ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
მე წინა კომენტარებში ვწერდი რომ თუ ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებდა მაკედონელთა შანსები იზრდებოდა 80-85 პროცენტი, კიდევ ვწერდი რომ ვაისს ნაკრებში ყავს თავისი ლუბიმჩიკები ოქრიაშვილი ყაზაიშვილი კაშია, არ გამოიყვანა მინდორზე ხოჭოლავა და სწრაფი ფეხბურთელები დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე, ახლა პრესკონფერენციაზე პასუხობს კითხვაზე თუ რატომ გააკეთა ცვლილება ბოლო წუთებზე, სათადარიგო ფეხბურთელების ხარისხი დაბალი ყოფილა, მაშინ საერთოდ რა უნდა ასეთი გუნდის მწვრთნელად მე მაგალითად მას სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ მთავარ მწვრთნელდ აღარ დავნიშნავდი, თუ მიდის ეხლავე ჯობია წავიდეს და სომხეთთან და ესტონეთთა დროებით სჯობია გეგუჩაძემ გინდ ჭიაბრიშვილმა ან ნემსაძემ გაიყვანოს გუნდი ისინი ამ ორ თამაშის დადებით შედეგს დადობენ დარწმუნებული ვარ ვიდრე დამარცხებული ვაისი
ბეღურა
13 ნოემბერი 2020 13:20
2
ობიექტურად რომ შევაფასოთ როცა ყველაზე ნაკლებად გვინდოდა პრობლემები მაშნ მოგვაწვა ყველა პრობლემა ერთად ვისიც ყველაზე მეტად გვეიმედებოდა ზუსტად ის ფეხბურთელები დაგვაკლდნენ ფინალზე ვისიც არ გვეიმედებოდა მაგრამ გვინდოდა რო ყოფილიყვნენ ისინიც დაგვაკლდნენ ფინალზე ასეთ მნიშვნელოვან თამაში როცა ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდება ქომაგობა მაშინ არ დაუშვეს მაყურებელი და ლოგიკური შედეგიც დადგაა სამწუხაროდ გუშინდელ მატჩში მაკედონის ნაკრები უკეთესი გუნდი აღმჩნდა საქართველოზე იმ პრობლემების ფონზე რაც ქონდა საქართველოს ნაკრებს უკეთეს დონეზე მოთამაშე ფებურთელები ჰყავთ 6-7 კაცი ტოპ ლიგებში სპორტინგი უდინეზე ნაპოლი გენუა ლეედსი და ეგეთი გუნდები და ჩვენნ?? ასევე თამაშობენ ძალიან გამოცდილი მაღალი კლასის ფეხბურტელი ჰყავთ და მათ თამაში უფრო იგრძნობოდა გუშინ კლასი ვიდრე ჩვენსაში ჩემი აზრით ეს იყო ერთ ერთი ყველაზე ცუდი თამაში და ისიც დავინახე რომ რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრების არ არის სანაკრებო დონის მოთამაშე და აღარ უნდა იყვნენ ნაკრებში.
ზურა
13 ნოემბერი 2020 13:10
1
ბიჭებო, არ გქონიათ თქვენ საკუთარ თავთან პასუხისმგებლობის გრძნობაც კი , საკუთარ ნაშრომს დაანეხვეთ თვითონვე, და აქ ხალხისა, ქვეყნისა და ერისათვის რა უნდა მოგთხოვოთ?
ასეთი მატჩის წინ თითო კილო არახისი ან მუხუდო რომ გეჭამათ ( არ გადის დოპინგში არცერთი)და მყესების დაწყვეტამდის გერბინათ, ეს უნდა გექნათ, თუნდაც საკაცეებით გასატანი გამხდარიყავით.
მაგრამ არის მეორე მხარეც- 7 საათი შეუჩერებლად სირბილიც არ შველის მორალური და ფსიქიკურ მოუწესრიგებლობას, აი აქ კი 100 კილო მუხუდო არ გიშველიდათ, არა ხართ თქვენ ფინალურ სტადიაზე მოგების შემნარჩუნებლები და ეს არაერთხელ გამოჩნდნა როდესაც მოგებულ მატჩებს ფრედ ამთავრებთ.
ისე კი მეტმა ნაწილმა თვითონვე რომ თქვათ უარი ნაკრებში მონაწილეობაზე, ეს უფრო მეტი გმირობა იქნება ვიდრე მომავალი მატჩების მოგება.
იმედია დღეს -ხვალ 10-15-მდე ფეხბურთელი 26 წლსი ზემოთ ვინც არიან,ივაჟკაცებს და განაცხადებს უარს ქვეყნის ნაკრებს წარმოადგენდეს რითაც გზას დაუთმობს ეროვნული ჩემპიონატის ღირსეულ ბიჭებს 1500 ლარიანი ხელფასის გამო რომ სრულიად იხარჯებაინ მინდორზე.
kakoie
13 ნოემბერი 2020 13:00
3
ალიოსკის ჰქონდა თუ არა თამაშის უფლება ვინმემ განმარტოს რაა ვინც ერკვევა. ამდენი პროფესორიდან ნუთუ არავინ იცის?
კახა
13 ნოემბერი 2020 12:29
0
აუ ეს ხავს მოკიდება აღარ გამიგია. ჰქონდა ჰქონდა.
დინამო
13 ნოემბერი 2020 12:59
0
ივანიშვილმა პირდაპირ თქვა რა ევროპა და ხარჯებიო,ამის შემდეგ აზიის ტოტალიზატორში დაიდო ძალიან დიდი თანხა საქართველოს წაგებაზე,რითაც უკვე დაინტერესდა ფიფა,აქტიურად იწერება პოლონურ საიტებზე უკრაინულ საიტზე და ისრაელის სპორტულ საიტზეც ეს ფაქტი,გაბედავდნენ მსგავს რამეს ეს ენი ვითომ?
ჭორვილა
13 ნოემბერი 2020 11:47
8
რა გახდა ერთი ტესტის პასუხის გაყალებება(კვარაცხელია) თქვე შობელძაღლებო ამხელა არჩევნები გააყალბეთ და...
ამირანი
13 ნოემბერი 2020 11:42
6
ხო და გააყალბეს კიდეც და ჩაიდეს $$
...
13 ნოემბერი 2020 16:20
1
ფედერაცია მწვრთნელებთან ერთად გადასულია საშოვარზე,გუშინ ახალგაზრდულ ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები ათამაშეს რომლებიც განაცხადშიც კი არ ხვდებიან, საინტერესოა რატომ?იმიტომ რომ საშოვარზეა მწვრთნელი გადასული და პირდაპირ იძახის ბაკრები ჩემიაო,
აკო
13 ნოემბერი 2020 11:32
2
რა უნდა ვთქვა? არც არაფერი!!! ვაისი გარტყმაში არა მწვრთნელობის!! ტელევიზორიდან რაც ჩანს, სტადიონიდანაც იგივეს არ ჩანს ეს დედააფეთქებული?! შეცვლები საჭირო იყო უკვე 60 წუთიდან მინიმუმ!!ვის უგროვებს ამ გამოუყენებელ შეცვლებს ეს კაცი ნეტა გამაგებინა?!! მწვრთნელი იმის მწვრთნელია რომ ხედავს გუნდი მოკვდა სტადიონზე ცვლილებები უნდა შეიტანოს ან გადააწყოს თამაში!!! 30წუთს მაგისდედავატირე 110 კილო ვარ და მე ვირბენდი ბოლობოლო როგორმე, არამცთუ ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალიზმზე აქვს პრეტენზია და ფეხბურთელი ქვია!!! ბიჭებს კი ის ჯიგარი არ ქონდათ რაც საჭირო იყო ვისაც ქონდა ჯიგარი ენაგადმოგდეული დარბოდა სტადიონის ყველა წერტილში, შესაბამისად დამსახურებულადაც მოიგეს!!! (ერთ ორ კაცის თამაშზე არ მაქვს საუბარი გუნდზე ვლაპარაკობ მთლიანად)
ლერი
13 ნოემბერი 2020 11:28
1
ის რაც დავწერე , იმის არ გამოქვეყნებით , ლუსტრაციას უკეთებთ საკუთრ თავს , რომ მხოლოდ სეირის მაყურებლები ხართ და არაფრით არ ჯობიხართ იმ ადამიანებს ვისაც აქ გამწარებული ხალხი აკრიტიკებს . ერთი ჟურნალისტური გამოძიება თუ მაინც ჩაგიტარებიათ , ვინ დგას რეალურად ფეხბურთის უკან და რომელი ქვეყნის დედაქალაქიდან მართავენ სიტუაციას ფეხბურთში დაინტერესებული პირები . ტოტალიზატორმა და მაფიამ წალეკა ფეხბურთი , განსაკუთრებით ჩვენი დონის ქვეყნებში . თქვენც გხვდებათ თითო ლუკმა სავარაუდოთ , აბა რაღაცით ხომ უნდა იარსებოთ ))
ATP 16
13 ნოემბერი 2020 11:15
2
რითია კალაძეს წირპლიანი შვილი სხვების შვილზე უკეთესი თვალებში რომ გვაფურთხეს ალაძემ და კობიაშვილმა თავიანთი ოჯახების მიყვანით
ჯიჯი
13 ნოემბერი 2020 11:07
4

სიახლეები პოპულარული