
სომხეთის ნაკრებს ორ უახლოეს მატჩში მისი კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი ვერ დაეხმარება, - იტყობინება სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია "ტვიტერით".
მიზეზი ისაა, რომ "რომაში" კორონავირუსით ედინ ჯეკო, ლორენცო პელეგრინი, დავიდე სანტონი, ფედერიკო ფასიო და მარაშ კუმბულა დაინფიცირდნენ. თავად მხითარიანს კორონავირუსი არ დაუდგინდა, მაგრამ კარანტინში იმყოფება და ეროვნულ გუნდში არ გამოიძახეს.
სერია A-ს უკანასკნელ ტურში მან გენუაში "ჯენოასთან" მოგებულ მატჩში (3:1) ჰეთ-თრიკი შეასრულა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურში სომხეთს 15 ნოემბერს უმასპინძლებს.