი ნაკრები ჩრდ.მაკედონიასთან ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობს, თუმცა დღევანდელ ოპონენტს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და შესაბამისად, კონცენტრაცია მართებს.

როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. ბელარუსთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ლოგიკურია, რომ ფეხბურთელებს არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური თვალსაზრისითაც დასვენება სჭირდებათ. შესაბამის მიზეზთა გამო გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე,
გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე ვერ დაეხმარებიან. 

ხოაკინ კაპაროსის გაწვრთნილი გუნდის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. სომხეთის ეროვნულ ნაკრებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი მოტივაცია ექნება, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში სასურველი შედეგი დააფიქსიროს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესოს. "მასპინძელთა" შემადგენლობა ოპტიმალურია, მათ მხოლოდ ამბარძუმიანი დააკლდებათ, რომელიც გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველია.

სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი: ამბარძუმიანი.
სომხეთი (4-2-3-1) - იურჩენკო - კალისირი, ეროიანი, გრიგორიანი, ჰოვჰანისიანი - ანგულო, კორიანი - მხითარიანი, კადიმიანი, ბარსეგიანი - კარაპეტიანი.

დანაკლისი: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ჩაკვეტაძე.
საქართველო (4-2-3-1) - ლორია - კვირკველია, დვალი, ტაბიძე, მალი - კანკავა, კვეკვესკირი - შენგელია, კიტეიშვილი, კვარაცხელია - ქვილითაია.

მთავარ მწვრთნელთა წინასამატჩო განცხადებები

ხოაკინ კიპაროსი: "საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამტკიცებს, რომ ორგანიზებული ფეხბურთის თამაში შეუძლია და შესაბამისად, კონცენტრირება გვმართებს. მხითარიანის როლი, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობისაა და მისი მოედანზე ყოფნა, სომხეთის თამაშზე კარგად უნდა აისახოს.

საკმაოდ რთული უკანა ფონის მიუხედავად, ვეცდებით, რომ ჩვენთვის სასურველი რეზულტატი დავაფიქსიროთ."

ვლადიმერ ვაისი: "ჩვენს მოწინააღმდეგეს საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნული ფაქტორი, სხვა დანარჩენთან ერთად მიუთითებს იმაზე, რომ იოლი მატჩი არ გვექნება. 

შემადგენლობებში ცვლილებები იქნება. შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ."

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altსომხეთი - საქართველო: ის რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ!

altსაქართველო - სომხეთი 5 ნათამაშები მატჩის ისტორია[VIDEO]

altჰენრიხ მხითარიანი: საქართველოს კარგი თამაში არაფერს ნიშნავს - უნდა გავაოცოთ

მკითხველის კომენტარები / 17 /
არამგონია ცენტრში ისევ კევკვესკირი დააყენოს. ალბათ აბურჯანიას მოსინჯავს.

თემო
11 ოქტომბერი 2020 16:11
0
რაის ექპერიმენყებო? რის მოსინჯვა? ბრძოლა უმდა ოყოს სისხლის უკანასკლელ წვეთამდე. საქართველოს გაუმარჯის ხალხო. ვაისის არ მჯერა, ჩვენი მართალი ბიჭების მჯერა, ღმერთმა ხელი მოუმაეთოს!!!
ჯიგარ-ოღლი
11 ოქტომბერი 2020 17:14
11
საქართველოს ნაკრები როგორც გუნდი მომწონს. იციან რას აკეთებენ და საბოლოო მიზანი რა არის. ძალიან ჭკვიანურად მივყვებით ჩვენს გეგმას. მწვრთნელის ხელი და ჩანაფიქრი აშკარად ეტყობა. შესაბამისად ბიჭებმაც იციან რას აკეთებენ და ყველაფერს დებენ მოედანზე. მადლობა და მთელი საქართველო თქვენთან ვართ!!!!
ექსპერტი
11 ოქტომბერი 2020 16:46
5
ფრე არა უნდა მოვუგიოთ პიუნიკის ფეხბურთელებს
ბაჩი
11 ოქტომბერი 2020 15:42
0
ცუდ დროს მოგვიწია სომხებთან თამაში. წამყვანი ფეხბურთელების არყოფნა, გადაღლილობა, მგზავრობა...6 დღეში 3 თამაში რა უბედურებაა. თანაც სომხების განსაკუთრებული მოტივაცია, რომელიც ჩვენთან ისედაც არ აკლდათ... მოტივაცია არც ჩვენ უნდა გვაკლდეს. კარგია, რომ თამაში ნეიტრალურზეა, და რაც მთავარია, უბრალოდ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ. იმედია ამ ორ თამაშში 4 ქულას ავიღებთ... წარმატებები ბიჭებს...
merabi-1960
11 ოქტომბერი 2020 18:03
5
და ხოჭოლავას ვაისროიზე გაუშვებს?
მევარმე
11 ოქტომბერი 2020 17:13
1
არცერთი შემადგენლობა არდაემთხვევა დარწმუნებული ვარ.. როგორც მახსოვს იქ კორიანს დავმააქ.. ჩვენთან როგორც მინიმუმ ხვიჩა არიქნება ძირითადში და მგონი არც კანკავა
გიო
11 ოქტომბერი 2020 16:55
1
მეორე სასტავი არ გამოიყვანო შე კრისა!!!
ვაისს ნივმართავ!!!
11 ოქტომბერი 2020 19:00
4
არჩევნების წინ, თუ სომხებთან წავაგებთ ამას "ქართული ოცნება" შეეწირება
gia
11 ოქტომბერი 2020 20:31
6
საზღვარგარეთ ვინც უყურებს ნაკრებიას თამაშებს, იქნებ ლინკი დადოთ!!! წინასწარ მადლობა!!!
დათო
11 ოქტომბერი 2020 17:46
0
sporthub.fun
მთიული
11 ოქტომბერი 2020 19:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული