ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
ეს გლახუნა მოაშორეთ რა
ნიკა
13 ნოემბერი 2020 00:36
1
2 ჟკუასუასუსტი ქოც-ი -დ ა ე გ დ ე თ მაგ ურუსეთში ... ჩვეულებრივ ა ზ ზ რ ზ ე არა ხართ,ა ზ ზ რ ზ ე და გველის შხამიანებივით ხართ.- ნაც-ები კი არა -ე რ ი დაგითვლით 300 მილიანი სად წაიღო თქვენმა მოყვანილმა - ,,ხელისუფლებამ,, მ ა რ ტ ო ფეხბურთიდან და როგორი ,,ოქროს სარაები,, აიშენეს და სად !- ჯერ -ჯერობით გფარველობთ თქვენი პუტკინი - ვაჭრების ხელისუფლებას, მაგრამ ერი ასე დიდხანნს ვ ე რ აგიტანთ! - სპორტის განვითარება, რომ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება- განმტკიცებაზეა დამოკიდებული-ა რ იცით ,თუ არ გესმით ?! - გამობრუსებულებო!- ,,ა შ ე ნ ე ბ თ,, ხომ -2012 წლიდან -საქართველოს თქვენუ მოკლე ჭკუით და ცბიერი ბუნებით?!
გლახუნა
13 ნოემბერი 2020 03:40
9
გეთანხმები მაგრამ ეგ წურბელა ეგრე ადვილი მისაშორებელი გგონია?
დავით 67
13 ნოემბერი 2020 01:27
2
ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები გვყვავს, კვარა და ჩაკვე არიან ცოდონი, ევროპაზე თამაში ტრამპლინი იქნებოდა მაგათთვის
მამუკა
13 ნოემბერი 2020 00:35
0
სამწუხაროდ ესაა ჩვენი ნაკრები ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე, არც სისწრაფე არც ტექნიკა, ამ პრობლემას ვერც მაყურებელი ვერც ფედერაცია და ვერც მწვრთნელი ვერ უშველიდა. კვარაცხელიას გამოკლების მერე მე პირადად მხოლოდ რაღაც საწაულის იმედზე ვიყავი... არადა როგორ ველოდებოდით ამ თამაშს.
alex
13 ნოემბერი 2020 00:34
2
ასეთი იმედგაცრუებული ცხოვრების მანძილზე არ ვყოფილვარ. გუშინ კვარაცხელიას და შენგელიას ამბავი რომ გავიგე, ელდა მეცა, იმედი შემერყა. მაგრამ ვიფიქრე, ჩაკვეს, კიტეიშვილის, კვარას მაგივრადაც თავს შეაკლავენ თქო. სამწუხაროდ ომი ვერ ვნახე, პატარა ბრძოლა იყო. მაგრამ არ ყოფილა არცერთი მომენტი, რომ გეთქვა - ნახე, თავი შეაკლაო. ან გადაიწვენ თამაშამდე, ან... არც არაფერი. საერთოდ თამაში არ იციან, ამას ხომ ვერ დაწერ. მაკედონიაა სასწაული გუნდი, ესეც ტყუილია. 5 ტაიმი ვაჯობეთ. თუმცა მთავარი, ბოლო, მე-6 ტაიმში, როცა ყველაფერი წყდებოდა მაშინ დაგვჩაგრეს. ასე რომ, ჩემი აზრით, ვერ გაუძლეს დაძაბულობას. და ამ დროს იყო საჭირო ეგრძნოთ მხარდაჭერა! აი აქ იყო საჭირო ტრიბუნებზე ხალხი. აი მაშინ შემოვატრიალებდით თამაშს. ერთი ვერ გავიგე, ეს მსუქანი ქალი რატომ უნდა წყვეტდეს გულშემატკივრის თამაშზე დაშვება არ დაშვების საკითხს? ა? გინდ პრემიერის მოადგილე იყავი, გინდ მინისტრი და გინდ დამლაგებელი. შენი უვიცობის გამო წაგებულია ეს ფინალი. მე თუ მკითხავთ, გუნდი კი არ უნდა დაიშალოს (რასაც ზევით წერს მრავალი), ვაისის წასვლა კი არ უნდა მოვითხოვოთ (ის ისედაც მიდის, გარკვევით თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე), კობიაშვილის გადადგომა კი არ უშველის საქმეს, ეს მსუქანი უნდა გადადგეს მინისტრის პოსტიდან. გთხოვთ დაბეჭდოთ. ხელს ვაწერ: ალექსანდრე ფაჩუაშვილი.
alexandre
13 ნოემბერი 2020 00:33
3
რუბინმა დაწერა კვარა რომ გამოვუშვით კოვიდი არ ჰქონიაო და ეგ როგორ????????????????????????????? რასაც ვფიქრობ თუ ესეა ჩასაქოლები ხომ ხართ და მასეც იქნება სად წახვალთ,,,,,,,,,,,,,
???????????????
13 ნოემბერი 2020 00:33
4
ერთადერთხელ ცხადაძის ხელში ვნახე რომ ნაკრები ბურთს აგორავებდა და კობის და კალაძის ბოღმის გამო და ვაისზე ფული რომ ეკეთებიათ გაუშვეს და მაშინ რომ ხმა არ ამოიღეთ ფეხბურთის მცოდნეებო ვედრო ლარად რომ ყრიხართ. აქ მანამდე ფედერაციის არჩევნებზე რომ ბიჭები დაიჭირეს და ისე მოიგეს და არც მაშინ ამოიღეთ ხმა და ეხლა ყველა პროფესორი გახდით უცებ. ეგრე იქნება სულ სანამ უსამართლობაზე დახუჭავთ თვალს. ეხლაც გაგიყალბეს არჩევნები და ისევ არ ამოიღოთ ხმა და მერე ქვეყანა რომ წააგებს დამნაშავეს სარკეში დაინახავთ
Martali
13 ნოემბერი 2020 00:31
5
ფაქტია რომ ბიჭებმა ვერ ითამაშეს, მწვრთნელმა დაუშვა შეცდომები თანაც სერიოზული, მეორე ტაიმი სრულად უნდა ეთამაშა აუცილებლად დავითაშვილს, პაპუნაშვილს და მიქელთაძეს!
...
13 ნოემბერი 2020 00:30
0
უნდა ნახით ფედერაციის მესვეურების ხელფასები რომელიც გამოაქვეყნა ერთ ერთმა ორგანიზაციამ..კობიაშვილი 12000-ლარი,მუჯირი 10000-ლარი,ვინმე ჭუმბურიძე 11500-ლარი და საინტერესოა ბოლო სამი თვე დანამატის სახით 29000-ლარი მიიღო,ჯღარკავა 9500-ლარი,,რატომ და რაში იღებენ ასეთ ხელფასებს თანაც ჩვენი ჯიბიდან გადახდილს,,კიდევ ერთი კობიაშვილი როგორც პარლამენტარი ყოველთვე იღებს 6300-ლარს,ეს არის სწორედ სულში ჩაფურთხება,ამ დროს ჯალაძე თავისი შვილით იყო წარმოდგენილი თამაშზე
ჯიჯი
13 ნოემბერი 2020 00:28
1
რასაც კობი იღებს თვეში იგივეს იღებს 60 პენსიონერი ერთად აღებული. ჟვანია რასაც იღებს იგივეს იღებს 120 პენსიონერი და თვე იმყოფინეთო ეუბნებიან ხმა ამოიღეთ ხალხო უსამართლობაზე რაც ქვეყანაშია და ეს დღეს არ მომხდარა წლებია უკვე ასეა
Martali
13 ნოემბერი 2020 01:03
1
პირველ რიგში, ბოდიში და დიდ ქვეშა@ვიობა იყო კალაძის და კობის მხრიდან მაყურებლების პოზიციის არ დაცვა, საწყენია ,რომ ვერ მიხვდნენ რა მოყვებოდა წაგებას, ანუ სამართლიანი ძალიან დიდი უკმაყოფილება და გაღიზიანება ხალხში, რაც ისევ მათ მოუბრუნდებათ . ეს ისეთი თამაში იყო თუნდაც 10 000 კაცის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. თითქოს ისე ჩანს ,რომ მთავრობამ დაიკიდა და ვერ განსაზღვრა რამხელა სპორტული, მორალური თუ პოლიტიკური მნიშვნელობის თამაში იყო, რაც მართლა გასაკვირია, პირველ რიგში კალაძის მხრიდან, რომელიც პარტიაში წონადი ფიგურაა.
ვაისი კი ძაან მშიშარა და უნიათო მწვრთნელია, რამდენი ერთი შეცდომა ჩამოვთვალო : პირველი კაშიას დაყენება, ხოჭოლავა უნდა მდგარიყო უეჭველი, მეორე თუ გახსოვთ ტაბიძე მარცხნივ რამდენჯერაც დადგა ძალიან მაგრად ითამაშა და დვალმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, თუნდაც საგოლე პასის დროს ეგ ჩარჩა , თორე ალბათ ოფსაიდი იქნებოდა... ყაზაიშვილის და გვილიას არ შეცვლა მაქსიმუმ მე-60-ე წუთისთვის, მათ მაგივრად საბა ლობჟანიძე ფლანგზე და რათქმა უნდა ზუკა დავითაშვილი, ორივე სწრაფები, მომტყუებლები, ვაისმა კი 1,5 წლის უთამაშებელი
პაპუნაშვილი შემოიყვანა, ისიც 82 -წუთზე და ზურიკი საერ\თოდ 92-ზე შემოიყვანა... სრული აბსურდი, ჩასვრა და დილეტანტიზმი მწვრთნელის მხრიდან.
მაკედონიის მწვრთნელმა პირველი ტაიმის მერე გაგვშიფრა და ფეხი ვერ გავანძრიეთ, მთელი მეორე ტაიმი...
ნამდვილად არ მინდა ნაცებმა ქულები დაიწერონ ამ სიტუაციით, მაგრამ პირველ რიგში კალაძემ დიდი მინუსი დაუწერა თავის თავსაც და მთლიანად ქვეყანას :(( გული მტკივა და მართლა ცუდად ვარ, ამ ყველაფრის გამო !!!
iolasha
13 ნოემბერი 2020 00:23
1
სრულად გეთანხმები ამას ნორმალური მწვრთნელი იზამდა? თან გუშინ კვარა და შენგელია მოქისტეს...რაღაცაშია საქმე მაგრამ ვინაა ამის გამომძიებელი
!!
13 ნოემბერი 2020 01:27
0
საგინებელია კი არა დასამხობი გაქვთ თავზე ყველაფერი მაგრამ თქვენმა დედებმა რა დააშავეს თქვენნაირი შვილები რომ ყავთ საერთოდ ნუ გამოჩნდებით წადით სადმე კოლექტიური სუიციდი ჩაიდინეთ უსუსურები და უნამუსოები ხართ კობიაშვილით და ვაისით დაწყებული ზამენის ბოლო ფეხბურთელის ჩათვლით...
912
13 ნოემბერი 2020 00:23
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული