rsport.ria.ru-სთან "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასა და შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:
"ჯერ ტრანსფერზე პირდაპირ არავის მოუმართავს. რაიმე სახის სერიოზული მოლაპარაკება ან კონტაქტები არ ყოფილა, ისევე, როგორც რომელიმე კლუბისგან დაინტერესება.
ის ახალგაზრდა ბიჭია, ჯერ მაღალ დონეზე მუდმივად თამაში არ შეუძლია. თანაც, უკანასკნელი სამი მატჩი ტრავმირებულმა ჩაატარა. თავიდან საქართველოს ნაკრებიდან კოჭ-წვივის ტრავმით დაბრუნდა, ნემსები გაიკეთა და ისე თამაშობდა. ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ თუ არა, ზურგის ტრავმამ იჩინა თავი. ხვიჩა დიდი ტკივილებით თამაშობს და ამ თვალსაზრისით, გმირია. ფაქტობრივად, საწვრთნელ პროცესშიც არ
მიუღია მონაწილეობა, გათავისუფლებული იყო. მწყობრში მოვიყვანთ, ღმერთმა ქნას და ყველაფერი კარგად იქნება".