დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
არ აქვს უფლება ამხელა იმედგაცრუების მერე ფედერაციის ხელმძღვანელობას იყოს სათავეში, ვერც საკლუბო და ვერც სანაკრებო ფეხბურთში ვერანაირი წარმატება ვერ მიაღწიეს ამ წლების განმავლობაში, სავარაუდოდ არ გადადგებიან, ტაფლიან თითს ვინ არ გაილოკავს?
გოგა
16 ნოემბერი 2020 17:15
5
გავაუქმოთ საერთოდ ფეხბურთი , ყველა დაისვენებს
16 ნოემბერი 2020 16:12
8
იცით რისი ბრალია? ფეხბურთელს რო შეატყობ რომ არ აქვს ჟილკა თამაშის დროს და დასეირნობს ის აღარ უნდა გამოიძახო სულ რო ჩაკვეტაძე იყოს. მირჩევნია ლოკოს ან სხვა გუნდიდან ავარჩიოთ 11ფეხბურთელი ვიდრე ასეთი გაზულუქებული და გამარიაჟებული ფეხბურთელი ნაკრებში ჩამოიყვანო. უკვე ამდენი წაგებით თავმოყვარეობაც შელახული აქვთ მუმუს ფეხბურთი ნაკრებში მე არ მინახია და უცხოეთში თავის ჯიბისთვის თამაშობდა ჩვენ რა. კირკიტაძე რატო არ გამოიძახა ხო იძახის მარცხნივ უნდა ყველას თამაშიო კიკრიტაძე მარჯვენაა სწრაფი დაუღალავი მოთამაშეა სწრაფი ტექნიკური მასაც მეტი სტიმული მიეცემოდა... გადააკვდა ამ ყაზაიშვილ კაშია პაპუნაშვილებს. ჯერ გუნდში უნდა გეთქმოდეს სიტყვა და მერე უნდა იყოს ნაკრებში.... ამ ნაკრებიდან ლორია.კაკაბაძე.კვირკველია.ხოჭოლავა.კვარა.ჩაკვე.საბა.შენგელია. არიან დასატოვი დანარჩენი ისეთ რეზერვში უნდა გადააგდო ოცნებად ქონდეთ ნაკრებში მოხვედრა! კუთხურის მომწოდებელი ამათ არ ყავთ ჯარიმის დამრტყმელი ამათ არ ყავთ. ნინუას დარტყმული 10დან 7 ისეთი მიდის კარებში ორი მეკარე უნდა რო აიღოს. ბუდუს დაუძახონ კირკიტაძე გამოიძახონ მაგრამ მაფიაა აქ ძაან მაგარი
Rigiti qartveli
16 ნოემბერი 2020 15:38
3
პირველ რიგში ქართული ფეხბურთი უნდა გამოვტაცოთ ხელიდან გაუნათლებელ, უწიგნურ,უნიათო კალაძე-კობიაშვილის საძმო-შპანას.
დანტე
16 ნოემბერი 2020 14:58
4
ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. ძველი ბიჭებიდან და კორუფციიდან სპორტი გაწმენდა.. საბავშვი ფეხბურთში ინვესტირება. მწვრთნელების გადამზადება...

და მოთბინებაა......
ირაკლი
16 ნოემბერი 2020 14:51
4
რამდენიმე კარგი ნატურალიზირებული ფეხბურთელი უნდა მოივიდეს ნაკრებში და ამის მერე შემადგენლობა გადახალისდეს.
buba
16 ნოემბერი 2020 13:59
5
უახლოესი პერსპექტივა ისევ ცრუ მოლოდინი იქნება და Თავს ნუ მოვიტყუებᲗ ვინმე რომ გვიᲨველის. სისტემა და სტრატეგია უნდა დაიწეროს რა გვინდა კონკრეტულად და რას ვეᲫებᲗ ფეზბურᲗᲨი?! ბავᲨᲗა ფეხბურᲗᲨი უნდა იქნეს ყველა რესურსი მობილიზებული და Შემდეგ დაველოდოᲗ Შედეგს. მზგავსი გზა ბევრმა ქვეყანამ გაიარა და Შედეგი აქვᲗ. უამრავი ქვეყნის მაგალიᲗის გადმოᲦება და სპეციალისტების მოწვევა ᲨეიᲫლება ვისაც აქვს გამოცდილება მზგავს სიტუაციაᲨი. Თორემ მწვრᲗნელის ᲓანიᲨვნა-გადაყენებიᲗ იგივე ორმოᲨი ვიქნებიᲗ.
Hit em up
16 ნოემბერი 2020 12:52
2
სისტემურად უნდა შეიცვალოს ფეხბურთი,ბავშვთა ფეხბურთიდან.ბავშვთა მწვრთნელები უნდა გადამზადდნენ,სხვა მენტალობით უნდა გაიზარდნენ ფეხბურთელები და აუცილებელია ფიზმომზადების მწვრთნელთა სპეციალური მომზადება,საქართველოში ფაქტიურად არ გვყავს ფიზმომზადების სპეციალისტები,ფსიქოლოგებზე საუბარიც ზედმეტია.აყცილებელია ბიზნესი დაინტერესდეს ფეხბურთით,თორემ ისე არაფერი გამოვა.ბევრ ქვეყანაში ლატარიების გამთამაშებლები ვალდებულნი არიან სპორტი დაასპონსორონ,ჩვენთანაც რო დაავალდებულონ არ იქნება ცუდი.20 წელია გავიძახით ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოსო,მაგრამ პატრონი არაა.რაც შეეხება მწვრთნელს,დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მწვრთნელი,ის ვერაფერს გააწყობს თუ სისტემა არაა გამართული და ფეხბურთელები არ არიან სწორად აღზრდილები მენტალურად და ფიზიკურად.ნიჭი კი გვაქვს ფეხბურთში,მაგრამ ვერ ვიყენებთ.სად მოღვაწეობენ საუკეთესო ქართველი მწვრთნელები?ყაზახეთი,უზბეკეთი და კვიპროსი.რომელია ამათგან საფეხბურთო ქვეყანა?არველაძემ თურქეთიდან დაიწყო,ვერ გაქაჩა,მერე ისრაელი,ახლა კი უზბეკეთი.მაგარი რომ იყოს უზბეკეთში არავინ გაუშვებდა.ვფიქრობ მწვრთნელად ახალგაზრდა ხორვატი ან სერბი სპეციალისტი გამოგვადგება.ამ ხალხს აქვს მწვრთნელობის ნიჭი და მენტალურადაც ახლოს არიან ჩვენთან,თან დიდ ხელფასსაც არ მოითხოვენ.
Master
16 ნოემბერი 2020 12:52
1
რა უნდა შეიცვალოს და პირველ რიგში ეს ფედერაცია უნდა წავიდეს სასწრაფოდ!! მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს ეგ უკვე აღარ ვიცი! სანამ ესენი იქნებიან აზრი არა აქ არაფერს მინიმუმ კიდე ერთი 10 წელი! ცხადაძე ისე ცუდად გაუშვეს ნაკრებიდან მაგის მობრუნება სანამ კობიაშვილია მანდ ეგ ამბავი არ მოხდება! მოძებნიან ვინმე ჭ კლასის მწვრთნელს და ჩამოათრევენ, მერე ისევ დაიწყება თავიდან , ისიც დამარცხებული წავა! ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახო ბევრი, მაგალითად, აბურჯანია , გვილია, გრიგალავა, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ყაზაიშვილი, კაშია, ჯიღაური, კაჭარავა პაპუნაშვილი, ლოვბჯაჯიძე, ქვილითაია, და კიდე სხვები, აბსოლიტურად უნდა გადაკეთდეს, ესენი არიან დამარცხებული ფსიქოლოგიის ხალხი, ანუ გადამწყვეტ მომენტში კიდე იგივეს იზამენ, მოყვარულები არიან, არაპროფესიონალები, აშკარად გამოჩნდა რო იმ ჯგუფურზე ჩაკვეტაძე რომ არ გვყოლოდა იმ ჯგუფიდან ვერ გავიდოდით, და ეს კვარაცხელია რომ არ ყოფილიყო ვერ იმ ბელარუსიას მოვუგებდით! სხვა ფეხბურთელები უბრალოდ ცხვრები არიან !!!
Vasili
16 ნოემბერი 2020 12:49
0
საერთოდ ვერ ვხვდები, რედაქციას რა აზრი აქვს ჩადებული ამ შეკითხვაში. კომენტარებიდან ჩანს, რომ ყველამ იცის რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელები არ აკეთებენ თურმე.
ყველაფრის თავი და თავი არის ის, რომ გაჭირვებული ქვეყანა ვართ. არასწორად ვითარდება ბავშვთა ფეხბურთი, არ გვივარგა ჩემპიონატი, არ გვყავს ტალანტები საკმარისი რაოდენობით - რომ ითქვას თაობა მოდისო. თითო-ოროლა ტალანტის კარიერა იღუპება ტრამვების გამო - ყენია, ჭანტურია, მჭედლიძე, ანანიძე, არაბიძე და მგონი უკვე ჩაკვეტაძეც. ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა საშუალო დონის არიან და საშუალო გუნდებში თამაშობენ და უმრავლესობა იქაც სათადარიგოა.
საკავშირო ჩემპიონატის დროს დინამოსაც ქონდა ჩავარდნების პერიოდი, მაგალითად სამოცდაათიან წლებში, მაგრამ თერთმეტი კარგი ფეხბურთელი ყოველთვის გვყავდა და ყიფიანის თაობაში რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი ნაკრების შანსი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებდნენ.
ახალგაზრდებიდან კვარაცხელია-ჩაკვეტაძის და შეიძლება დავითაშვილის გარდა ვი გვყავს? ნინუა საბერძნეთში სათადარიგია და ასე ვერ გაიზრდება. მიქაუთაძის ჩამოყვანას შევძლებთ?
ვაისი და ცხადაძე ან არველაძე ხომ არ ითამაშებენ ფეხბურთელების გარეშე? არ გაგვიმართლა ბოლო თამაშებში - ჩაკვეტაძე და კვარაცხელია არ გვყავდა. ვფიქრობ, მაკედონიას ჩვენზე კარგი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ თავისი საუკეთესო თამაში რომ ეთამაშათ, მოუგებდნენ ჩვენები. სომხებს ხუთიდან სამ თამაშს მაინც მოვუგებთ, მაგრამ რეალურად ძალიან დაბლა ვართ - ძლიერ და კარგ გუნდებთან შანსი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.
არჩი
16 ნოემბერი 2020 12:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული