კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
მუჯირი, ანგაჟირებულებთან წავაგეთ თუ არაანგაჟირებულებთან?! ისა და ამ დამცირებაზე, გულემატკივარმა რომ თავისი პოზიცია გამოხატოს ფედერაციასთან ეგრევე ანგაჟირებულის იარლიყს აარტყავთ ალბათ არა?! ვაა მაგარია რა სომხეთი რო დაგადებს თბილისში, ფედერაციის კომენტარს და კონფერენციას ხომ ვერ მოესწრები და თუ რამე თქვი ეგრევე ანგაჟირებული ხარ, მაგარი ლოგიკაა!!! ამაზე ძირს აღარაფერია, თქვენ რასაც აკეთებთ, უფრო სწორედ ვერ აკეთებთ ეს უკვე გულშემატკივრის პირადული შეურცხყოფაა!!! დიადო ვეტერანებო ხმა არ ამოიღოთ, ვინმეს რამე არ ეწყინოს!!! კობიაშვილი, ფეხბურთში რომ მაგრად არის დალაგებული ყველაფერი, შედეგებსაც ეტყობა და ეხლა პარლამენტის დეპუტატი, რომ გახდები მერე საკრებულოშიც იყარე კენჭი!!!
S.O.S.
15 ნოემბერი 2020 23:50
2
ამდენი ჩოილარი ერთად , კუტუისკატელებით გეძებდნენ???????????????????/
???????????????
15 ნოემბერი 2020 23:50
2
გამოაქვეყნეთ საჯაროდ ფედერაციის ზემდგომი პირების ხელფასები დანამატები ეს ყველაფერი ხო ბიუჯეტიდან ფინანსდება ჩვენი ფულია ხალხნო ამათ გამდიდრებას ხმარდება მხოლოდ.
M.sh
15 ნოემბერი 2020 23:49
4
მტლიანად ჩამოშლილია ქართული ფეხბურთი............
123
15 ნოემბერი 2020 23:49
4
ჰოო დააბრალეთ მწვრთნელებს მერამდენე მწვრთნელს იცვლით ერთი თქვენი მოსაწონი რომ ვერ გამოჩნდა თქვე მართლა უთავმოყვარეო ხროვავ ვითომ ფეხბურთელები რომ გქვიათ რას გავხართ პირველ რიგში თქვენ დასეირნობთ მოედანზე!!!
გეგი
15 ნოემბერი 2020 23:49
4
Ar sheidzleda chven nakrebs ukan pasi ro avukrdzalot? Ra ubedurebaa amdeni ukan pasi
Grcxvenodet
15 ნოემბერი 2020 23:49
0
ვაის! თქვი რა: ან არ ვარგიხარ და შენი ბრალია ყველაფერი, ან ფეხბურთელები არ გიჯერებენ და ვინც შენს მერე მოვა ალბათ გაითვალისწინებს, ან გარედან ერევიან შენს საქმიანობაში და გვეცოდინება. შენ არ იცი ქართველების ფსიქოლოგია და რატომ გინდა გლანძღონ შენი სიცოცხლის ბოლომდე, ბოლო-ბოლო 5 წელი ხარ ჩვენთან და რა ვეღარ შეგვისწავლე. ცოდაოდენი პატივი უნდა გამოიჩინო გულშემატკივრის მიმართ და სიმართლე თქვა!!!!!
KQ
15 ნოემბერი 2020 23:48
3
ამ დალოცვილმა სომხებმა აზერბაიჯანს მისცეს მთელი ყარაბაღი და მოეცათ ჩვენთვის ერთი თამაში რა მოხდებოდა რო ატირებენ ჩვენ ბიჭებს. ვერ ხედავენ როგორი დაბეჩავებული და დაჩმორებულები არიან? უფრო სწორად ჩაჯ...ები. ტფუი.....
ზურა
15 ნოემბერი 2020 23:46
11
ვისთანაც გინდათ იმათთან წაგეგოთ 10 თამაში ზედიზედ, მაგრამ ეს თამაში არა რა! თავმოყვარეობა და ღირსება სად გაქვთ ბიჭო სად?! ან საერთოდ იცით ამ სიტყვების არსი?!
სოხუმელი ვეტერანი
15 ნოემბერი 2020 23:44
6
მთავრობას რომ მივმართო , ნახევარი საუკუნეა არა გვყავს, ვის მივმართო ისიც კი არ ვიცი, ამიტომ ესე ვიტყვი, - ეი შენ ან თქვენ, ქვეყანაც მოკალით, სპორტიც მოკალით, ქართველი ქართველს აღარ ჰგავს გადააჯიშეთ, ვინა ხართ და რა არსებები ხართ საერთოდ, პიტალოები რომ ხართ გავიგე, მაგრამ უცხოპლანეტელი პიტალოები ხომ არა ხართ???????????????????????????????????????????????????????????
???????????????
15 ნოემბერი 2020 23:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული