ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
ქართული მხრიდან ყველაფერი გაკეთდა რომ მაკედონიას მოეგო, დამატებული უაზრო, უემოციო, მშიშარა და შეიძლება გამყიდველიც ვაისი
A
13 ნოემბერი 2020 07:02
1
შემოიყარა თეორიები რომ ვაისს თურმე დიდი ფული გადაუხადეს. ლოგიკურია - მწვრთნელი რომელმაც საქართველოს ნაკრები აქცია შეკრულ გუნდად რომელმაც აქამდე მოიყვანა საქართველოს ნაკრები, ვისაც არ უნდა მივაწეროთ მისი წარმატება გიორგი ჩაკვეტაძეს თუ სხვებს, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მისი გადაწყვეტილებებით ხდებოდა ეს ყველაფერი, მისი კარნახით და მისი იდეოლოგიით - და ვინ დაიჯერებს იმას რომ მან დააყენა ის გუნდი რომელიც გამოსვლის თანავე განწირული იყო მწარე მარცხისთვის, ეს ხომ ყველამ იცოდა როგორც კი შემადგენლობა ვნახეთ. მე არ მჯერა იმის რომ ვაისი უბრალოდ დებილია, შეუძლებელია იგი იყოს დებილი როცა ასეთი შედეგები აქვს. ვნახეთ მაკედონიის თამაშებიც და ვიცოდით რა გუნდიც ყავდათ - ეს შეუძლებელია უბრალოდ ყოფილიყო მისი რაციონალური გადაწყვეტილება. იგი ან გაიყიდა, ან აიძულეს რომ ეს შემადგენლობა გამოეყვანა, ან დებილია რომელიც უბრალოდ გამორიცხულია - სხვა რამეშია საქმე, ჩემი ვარაუდით ეს არის ღალატი, ისევ გვიღალატეს, ვაისი უბრალოდ აისბერგის წყლის ზედა ნაწილია, ხოლო აი რა ხდება წყლის ქვემოთ ეს უნდა გამოიძიონ!!! ეს ნაკრები რაც ჩვენ ვნახეთ, 10 ჯერ რო ათამაშო მაკედონიასთან 6-ს წააგებს და 4-ს ფრეს ითამაშებს. როგორ გინდა გაიტანო გოლი როცა მეზარბაზნეები არ გყავს, გაარკვიეთ ვინ გვიღალატა და დაალპეთ ციხეში. იმედია მთავრობა და ფედერაცია არაა გახვეული, მაგრამ გამორიცხული არაა... ფული ჯოჯოხეთს ანათებსო. ამდენი დამთხვევა და წინააღმდეგობა შეუძლებელია, ვაისმა და ვიღაც სხვებმა მოგვპარეს ეს შესაძლებლობა, ასეთ წაგებას ბელარუსთან გავარდნა ჯობდა. ამაზეა ნათქვამი წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო... :)
კორუმპირებული ვაისი
13 ნოემბერი 2020 06:40
4
აქ ზოგი ნაცია ან ზოგი ქოცია. არ გვინდა ამის პოლიტიზირება, ისეთი განცდა მიჩნდება კომენტარების წაკითხვისას რომ ყველა ერთ აზრზე ვართ, ყველა ვისაც ფეხბურთი ესმის თუ არ ესმის ის ელემენტარული შეცდომები დაინახა. ეს თამაში ძალიან საეჭვოა, ეს შემადგენლობა ძალიან საეჭვოა რატომ ყველაფერი ყველაფერს მიყვა. ისეთი გრძნობა მეუფლება რომ ეს თამაში გაყიდული იყო, ხოლო ვინ გაყიდა ეგაა საკითხავი. ვაისი რომელიც იძახოდა რომ მიდიოდა საქართველოდან მანამდეც, არაა გამორიცხული რომ უბრალოდ დიდი თანხა აიღო იმაში რომ უბრალოდ ის წყობა დაელაგებინა რომელიც ზუსტად იცოდა რო ვერ მოიგებდა და ცვლილებებიც თავის სტილში გაეკეთებინა რომ ეჭვი არავის აეღო. ფეხბურთელების დადანაშაულებას ნუ დავიწყებთ, ვაღიაროთ რო ეს ნაკრები რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ ეს არ იყო ის ნაკრები რომელიც თუნდაც ესტონეთს, ლატვიას ან ვინც იქ ჩარჩა შარშან იმათ მოუგებდა. აი უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება ის ფაქტები რაც ერთმანეთს უბრალოდ დაემთხვა. კვარაცხელია, შენგელიას კორონა, შემადგენლობა, უმაყურებლოდ ჩატარება, ცვლილებები ბოლო წუთებზე, კარგით რა უბრალოდ არ მჯერა იმისი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა, შეუძლებელია, ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული. ფედერაციას ვერ დავაბრალებ გაყიდაო მაგრამ ვერც ვიტყვი რო არ გაუყიდიათქო. საეჭვო კაცია ეს ვაისი - და სხვათაშორის იუგოსლავიელი და თან საკმაოდ ასაკიანიც რომლის მენტალიტეტში საერთოდ არაა გამორიცხული რომ ფული აეღო. ეს საქმე გამოსაძიებელია აუცილებლად და თუ ეს არ გამოიძიეს საფუძვლიანად მაშინ უკვე რაღაცა ძალიან საეჭვოა. არ მინდა გაპოლიტიზირება არ მომწონს არც ნაცები თავისი სატელიტებით ვითომ ოპოზიცია და არც ქოცები, მაგრამ კორუფციის სუნი ასდის ამ ყველაფერს. ეს მატჩი ასე არ უნდა წაგვეგო, როცა თითქმის ყველა ბუკმეიკერი ან ფრეს ვარაუდობდა ან საქართველოს გასვლა, უბრალოდ შეუძლებელია. ამჟამინდელი ფაქტების ცოდნით რაც ვიცი ეს ვაისის ბრალია და უნდა გამოიძიოს. მე უბრალოდ ვერ დავიჯერებ ეს ყველაფერი ერთმანეთს როგორ დაემთხვა, ზურიკო რომელიც კვარას ღირსეულად ჩაანაცვლებდა სულ რაღაც 5 წუთით შემოიყვანა. განა საეჭვო არ არის ის როცა ხედავ რო ყაზაიშვილი და გვილია ცდილობენ მაგრამ არ გამოსდით ოდნავადაც კი და თამაშის ბოლოს გაგყავს და ვინ გინდა დამაჯეროს რო ვაისმა აქამდე მიიყვანა საქართველო და ეხა ესეთი ელემენტარული შეცდომა დაუშვა, იმაზე აღარ ვიძახი რო ზოგადად დააყენა ეგ ცალკე საკითხია. კაროჩე გაგვყიდეს რა, ვაისი დებილი არ არის, ამაზე ფაქტები მიგვითითებს, ის უბრალოდ კორუმპირებულია. მწვრთნელმა რომელმაც თავისი ქვეყანა მსოფლიოზე გაიყვანა გინდათ დავიჯერო რო ასეთ შეცდომას დაუშვებდა ასეთ მატჩში არ ვიცი რა, თუ მეჩვენება კიდე რამე რავიცი შეიძლება უვრალოდ შოკში ვარ დღევანდელი დღით.
Nik
13 ნოემბერი 2020 06:10
3
Poloneti-makedonia romelic itvleba europis shesarchevi jgufis tamashad alioskis yviteli. Amis shemdeg Kosovostanac miigo yviteli, da aq neta is wesebi ar mokmedebs 2 yvitelze ro shemdeg tamashs toveb? Tu asea unda gavaprotestot, da iqneba movparot pandevs europa magis ...
2 yviteli barati zedized
13 ნოემბერი 2020 03:50
2
ბოლო ფორმულირება რეალობისგან შორსაა, რას ქვია ყველაზე უარესი თამაში, სხვა როდის ითამაშა მაღალ დონეზე? მაკედონიამ პირწმინდად დაგვჯაბნა, რაც მოსალოდნელიც იყო წინა თამაშების ფონზე- 10 კაცით დარჩენილებმა მიგვაჯაჭვეს საჯარიმოს და გავითანაბრეს, მეტი ამ ბიჭებს არ შეუძლიად, სლოვაკებთან ახალგაზრდებმა კი მოიგეს, მე ვთლი გამართლებით, მაგრამ პოტენცია არ ჩანდა, ძალიან უსუსური თამაში იყო, თუ ხიზანას გონია რომ თამაშით მოიგო- ძალიან უბანავია მორევში და მოსახნელია სასწრაფოდ... საქართველოში ფეხბურთი მკვდარია, გაცოცხლება კი ბავშვებიდან არის დასაწყები უცხოელი მწვრთნელების და ფსიქოლოგების დახმარებით,
გუსანი
13 ნოემბერი 2020 03:29
3
Ezgjan Alioski-ს მესამე ყვითელი ჰქონდა მიღებული და არ ჰქონდა ამ თამაშში მონაწილეობის უფლება ჩვენ მოგება გვეკუთვნის 3-0.
vaja
13 ნოემბერი 2020 02:50
5
ვაისს ფედერაცია უნდა მიყვეს
Io
13 ნოემბერი 2020 02:44
1
მაკედონიის დონის ნაკრებს კი უნდა ვუგებდეთ. ევროპის ჩემპიონატისთვის არ ვართ მზად. ერთი 5 კაცი შესაცვლელია. ახალგაზრდებია მოსაყვანი. ჩაკვეტაძის წყალობით მოვედით აქამდე, მწვრთნელის დამსახურება მინიმალური იყო.ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე გუნდი შეტევაში ნულია.
გია
13 ნოემბერი 2020 02:36
0
პროსტა რატო??? ეს კითხვა არ მასვენებს ხო ცხადია რომ თავიდანვე ხელის შეწყობის მაგივრად ხელის შეშლაზე იყო მთავრობა გადასული... ავტობუს რო დახვდნენ ხალხი იქ არ გავრცელდებოდა ეპიდემია და სტადიონზე გავრცელდებოდა? ამ ვაისის სქემა და ლუბიმჩიკობაზე ბევრი დაიწერა ასიდან 99 არ ათამაშებდა ასეთი დონის თამაშს უთამაშებელ კაცს... კაშია ვაკო პაპუნა.. ამას დამატებული კვარაცხელიას საკითხიც.. რატო რა მიზეზით გაწირეს ქართული ფეხბურთი ის გამაგებინონ
სანდრო
13 ნოემბერი 2020 02:11
1
2017-2018 წლის სეზონის მონაცემებით http://www.european-football-statistics.co.uk/attn.htm

ჩრდილოეთ მაკედონიაში ფეხბურთის მატჩს ესწრება საშუალოდ 992 მაყურებელი, მოსახლეობაა 2,077,132.

საქართველოში ფეხბურთის მატჩს ესწრება საშუალოდ 392 მაყურებელი, მოსახლეობაა 3,716,858
გრიგოლი
13 ნოემბერი 2020 02:06
0

სიახლეები პოპულარული