კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
თავმოყვარეობა საერთოდ დაკარგეთ?!?
სოლომონი
16 ნოემბერი 2020 00:30
2
Ყაზაიშვილი როგორ დაკუსკუსებს სტადიონზე
buxrika
16 ნოემბერი 2020 00:29
1
კანკავა - უღალატო მებრძოლი მორაგბის ფსიქოლოგიით!
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 00:21
3
თვალის წვეთების სახელი ხო არ იცით ვინმემ?
ზესტაფდონი
16 ნოემბერი 2020 00:19
2
ტატუები გაიკეთეთ მარტო და ესე ისეირნეთ მოედანზე. თქვენ ან არმიანსკი სპორტზე შეგიყვანეს თავის დროზე ან ჰოკიჯოხზე - ორი ვარიანტია
kaxa
16 ნოემბერი 2020 00:18
2
ნამეტანი გულკეთილი ნაკრები გვყავს, ნაწყენს არ შვებს სტუმარს ქვეყნიდან
CESKO
16 ნოემბერი 2020 00:18
2
გაყიდეთ საქართველო ფედერაციავ? 4 დღეში 2 ინფაქრტი დაგვამრთეთ.....რას გვერჩოდით.....
Soso
16 ნოემბერი 2020 00:17
4
მაკედონიასთან მარცხი ფეხბურთელების გარდა ვის აღარ დავაბრალე,მთავრობას,ფედერაციას,მწვრთნელს,ტელევიზიებს, ჟურნალისტებს ,კოვიდს,გულშემატკივრებს,იმ ხალხს ვინც აქ კომენტარებს წერდა,(მსაჯზეც მინდოდა დაბრალება,მაგრამ არ გამოდიოდა) ორონდ თქვენ არ დაგბრალებოდათ.მაგრამ დრევანდელი შეხვედრა იყო ნათელი დასტური იმისა რომ თქვენი ადგილი ც ლიგაში კი არა,არც დ ლიგაშია და საერთოდ ფეხბურთში არაფერი გესაქმებათ ,იმიტომ რომ თქვენ ფეხბურთის აზრზე არა ხართ.ამის გარდა არ გაქვთ თავმოყვარეობა,არ გიყვართ თქვენი სამშობლო და ხალხი. არც თქვენი საქმე გიყვართ და არც ფეხბურთი გიყვართ.
ვავა მკვდარაძე
16 ნოემბერი 2020 00:17
3
ბურთი იყო ზედმეტად გაბერილი კარგად ვერ დაგორავდა:), იმ ძელსაც რო არ გადავერჩინეთ და პენალიც არ ეჩუქებინათ სირცხვილის ჭამა მერე გენახათ
ფუუ
16 ნოემბერი 2020 08:35
0
ჩვენი ნაკრების საქმე ესეთია. ცალკე აღებული ჩვენი ფეხბურთელების სატამაშო უნარები უკეთესია ვიდრე მათი თამაში ნაკრებში. სხვა სიტყვებით, ფსიქოლოგის სამუშაოა აქ აუცილებელი არა მარტო ფეხბურთის 'ტრენერის'.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 00:17
5
ალბათ ცვედანი ფეხბურთის ნაკრებების ტურნირი რომ მოიგონონ იქაც მეორე ადგილზე გავალთ, იმიტომ რომ იქ პირველ ადგილზე გასვლასაც ყვერები უნდა!
Gio
16 ნოემბერი 2020 00:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული