დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
ფეხბურთს უნდა დაანებონ თავი.
დათო
16 ნოემბერი 2020 13:53
2
როგორც ფლანგის მცველების ნატურალიზებას ისე ცენტრ ფორვარდის + ტაკტიკურად განსწავლულ მწვრთნელს ვნახავდი :))) კლუბებს სანამ ბიზნეს ჯგუფი არიყიდის ასე ვიქნებით წრეზე
beqa
16 ნოემბერი 2020 13:11
5
რო იძახდა ქეცბა სი.... ეგენიო არ გვჯეროდა.. ნაკრების დღევანდელი შემადგენლობიდან 80% გასაშვებია ნაკრებიდან და ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანცი, მწვრთნელად ქეცბაიას დევდარიანს
გოგა
16 ნოემბერი 2020 12:33
2
Gasaketebeli imdena dagrovda 1990 clidan ro, ar vici rit davicyo.
1.rac mtavaria mentaliletia shesacvleli
2.psiqologebi gvchirdeba pexburtshi, an mcvrtneli romelmac icis psiqologia.
3.sheiqmnas bisnes gegma, sadac dasaxuli iqneba 5 cliani mizani, da yopili 1 cclian miznebad. (daaxlobebit)
4.vaishalos es ususuri nakrebi(garda3-4 pexburteli)
5.puli chaidos mxolid bavshvta pexburtshi.
6.puli chaidos bavshvta mcvtnelebshi, miecet konkretuli gegma da mizani
7.shecydes umaglesi ligis dapinansebaze da puli moxmardes 5 da 6 punkts.
8.da morchit pulis moparvas da korubcias,da shevignot rom ertxel vcxovrob am dedamicaze da sityvebi qmedebebi varchiot.

Tu rame gamomrcha daamatet, tumca umedi maqvs dakarguli ukve rom yvela chvens azrs vinme moismens.
David
16 ნოემბერი 2020 12:32
0
მწვრთნელი და ფეხბურთელები :)
ალიკა
16 ნოემბერი 2020 12:05
1
გრიგალავა უნდა იყოს ყოველთვის ძირითაში. ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, როგორ დაგოგმანობს მინდორზე. ეგეთი მონარნარე ფეხბურთელი ჯერ არ გვყოლია. სანამ ეგ 180 გრადუსით შემოტრიალდება თამაშიც მთავრდება))))))
შაქრო პაპა
16 ნოემბერი 2020 11:58
0
1. კაი მწვრთნელი - მაისურაძე, ცხადაძე ან არველაძე, თუ უცხოელი იქნება, კარგი იყოს უნდა და არა ვაისისნაირი უსახელო და უნიჭო.
2. ამის შემდეგ ბოდიში მოიხადონ ცხადაძის არაკაცური გაგდებისთვის და დაკარგული 5 წლისთვის, პასუხსაც თუ აგებინებენ ამის ჩამდენებს , კარგი იქნება, მახსოვს ვიღაც ტარიელი ფიგურირებდა ამ საქმეში სხვა ბობოლრბთან ერთად.
3. იმ პოზიციებზე , რომლებზეც ვერ ვყალიბდებით , ნატურალიზებული ფეხბურთელები გვჭირდება და ამ კუთხით სამუშაოა მაგალითად სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილია ყველაზე კაი ვარიანტი იქნება ჩემი აზრით).
4. ბელგიიდან ის ბიჭია ჩამოსაყვანი სიდამონიძე და ესეთი ნიჭიერი ბიჭებია საძებნელი.
5. ჩვენი ქართული კლუბებიდან რამდენიმე უკრაინის ჩემპიონატშია ჩასართავი, თუ ბიზნესმენი ვინმე არ გამოჩნდება , სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს საქმე, და მერე აუცილებლად გამოჩნდებიან და გამართულ ბიზნესზე ვინ იტყვის უარს. ეს საქმე სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს და ესეთი პრეცედენტები არი მსოფლიოში.
ეს 5 პუნქტია მთავარი პუნქტია პირველ რიგში შესასრულებელი!
ზაზა
16 ნოემბერი 2020 11:43
5
სიდამონიძე კი არა დობორჯგინიძე კიდევ,გიორგი მიქაუტქაძეა ის ბავშვი!!!
ემიგრანტი ქაქუცა
16 ნოემბერი 2020 12:55
1
ნაკრები უნდა გადახალისდეს მთლიანად - საჭიროა გრძელვადიანი გეგმის შედგენა და ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. ერთ თამაშზე არ უნდა ავაგოთ ქართული ფეხბურთის მომავალი.
პირველ რიგში, საწიროა მწვრთნელი, რომელიც სასურველია, იყოს საქართველოდან, ვისაც ერთი თამაშის წაგების მერე გინებას არ დავუწყებთ და არ გავაგდებთ. მან უნდა დადოს ნაკრების განვითარების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების განვითარების საკითხებიც.
კონკრეტულად ფეხბურთელებს რაც შეეხება, ბევრი ფეხბურთელი ძველი დამსახურების გამო მოხვდა მოედანზე მაკედონიასთან მატჩში - ეს არის დამღუპველი. მოედანზე უნდა გავიდნენ იმ თამაშისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები და არა სახელიანები. სახელი ვერ იგებს თამაშს.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 11:20
2
არაფრის შეცვლა შედეგს არ მოიტანს, რადგან ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტია შესაცვლელი, მათ კი შეცვლა არაფრის უნდათ. ვამბობთ უნდა მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთსო, კი ბატონო სწორია და ბავშვი, უფასოდ უნდა ვარჯიშობდეს ყველა სპორტსექციაში, მაგრამ ფეხბურთელი რომ გაიზარდა 17-19 წლამდე და არაფრით არ ჩამოუვარდება საზღვარგარეთელ თანატოლს, რატომაა, რომ რაც წლები ემატება მით უფრო იზრდება მისი ჩამორჩენა დასავლელ თანატოლებთან? აი ამაზე დაფიქრებაა საჭირო. რატომაა, რომ საქართველოში კალაძისა და არველაძის შემდეგ საერთაშორისო დონის ფეხბურთელი აღარ გაიზარდა? სხვათაშორის ათამდე ფეხბურთელი გვყავდა ამ ხნის განმავლობაში, რომლებიც ახალგაზრდა კალაძეს და არველაძეებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ მათგან საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელი მივიღეთ. შახტარშია ერთი საშუალო დონის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც იმის მაგიერ ბურთზე იყოს გადაკლული, ხან ერთ ლამაზმანთან უღებენ სურათს და ხან მეორესთან, ანუ ჩვენ ბიჭებს დროსტარება და ფეხბურთის თამაში ერთდროულად უნდათ, ასეთი რამ კი დღემდე არავის მოუხერხებია, ანუ ორი ბატონის კარგი მსახური არ არასებობს, როგორებიც არსებობენ კი ხედავთ ჩვენი ფეხბურთელების მაგალითზე.
ჟორა
17 ნოემბერი 2020 18:40
0
კარგი ფეხბურთელები ციდან არ ცვივა, ფეხბურთი მასობრივი უნდა გახდეს. საქართველოში ფეხბურთისადმი ინტერესი განელდა, ამის მიზეზებია ფასიანი წრეები, კომპიუტერი, ქართული ფეხბურთის საქმოსნების ხელში ჩავარდნა, რომლებსაც დღესვე აინტერესებთ ფული და პერსპექტივაზე არ მუშაობენ, ქართული ფეღბურთის აღორძინებაზე იმედგაცრუება და სხვა. გარდა ამისა, გვაქვს სუსტი ინფრასტრუქტურის, მენეჯმენტის, ფეხბურთელთა ფიზიკური და ინტელექტუალური მუდმივად მოუმზადებლობის პრობლემები, არაკვალიფიციური მწვრთნელები და კიდევ ბევრი სხვა. ყველაფერ ამაზე ადრეც ბევრი დაწერილა მაგრამ რა იცვლება? ვწერთ და ვკითხულობთ, მხოლოდ ესაა.
თომა
17 ნოემბერი 2020 14:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული