კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
პატრიოტები რას ამბობენ, პატრიოტები,ფეხბურთს მისცეს,რაგბს მისცეს და რაღა დაგრჩათ ბარემ ერთიანად მოგცემენ დიდს და ეგააააააააააააააააა
მოგართვეს მაკედონიის მერე დასაყოლებლად
16 ნოემბერი 2020 00:04
2
ძირითადი შემადგენლობით ხომ იგებენ და ეხლა მეორე შემადგენლობით საერთოდ თავზე ლაფი ჩამოისხეს,წავიდეს ვაისი და გაყვნენ უკან ფედერაციის არაფრის გამკეთებელი უსაქმურები
კაპაროსი
16 ნოემბერი 2020 00:02
1
ფედერაცია!!! წადით ბიჭო წადით, თავი დაგვანებეთ, ხომ ხედავთ არ იცით ეს საქმე, დაგიშავეთ რამე, გულით ავადმყოფი გახდა გულშემატკივართა უმრავლესობა !!! ოღონდ ჯერ ბიუჯეტიდან მილიონები რომ გაქვთ დახარჯული ფეხბურთის განვითარებაზე მაგაზე გვიპასუხეთ შედეგი რა მიიღეთ და სომხეთსაც მაგდენი აქვს თუ არა დახარჯული ფეხბურთის განვითარებაზე ხალხის-ბიუჯეტის ფული?!
????
16 ნოემბერი 2020 00:01
1
გამოვიდა ქართული ნახირი , მოძოვეს ბალახი, ჩაიჯვეს და აყროლებულები გავიდნენ
მწარე სიმართლე
15 ნოემბერი 2020 23:59
2
ყველაზე ზედგამოჭრილი და მაგარი კომენტარი!
დავით 67
16 ნოემბერი 2020 00:37
1
მუჯირ ბოდიში ჩვენი ბრალია
ბოდიში მუჯირს
15 ნოემბერი 2020 23:56
4
ძროხამ იწველა, იწველა მერე ფეხი კრა და დააქცია! ასე იყო ჩვენი ნაკრების საქმე!
მწრთვნელი
15 ნოემბერი 2020 23:55
2
იცი რა მაინტერესებს? ეს კლუბებში უთამაშებელი ფეხბურთელები, მაგალითად პაპუნაშვილი და კიდე ბევრნი არიან რა დამსახურებით არიან გამოძახებულები ნაკრებში? თბილისის ლოკომოტივმა წელს ნორმალურად ითამაშა ევროტურნირებზე და ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოგეწონათ? უთხარით ხალხს რა დამსახურების მიხედვით იძახებთ ნაკრებში ხალხს?
გიორგი
15 ნოემბერი 2020 23:54
4
აი ძააან მძიმე დიაგნოზი შეიძლება დაგისვას კაცმა, ნაც სექტაზე რას გაყვირი ამათ ხელში კარგის ტ...ი გაქ მოკითხული და გძინავს
გიორგის გიორგის
16 ნოემბერი 2020 02:12
4
ლოკომოტივში ერთი ფეხბურთელი ვინ თამაშობს? მწვრთნელი ყავს ერევან არარატისგან გაფარჩაკებული და ნაცე-სექტა ხემძღვანელობა
გიორგის
16 ნოემბერი 2020 00:17
14
ყველა გამოხმაურება
უფხოები რომ ხართ, იმიტომაც გიბრუნდებათ ფორტუნა ტრაკით! ფორტუნას ფრაერები არ უყვარს!
საქრთველოს რიგითი მოქალაქე
15 ნოემბერი 2020 23:53
2
კარგი პროტესტი იქენბოა მეორე ტურში რომ კობიაშვილის წინააღმდეგ მგივეცა ხმა, მაგრამ მაინც მას მივცემთ ამიტომაც ვიმსახურებთ ამ ფსკერს სადაც ვართ )
dato
15 ნოემბერი 2020 23:52
8
ქვეყნის 40% რომ ოცნებას აძლევს ხმას (რეალურად ეგრე არის, რაც არ უნდა გაყალბებაზე ილაპარაკოს ზოგმა) - იქ რომ ჯერ კიდევ ბანდიტიზმი და კანიბალიზმი არ სუფევს ეგეც გასაკვირია
rasa
16 ნოემბერი 2020 00:09
9
Sasaciloa satiralo rom ar iyos. Vai meee, sityvebi ar myopnis, ra vtqva da vize.Pskerze vart ukve da radikaluri cvlileve tu gvishvelis. Cxadaze daabruneeeet sanam droa
David
15 ნოემბერი 2020 23:50
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული