კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
სანამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , პოლიტიკურ ხმების მოსაპოვებლად ირბენს, იქამდე ასეთ ნეხვში ვიქნებით. მეტი რაღა ტურნირი უნდა შექმნილიყო რომ იქიდან გავსულიყავით?!
ფეხბურთი
15 ნოემბერი 2020 23:44
4
Makedoniastan wagebis shemdeg gulshi mcire optimizmi damrcha da es iyo c divizionidan shesadzlo agzeveba b divizionshi, dges es imedic chagvikles mtel saqartvelos. Unichobaze rom agaraperi vtqvat upasuxismgebloebic arian.saqartvelos maisurebs rom icmeven da gamodian ar scxveniat? Yipians,daraselias,shengelia,gucaevs da as.sh. udides nichtan ertad pasuxismgeblobac calendar.tqven pasuxismgeblobac ar gaqvt. Saidan modixart? Rogor xvdebit nakrebshi,gadamzadebas sad gadixart? Nakrebshi tamashi ludis daleva nu ggoniat! Ra zidanis pintebi momindomet ras mariajobt? Minimum 2 burtiani mogeba gvindoda da saertod waaget tilian somxebtan.upasuxismgeblobaa da meti araperi
Goga
15 ნოემბერი 2020 23:44
2
უნამუსოს რა კომენტარი უნდა გაუკეთო? .... ვაისი სანატრელი გაგვიხდება. ბიჭებმა თამაში არ იციან და რა შუაშია ვაისი? და საერთოდ როდემდე უნდა იყოს სულ მუდამ მწვრთნელის ბრალი?
თავადი
15 ნოემბერი 2020 23:43
10
ფარჩაკი ლუზერები!!!
რუსლანი
15 ნოემბერი 2020 23:42
1
სანამ ჩაკვეტაძე გამოჩნდებოდა ნაკრებში, როგორი გულისამრევიც იყო ჩვენი ნაკრების თამაში, ისევე იყო ეს და წინა მატჩი. წყალში გადაყარეს ოქროს ბიჭუნას მთელი შრომა. ვერცერთ მატჩს ჩვენ ვერ მოვიგებდით ის რომ არ ყოფილიყო ერთა ლიგაზე. სხვებს წყინს, მაგრამ ესაა რეალობა. ფეხბურთში ხშირად ღარიბი და ნიჭიერი საშუალო ფეხბურთელები ვერ მიდიან წინ და ანებებენ თავს, უფრო უნიჭოები კი მამიკოების ფულით წინ იქაჩებიან, და მახინჯი სისტემის ბრალია.ამოვიდა უკვე ეს 1981 წელიც ყელში, სწორედ ამ ვეტერანებმა გააჩანეგეს ჩემი აზრით ქართული ფეხბურთი
ირაკლი
15 ნოემბერი 2020 23:41
7
ოქროს ბიჭუნა ვერ იქნება ოქროსი, თუ შუშის არის. ოქრო ასე ადვილად არ ტყდება და უფრო გამოსადეგია
rasa
16 ნოემბერი 2020 00:19
10
როგორი ფედერაცია და ფეხბურთი გვაქვს ზუსტად ეგეთები ხართ სპორტული ჟურნალისტები. ეს გვერდი ხომ სარეკლამო დაფად აქციეთ.
Agent
15 ნოემბერი 2020 23:41
2
ს ფ ფ - ს კრეტინო მესვეურებო! ხომ ჩააფურთხეთ სულში მთელ საქართველოს, ჩვენი პატივისცემა არ მოგაკლდებათ აწი.....................................
დ.დ.
15 ნოემბერი 2020 23:41
3
ძმებო ქომაგებო ხვალ ყველა ფედერაციასთან და მოვიშოროთ ეს მუჯირი კობიაშვილი და ძმანი მისი,,დღეს ეს ბაძირლები მუჯირი კობიაშვილი კალაძე ცოლებით იყვნენ თამაშზე წარმოდგენილი,,დაგვცინიან გვაფურთხებენ
ჯიჯი
15 ნოემბერი 2020 23:41
11
უკან გაიკეთე შენი პოლიტიკა!!
ვირთხა-ს
16 ნოემბერი 2020 00:09
12
რანი ვყოფილვართ ჩკვეტაძის ან კვარაცხელიას გარეშე! ნეტავ ვინმეს მიაჩნია, რომ ქართული ფეხბურთი გეგმაზომიერად ვითრდება კონკრეტული პროექტის ან გეგმის მიხევით?!
პეტრე
15 ნოემბერი 2020 23:40
2
ეს ხრუსტალის ჩაკვეტაძეც და მარადპერსპექტიული კვარაცხელიაც ისეთი პირი უჩანს რომ 10დან 9 შეხვედრაში არ არიან ხელმისაწვდომები ნაკრებისთვის.
rasa
16 ნოემბერი 2020 00:03
17
Ar vitardeba sworad.talantebis shercheva ar xdeba.chemi ubneli bavshvebi upro kargad tamashoben magram puli ar aqvt da ver winaurdebian.
Goga
15 ნოემბერი 2020 23:48
1
კობიაშვილი სულ ამბობდა ინტერვიუებში ჩემპიონატში მონაწილე გუნდები არ არის ფედერაციის საქმე,ჩვენ ნაკრებზე ვაგებთ პასუხსო.ხოდა აგოს ეხლა პასუხი და გაყვეს თავის მოყვანილ ვაისს, უკან კი არა,წინ გაასწროს.
ნუკრი
15 ნოემბერი 2020 23:40
3
თავისი ნებით ვინ სად წასულა?
goga
15 ნოემბერი 2020 23:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული