კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
თუ კობიაშვილს ელემენტარული სინდისი აქვს უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია კალაძის გვერდით მდგომ კაცს სინდისი გააჩნდეს, ან ეს მუჯირი რა ერთაოზი ყოფილა
???
16 ნოემბერი 2020 01:26
3
თარსი გვარი ქართულ ფეხბურთში((((
goga
16 ნოემბერი 2020 01:49
1
ნავალოვსკიმ 100-დან 100 პასი გააფუჭა ესეთი არაფერი მინახავს მართლა. ჯიღაური წალენჯიხის სქურის დონეა. გვილიასნაირი რეგრესი მე მართლა არაფერი მინახავს. მარტო დღევანდელი თამაში რო გქონდეს მისი ნანახი იფიქრებდი რომ ყასაბი ან ბუღალტერია. ყოველ შემთხვევაში ფეხბურთელი არა.
გია გრიგალავას იმენნა მიკროფონი და ღვინის თასი უნდა მიცე და კაი დამრტყმელი თამადა კაცია.
თავდასხმა ყველა ერთი მეორეზე უარესი. ვერ ვხვდები რომელი უფრო უვარგისია.
პაპუნაშვილი შემოვიდა და მგონი არ იცოდა თავისიანები რომლები იყვნენ. საოცრება ვიხილეთ მოკლედ დღეს
Superman
16 ნოემბერი 2020 01:02
2
მუჯირ ბოდიში ჩვენი ბრალია
ბოდიში მუჯირს
15 ნოემბერი 2020 23:56
4
სანამ ჩაკვეტაძე გამოჩნდებოდა ნაკრებში, როგორი გულისამრევიც იყო ჩვენი ნაკრების თამაში, ისევე იყო ეს და წინა მატჩი. წყალში გადაყარეს ოქროს ბიჭუნას მთელი შრომა. ვერცერთ მატჩს ჩვენ ვერ მოვიგებდით ის რომ არ ყოფილიყო ერთა ლიგაზე. სხვებს წყინს, მაგრამ ესაა რეალობა. ფეხბურთში ხშირად ღარიბი და ნიჭიერი საშუალო ფეხბურთელები ვერ მიდიან წინ და ანებებენ თავს, უფრო უნიჭოები კი მამიკოების ფულით წინ იქაჩებიან, და მახინჯი სისტემის ბრალია.ამოვიდა უკვე ეს 1981 წელიც ყელში, სწორედ ამ ვეტერანებმა გააჩანეგეს ჩემი აზრით ქართული ფეხბურთი
ირაკლი
15 ნოემბერი 2020 23:41
7
ოქროს ბიჭუნა ვერ იქნება ოქროსი, თუ შუშის არის. ოქრო ასე ადვილად არ ტყდება და უფრო გამოსადეგია
rasa
16 ნოემბერი 2020 00:19
10
ეხლა ვისი ბრალია ბატონო მუჯირო? ნამუსი რო გქონდეთ მთელი ფედერაცია გადამდგარი უნდა იყოთ უკვე
Tb
15 ნოემბერი 2020 23:36
0
Tb არა, შიბლა :)))
Dato
15 ნოემბერი 2020 23:41
15
კობიაშვილი სულ ამბობდა ინტერვიუებში ჩემპიონატში მონაწილე გუნდები არ არის ფედერაციის საქმე,ჩვენ ნაკრებზე ვაგებთ პასუხსო.ხოდა აგოს ეხლა პასუხი და გაყვეს თავის მოყვანილ ვაისს, უკან კი არა,წინ გაასწროს.
ნუკრი
15 ნოემბერი 2020 23:40
3
თავისი ნებით ვინ სად წასულა?
goga
15 ნოემბერი 2020 23:46
0
ვისთანაც გინდათ იმათთან წაგეგოთ 10 თამაში ზედიზედ, მაგრამ ეს თამაში არა რა! თავმოყვარეობა და ღირსება სად გაქვთ ბიჭო სად?! ან საერთოდ იცით ამ სიტყვების არსი?!
სოხუმელი ვეტერანი
15 ნოემბერი 2020 23:44
6
სანამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , პოლიტიკურ ხმების მოსაპოვებლად ირბენს, იქამდე ასეთ ნეხვში ვიქნებით. მეტი რაღა ტურნირი უნდა შექმნილიყო რომ იქიდან გავსულიყავით?!
ფეხბურთი
15 ნოემბერი 2020 23:44
4
იცით რა მიკვირს - მთელი ერი დედას და ცოლ-შვილს გაგინებდეს და ამას სკამის გულისთვის ითმენდე? როგორ წარმოგიდგენიათ სისხლით ქართველმა ეს აიტანოს? ნეტა რამდენი პროცენტია მათში ქართული სისხლის? რამოდენიმე დღის უკან ფედერაციასთან გინების დროს, მათი თანამშრომლები სიამაყით ამბობდნენ, ჩვენც ქართველები ვართ და დედის გინების გამო, მოსახვედრს მოხვდაო, ეს ძალიან კარგი, მაგრამ მილიონი კაცი რომ დედას, ცოლ-შვილს, ჯიშს და ჯილაგს, ცოცხალ-მკვდარს გაგინებთ, იმაზე რა პასუხი გაქვთ, სადაა თქვენი ქართული სისხლი?
goga
16 ნოემბერი 2020 00:16
2
პირველი სამი-ოთხია ძნელი ასატანი, თორემ მერე ეგუებიან და მოთხოვნილებაც კი უჩნდებათ,ღამით ვერ იძინებენ თუკი ვინმემ ძილის წინ კარგად არ შეუკურთხათ.
jango
16 ნოემბერი 2020 01:03
1
რანი ვყოფილვართ ჩკვეტაძის ან კვარაცხელიას გარეშე! ნეტავ ვინმეს მიაჩნია, რომ ქართული ფეხბურთი გეგმაზომიერად ვითრდება კონკრეტული პროექტის ან გეგმის მიხევით?!
პეტრე
15 ნოემბერი 2020 23:40
2
Ar vitardeba sworad.talantebis shercheva ar xdeba.chemi ubneli bavshvebi upro kargad tamashoben magram puli ar aqvt da ver winaurdebian.
Goga
15 ნოემბერი 2020 23:48
1
ეს ხრუსტალის ჩაკვეტაძეც და მარადპერსპექტიული კვარაცხელიაც ისეთი პირი უჩანს რომ 10დან 9 შეხვედრაში არ არიან ხელმისაწვდომები ნაკრებისთვის.
rasa
16 ნოემბერი 2020 00:03
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული