ჩრდილომაკედონიელები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, მართლა დარწმუნებულნი არიან ჩრდილომაკედონიელები საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გამარჯვებაში თუ უბრალოდ ეს მათი სტრატეგიაა, ან შეიძლება სულაც თავს იგულიანებენ, მაგრამ ფაქტია, ერთობ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

დღეს ნაკრების შეკრებაზე უკვე გამოცხადდნენ კაპიტანი გორან პანდევი და ელიფ ელმასი და ეროვნულ გუნდთან ერთად სასტუმროში არიან.

ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რისთვის ვთამაშობთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რათა გავიმარჯვოთ და ბოლოს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს მართლაც ემოციური შეხვედრა იქნება, რამეთუ ევრო 2020-ზე გასვლის შესაძლებლობა
გვაქვს. მიღწეული დადებითი შედეგებით ბედნიერები ვართ, თუმცა ფინალში გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად ახალი თამაშია, წინა ორისგან განსხვავებული; ფინალია, რომელსაც ორივე გუნდი განსხვავებულად შეხვდება. მე დეტალების ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტას ვიმედოვნებ".

ასევე მეტად ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს მცველმა ვისარ მუსლიუმ და თავდამსხმელმა ილია ნესტოროვსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მაკედონია უფრო სუსტი გუნდია, ვიდრე ბელორუსი.
09 ნოემბერი 2020 23:43
15
2+2=41 ეგზიტპოლიც არა იმდი და ჟვანია)))
ჩვნ
09 ნოემბერი 2020 23:35
17
ეტყობა ეგზიტპოლების შედეგები ნახეს,ან კარგ სიზმრებს ნახულობენ.მთავარია დაცვამ არ გვიღალატოს თორემ წინ /ხვედელიძე/ გვყავს ხვიჩას სახით.ჩაკვეც რომ იყოს დიდი ანგარიშით მოუგებდით.
გოლი მინდა ხვედელიძე 2 გოლი.
09 ნოემბერი 2020 23:10
2
ჩვენ 12 ნოემბერს ვიზეიმებთ დაახლოებით 23 საათისთვის და შემდგომ :)
ირაკლი
09 ნოემბერი 2020 22:36
0
მე რაც არუნდა გაგიკვირდეთ ვაისის მეშინია... თავის ლუბიმჩიკები როარ დააყენოს სასტავში კი კარგია კაშოც და ყაზაიშვილიც რომ გამოვიდნენ ცდას არ დააკლებენ მაგრამ ხოჭოლავას კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას სულ თამაშობს თან ვის წინააღმდეგ რეალი ინტერი.. კვერკველიას უნდა შეუწყვილოს ხოჭოლავა ყველა ვარიანტში.. მარჯვნივ დვალი რათქმაუნდა. ყაზაიშვილს რაც შეეხება უთამაშებელია და რაც არუნდა ლუბიმჩიკი იყოს მაინც არუნდა ჩასვას სასტარტოში
ვააააააის
09 ნოემბერი 2020 22:33
8
მაკედონელები გადარჩნენ ჯერ ესტონელებთან, მერე ჩვენთან მოგონილი პენალტით. ჩვენ პირიქით ჯერ სომხებთან, მერე მაკედონიასთან. იმედია იმათ მთელი ბონუსები უკვე დახარჯეს და ცოტა იღბალი, რომელიც ყოველთვის საჭიროა, ჩვენს მხარეზე იქნება.
ნიკ
10 ნოემბერი 2020 12:31
0
ყველაფერი არ გვაქ იმისთვის რომ მოვიგოთ, გულშემატკივრები სტადიონზე და გიორგი ჩაკვეტაძე გვაკლია, გარდა ამისა იღბალი, გამართლება, შრომა და მონდომება გვჭირდება, გააზრებული თამაშით ბურთზე კონტროლი უნდა მოვიპოვოთ, ორი რამ არის მთავარი, დაარტყით შორიდან და ითამაშეთ 4 3 3 სქემით, ვარჯიში პენალტებშჰიც საჭიროა,ნებისმიერი წერტილიდან დაარტყიტ კარში, შორიდან ზუსტად დარტყმებში ყველამ ივარჯიშეთ
lechxumeli
09 ნოემბერი 2020 22:22
4
მაკედონიელები ჩვენზე გაცილებით აქტიურად " მუშაობენ" საკუთარი ნაკრების განწყობაზე,მოტივაციაზე ,ჩვენთან კიდე რა ხდება...
recondite
09 ნოემბერი 2020 22:16
4
ნელა ბეჭი არ ამოიგდოთ
grisha
09 ნოემბერი 2020 21:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული