კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ორივე თამაშის მოგება შეიძლებოდა იმ მოთამაშეებითაც კი, რომლებიც ვაისის განკარგულებაში იყვნენ.
ქ. გ.
16 ნოემბერი 2020 06:09
6
ასეთ გავარანებულ მდგომარეობაში ქართული ფეხბურთი რომ არასდროს ყოფილა ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ერთი ცალკე აღებული ცვლილებით მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. ერთი მარტივი შედარება: წარმოიდგინეთ მანქანა, რომელიც დანგრეულ გზაზე მიდის და მას ნასვამი ადამიანი მართავს. ასეთ მანქანაში მგზავრობა არც სასიამოვნო და არც უსაფრთხო იქნება. ვინმემ რომ შემოგთავაზოთ, რომ მოდით ახალი, კარგი საბურავები დავაყენოთო, რაციონალური ადამიანი ამას სერიოზულად არ მიიღებს. გამოსავალი კი არის ის რომ გამოჩნდეს სახელმწიფო, რომელიც გზას დააგებს და გამოიცვალოს მძღოლი, რომელიც იქნება გამოცდილი მძღოლი და რაც მთავარია ფხიზელი. ფეხბურთის შემთხვევაშიც ანალოგიურია - საჭიროა რომ შეირჩეს ფედერაციის ისეთ მმართველობა რომელიც იქნება კომპეტენტური და წესიერი და აირჩევა გამჭვირვალედ და თავისუფლად და რომელიც იქნება ანგარიშვალდებული გულშემატკივართან და არა ერთ ცალკე აღებულ პირთან. ასევე საჭიროა სახელმწიფო, რომელიც თავის წვლილს შეიტანს შესაბამისი ინფრასტრუქტურის (იქნება ის ფიზიკური ინფრასტრუქტურა თუ ორგანიზაციული მხარდაჭერა) შექმნაში. საჭიროა რადიკალური და კომპლექსური ცვლილებები (და არა ნაკრების მწვრთნელის გამოცვლაზე ფიქრი ან თუნდაც ნაკრებზე ფიქრი). საჭიროა მთლიანად ქართულ ფეხბურთზე და მის განვითარებაზე ფიქრი.
Group hug
16 ნოემბერი 2020 05:17
0
ხო ჩაწყობილ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელების თავდებში დადგომა არ დაგავიწყდეს რო დასაჭერი ხალხი არ დაეჭირთ, ნეტა რატო???
ზორო
16 ნოემბერი 2020 08:12
1
ასეთ ცუდ დღეში ქართული ფეხბურთი არასოდეს ყოფილა თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე, ამაზე მეტი ფსკერი უბრალოდ არ არსებობს. ამათი ფსევდოთამაშის ყურება ფეხბურთს შეგაზიზღებს.
giorgi3
16 ნოემბერი 2020 02:59
3
35 ცლის ვარ და 1000 ლარს გამოვალ ტუ გრიგალავაზე უკეტესი ფეხბურტი არ ვიტამასო ტექნიკურადაც და სწრაფადაც!
KOSTAKURTA
16 ნოემბერი 2020 02:49
5
ის დრო მოვიდა ჩაკვეს, კვარას, კიტეს, ზურიკოს, პაპუნას, ბუდუს, ხოჭოლავას, კაკაბაძის, ლობჟანიძის, ტაბიძის, შენგელიას, აბურჯანიას, ქვილითაიას და ვაკოს ღერძზე უნდა დაკომპლექტდეს შემადგენლობა და ჩვენი ოქრი, კანკავა, კვეკვე, კაშია, გვილია, ანანიძე, ლორია, დვალი, ლობჯანიძე, კაჭარავა, დაუშვილი და ასე შემდეგ... ნაკრების სკამს და მთლიან შემადგენლობას ავსებდნენ.
ეს არის ერთადერთი გზა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის.
რა თქმა უნდა უკეთესი მწვრთნელის (რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ახალი) პირობებში.
GSS31
16 ნოემბერი 2020 02:02
22
არ ვიცი რა დავწერო. საბა ლობჟანიძე არ უნდა ყოფილიყო სკამზე წინა შეხვედრაში. რესურს ეს კაცი არასწორად ანაწილებს. ჯიღაური, ნავალოვსკი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, გრიგალავა დღეს მაინც, არ უნდა ყოფილიყვნენ,გვილია ხომ საერთოდ შენელებული კადრი, როცა თავის ლეგიაში არაა სასტარტოში ესეიგი ვერ ქაჩავს შენ რაღას ეძალები. მე პირადად საბა ლობჟანიძეს დღეს ყველაზე მაღალ შეფასებას და სათამაშო დროს მივცემდი. შესაძლებლობების სწორად გამოყენებაა მწვრთნელობა.... სტანდარტულებში ნული.არ იგრძნობა არაფერი ამუშავებთ რამეს????
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ნოემბერი 2020 01:57
3
ისე,ესეც რა იყო?რასაც დაგვპირდნენ ჩრდილო მაკედონიელები - შეგვისრულეს,სომხები დაგვპირდნენ - შეგვისრულეს!რასაც დაგვპირდებიან მეტოქეები,ყველას თუ შევასრულებინეთ, „ძაან წინ" წავალთ.
თამაზ
16 ნოემბერი 2020 01:55
1
არ ვიცი რა დავწერო. საბა ლობჟანიძე არ უნდა ყოფილიყო სკამზე წინა შეხვედრაში. რესურს ეს კაცი არასწორად ანაწილებს. ჯიღაური, ნავალოვსკი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, გრიგალავა დღეს მაინც, არ უნდა ყოფილიყვნენ,გვილია ხომ საერთოდ შენელებული კადრი, როცა თავის ლეგიაში არაა სასტარტოში ესეიგი ვერ ქაჩავს შენ რაღას ეძალები. მე პირადად საბა ლობჟანიძეს დღეს ყველაზე მაღალ შეფასებას და სათამაშო დროს მივცემდი. შესაძლებლობების სწორად გამოყენებაა მწვრთნელობა.... სტანდარტულებში ნული.არ იგრძნობა არაფერი ამუშავებთ რამეს????
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ნოემბერი 2020 01:43
2
ჯერ იყო და ვუის გავეყარეთ და ვაისს შევეყარეთ.აწი როგორ იქნება ჩვენი საქმე?!ორჯერ დაგვიხეთქეს გულები,სამაგიეროდ,ესტონეთთან აღარ ვინერვიულებთ (დაგვინდეს აშკარად).დაცვა არ გვივარგა,არც თავდასხმა,ზონებს ვერ ვკეტავთ,პოზიციებს ვკარგავთ,მინდორზე ყველაზე მეტს ვსრიალ-ვგორავთ,ძალისმიერ თამაშში გვჩაგრავენ,მეტოქის მეკარის შეწუხებას ვერიდებით და საკუთარს ვუგორებთ მოწინააღმდეგის ნახევრიდან წამოღებულს,ისიც - უმეტესად მოწინააღმდეგეს ჩუქნის,მეტოქეს საუკეთესო პასებს მოთამაშეებიც ხშირად აძლევენ და ასე შემდეგ.მოკლედ,კიდევ კარგად გადავრჩენილვართ.რა არის ეს?ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში ჩვენს გარდა.ნუთუ საქართველოში და ქართველებში (მანდამაინც ეროვნებით ქართველს არ ვგულისხმობ,ყველა მიყვარს და პატივს ვცემ,ვისაც საქართველო და ქართველები ნამდვილ ქართველებივით რომ უყვარს),დავანებოთ ოცდაორსა და თუნდაც თერთმეტს,ექვსი კარგი ფეხბურთელის ნახვა და მოყვანა არ შეიძლება ამ ეტაპზე?კარგ თამაშთან ერთად მეტოქის შიში და რიდი რომ არ ექნება?მხოლოდ თავის კლუბში რომ არ გამოსხამს ფრთებს?კარში დასარტყმელის დროს დაარტყას,თანაც სწორად,პასის დროს პასი გააკეთოს და ისიც ნორმალური?
თამაზ
16 ნოემბერი 2020 01:42
2
ერთი იდეა მაქვს, მწვრთნელად რომ დაინიშნოს ქართველების დუეტი, მაგ. ცხადაძე-ქეცბაია ან არველაძე-ქეცბაია ან სხვა, მგონი საინტერესო იქნებოდა, ერთმანეთს შეავსებდნენ და გამოცდილებას გაუზიარებდნენ. მინიმუმ მომავალი ხუთი წელი მაინც ერთ წრე უნდა ვიტრიალოთ და გვეცადა მაინც რამე ახალი. ერთი რამე ცალსახაა, რომ ისევ ქართველი ჯობია თორემ კუპერი და ტოპმიოლერიც მოგვინელებია და დიდად არ შეგვრგებია. და კიდევ ჩემ აზრსაც დავაფიქსირებ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ხუთი თუ რვა წლის წინ დაწყებული ფეხბურთის განვითარების პროექტის წარუმატებლობაზე. პირადად მე ვერაფერი დავინახე წინა ხელმძღვანელობის შედეგზე უკეთესი.
სახალხო ტრიბუნიდან-ცარიელ ტრიბუნამდე!
16 ნოემბერი 2020 01:41
12
არახალია, გვყავდა ეგეთი დუეტიც - ყიფიანი/ძოძუაშვილი. რომ გითხრა რესორები დაღუნესთქო, მოგატყუებ
გიორგი
16 ნოემბერი 2020 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული