"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, მაკედონიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი
გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს," - წერს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ მაკედონიასთან ფინალური მატჩი 0:1 წააგო და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ შეძლო.


მკითხველის კომენტარები / 41 /
არ მგონია ამ კომენტარს ნიკა კითხულობდეს, მაინც უნდა დავწერო. მაკედონიასთან მართლა საუკეთესო იყო, მაგრამ გუშინ რას გავდა მისი თამაში, გოლის მომენტში სომეხ ფეხბურთელს უბრალოდ მოყვებოდა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ძალით თამაშობდა. არ შეიძლება ასე, უნდა შეეძლოს ფეხბურთელს ყოველი თამაშის წინ მოტივაციის შექმნა, რაც არ უნდა რთული მდგომარეობა იყოს.
გუგა
16 ნოემბერი 2020 15:03
0
თუ ვინმემ ითამაშა მაკედონიასთან ეს ნიკა კვეკვესკირი იყო.
ნიკა რეალურად გუნდის ხერხემალია.
ნიკა აუცილებლად უნდა იყოს საართველოს მომავლის გუნდში.
კოტე
15 ნოემბერი 2020 10:53
3
მიკვირს;ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ზოგჯერ საოცრებებს აკეთებენ,ნაკრებში ძაან იშვიათად,თითქოს ეშინიათ გაბრწყინების.რომც დაგავალოს მწვრთნელმა,მეკარეს უგორე ბურთიო,მოგება თუ გინდა,თავზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა და გოლის გატანა უნდა მოინდომო,როგორც საკლუბო გუნდში აკეთებ.ისე კი არ უნდა დაარტყა,ბურთი ყველას და ყველაფერს რომ აცდეს,ან მეტოქის მეკარეს რომ არაფერი ეტკინოს,თითქოს რომ ამაზე ზრუნავდე.
თამაზ
15 ნოემბერი 2020 04:53
0
უგულშემატკივრო სტადიონიო რომ ვიძახით,სტუმრად რომ გვეთამაშა,გამოდის,მოგება არ უნდა გვეცადა?მაკედონიელები კი თავიდანვე იძახდნენ,საქართველოში მოვიგებთო.მიზეზებს სხვაგან ნუ ვეძებთ.
თამაზ
15 ნოემბერი 2020 04:37
1
ეს თუ შენი დაწერილია ვითომ ფეხბურთელობით ძვირფას დროს რატომ კარგავ.
me
15 ნოემბერი 2020 02:11
4
Usindiso xelisuplieba da pederacia gvyavs mogvshordit yvela tqve garewaro unamusoebo mecodebian rs biwebic mara amdenxniani siyvarulis gulshematkivrobis shemdeg nutu es iyo mati maqsimumi nutu vcdebodit shokshi var tavi jer kidev sizmarshi mgonia es ra xdeba ra mogvivida netav gamegvidzebodes
Qomagi
15 ნოემბერი 2020 01:31
1
მე მჯერა რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მინიმუმ საშუალო ევროპული დონის გუნდად ჩამოყალიბებისთვის, უბრალოდ ამ ფედერაციის ბიუჯეტის ჭამა და ხვრა ვერადავერ დამთავრდა უკვე წლებია, კორუფცია და ნეპოტიზმი პიკშია. შეხედეთ რა გუნდები თამაშობენ ხოლმე მსოფლიო-ევროპაზე მართლა 11 ,,შეშა'' ყავთ ხოლმე მოედანზე გაყვანილი მწვრთნელებს, მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც მაკედონია, 9 შეშა და 2 ფეხბურთელი გვეთამაშებოდა და ზუსტად იმ ორი ფეხბურთელის კომბინაციით მოგვიგეს.
თუ რაიმეს მიღწევა გვინდა ჯერ საქმის მკეთებელი ფედერაცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და ეს ,,კალა-კობის'' საძმო უნდა დაგვემშვიდობოს ძალიან სუსტი მენეჯმენტია, კობიაშვილი ტყუილად სწავლობდა ჰერტაში...
ემიგრანტი
15 ნოემბერი 2020 00:51
3
მე მჯერა ბიჭებო, თქვენი!
შაკო
14 ნოემბერი 2020 22:53
4
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს არანაირი პატრიოტიზმი არ გააჩნიათ
lechxumeli
14 ნოემბერი 2020 21:48
10
არც ილიოსკის და არც მეკარეს ამ თამაშის უფლება არ ჰქონდათ და მაინც ითამაშეს, ორივეს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ წითელ ყვითელი ბარათის გამო. ანულირებული არ ყოფილა... ფედერაციას სძინავს კაიფშია ჟურნალისტებმა მაინც ამოიღეთ ხმა?
giorgi
14 ნოემბერი 2020 21:41
4
ეს იყო D ლიგის ფინალი. ალიოსკისაც და მეკარესაც დისკვალიფიკაცია მიმდინარე ცე ლიგის ტურნირზე აქვთ.
ტარასა
15 ნოემბერი 2020 01:22
0

სიახლეები პოპულარული