დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
საგადასახადო წახალისება უნდა ჰქონდეთ კლუბებს, საერთოდ შეიძლება გადასახადების მოხსნა, ჯერჯერობით მაინც. ფარმ კლუბებს თუ შექმნიან უცხოური კლუბები ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. ლეგიონერების საკითხიც მოსაგვარებელია, ნაყარ ნუყარი ხალხის ჩამოყვანას, ჩვენი კადრები გავზარდოთ. მწყრთნელების კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშაა. მოკლედ, ყველაფერს კარგი მენეჯერი სჭირდება.
მერაბი
17 ნოემბერი 2020 09:29
0
1.გრიგალავა,კაშია,ნავალოვსკი,ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი,კაჭარავა,გვილია,აბურჯანია-ეს ხალხი ვერაფერ სახეიროს ვერ მოუტანს ნაკრებს, ნაწილი უნდა გაუშვა, ნაწილი სარეზერვოდ გყავდეს.
2.მაქსიმალურად იმ ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს ნაკრები ვინც თავიანთ გუნდებში სტაბილურად თამაშობენ ძირითად შემადგენლობაში
3.მწვრთნელს რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება, კარგი იქნება თუ მდიდარი გამოცდილების იქნება
4.ფედერაციაში უნდა მუშაობდნენ პროფესიონალები,ვისაც სრულფასოვანი მენეჯმენტის წარმართვა შეუძლია და არა საძმო-სამეგობრო. (ძმობა ძმობად, საქმე საქმედ)
5.ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება, ბიზნესმენების წახალისება ვინც ქართულ კლუბებში გადაწყვეტს ინვესტირებას, საგადასახადო შეღავათების დაწესება მათთვის
6.ბავშვთა ფეხბურთი- კვალიფიციური მწვრთნელების დანიშვნა ყველა ასაკობრივ გუნდებში და ერთი სისტემით მომზადება
mamuka
17 ნოემბერი 2020 06:32
0
ვაისი წავიდა. კობიაშვილიც უნდა წავიდეს წესით. ვაისის თქმით ვიღაცა არ დებს აჯიგარს და რატომ? სომეხია? ამიტომ ასეთები უნდა გაუშვა ნაკრებიდან და აღარსდროს დაუძახო.
ქართველი
17 ნოემბერი 2020 00:25
0
Mokled rac ar unda vqnat mtavari mainc is bichebia vinc unda itamashon..sinamdvileshi arc qecba ushlida shetevas da arc aravin ushlida xels vinmes-faqtia kai fexburtelebi ara gvyavs.. Vinc ginda ijdes federaciashi da trenerad bolos mainc mindorze unda daidos yvelaferi...
Saertod nakrebis shedegi federaciis brali da kompetencia ar aris.. Federaciis saqmea turnirebis chatareba mtel qveyanashi-yvela asakshi da regionshi bavshvebs asparezze gamosvlis sashualeba ro hqondet(me ro viyavi 14-15wlis mesxis tasi iyo,14 tamashi iyo weliwadshi da morcha,nu mere finaluri iyo lagodexshi 1kvira mgoni-iq me ar mitamashia) am turnirebze msajebis mivlena da a.sh.. Nakrebis shedegit kide federacia tavs ar unda iwonebdes-imito ro rasac federacia dgdes gaaketebs shedegi 20 wlis mere iqneba da ase rom dgevandeli arc warmateba da arc warumatebloba magati brali araa
Levani
16 ნოემბერი 2020 17:58
3
მწვრთნელი აუცილებლად ქართველი!ცოტა ფსოქოლოგიც რო შეძლოს დამუხტოს ფეხბურთელები და განაწყოს თამაშებისთვის.აშკარად ფსიქოლოგიურად აგებენ თამაშებს.ვინაა ეგეთი ქართველი მწვრთნელი?!გეგუჩაძე!!!
გიორგი კ
16 ნოემბერი 2020 16:40
6
შესაცვლელია პირველ რიგში ბიუჯეტის განკარგვის და განაწილების სისტემა. ის 200 მლნ არამც და არამც არ უნდა მოხმარდეს კლუბში ხელფასების გასტუმრებას, დიახ უნდა გადანაწილდეს ყველა კლუბზე და მუნიციპალიტეტზე თანაბრად, მაგრამ დაემთმოს ბავშვთა ფეხბურთს, ბაზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დამაქსიმუმ საწვრთნელ შეკრებას კლუბებისთვის.
მოსაყვანია კვალიფიციური მკაცრი დისციპლინის მოყვარული უცხოელი სპეციალისტი, მსგავსს საქართველოში ვერ ვხედავ, შედარებით მიახლოებული ვარიანტი იყო ქეცბაია, რომელიც აღარ მობრუნდება უკან. შოთას მოსვლა არ უნდა ჯერ...
ბიზნესმენების წახალისება (რიგი გადასახადების შემცირება, ფართის გადაცემა სიმბოლურ ფასში და ა.შ.) ვინც ჩადებს საკუთარ კაპიტალს ფებურთში...
ნაკრების სომხებთან წაგება, მით უმეტეს მეორე შემადგენლობით და ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში, ტრაგედია არ არის, მაკედონიის თამაშის მერე...
Irakli Apkhaidze
16 ნოემბერი 2020 16:06
1
დააბრუნეთ თემურ ქეცბაია და მსგავსი სულისკვეთების ფეხბურთელები ათამაშეთ ნაკრებში.
ზვიად
16 ნოემბერი 2020 15:31
7
მწვრთნელის შეცვლით პრობლემას არ ეშველება. მთავარია თითოეულმა ფეხბურთელმა ბოლობმდე შეიგნოს, რომ საქართველოს სახელით იბრძვის მოედან, ანუ კი არ თამაშობს იბრძვის. ასევე მიმაჩნია, რომ თემურ ქეცბაიას მსგავსი სულისკვეთების ადამიანები უნდა იყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში. მწვრთნელი არ თამაშობს ფეხბურთს.
ზვიად
16 ნოემბერი 2020 15:27
4
1 უნდა შეწყდეს კლუბების მიმართ პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსება. ეს ფული უნდა დაიხარჯოს ორი სახით: პირველი, უნდა გაკეთდეს რამდენიმე ბავშვთა საფეხბურთო ბაზა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორი აღმოსავლეთ საქართველოში, ორიც დასავლეთში. 11-16 წლამდე ბავშვებისათვის. ამ ბაზებზე ბავშვები იცხოვრებენ, ივარჯიშებენ, ისწავლიან და ყველანაირი ყურადღების ქვეშ იქნებიან. ინტერნატივით უნდა იყოს ანუ. და სრულიად უფასო. ოჯახებსა და ქუჩაში არსებული გარემო ხშირ შემთხვევაში ძალიან უარყოფითად მათზე. 2. ფულის მეორე ნაწილით უნდა დაწესდეს დიდი ჯილდოები ჩემპიონატის გამარჯვებულებზე, პრიზიორებზე და ა.შ. რომ მოტივაცია მიეცეს ბიზნესმენებს ჩადონ ფული და სწორად წარმართონ საქმე. პლიუს სხვა ტიპის შეღავათებიც.
დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია მწვრთნელი ვინ იქნება, ვინ ჩამოვა ვინ არა და ასე შემდეგ.
იოდა
16 ნოემბერი 2020 15:12
0
რაც ეროვნული გუნდში ხდება არის პირდაპირი ანარკლი იმისა, რაც ხდება ეროვნულ ჩემპიონატში. მცირე გამონაკლისის გარდა, ფეხბურთელებში არ იგრძნობა, რომ თავგანწირვით თამაშობენ. არაფერი შეიცვლება იქამდე სანამ ქართული ფეხბურთის სათავეში არ მოვლენ პროფესიონალები, საქმის მცოდნე გულანთებული ხალხი, რომელიც თავის ჯიბის გასქელებაზე არ იფიქრებს. უნდა გაიწეროს კონკრეტული განვითარების მრავალწლიანი, მომავალ შედეგზე ორიენტირებული გეგმა, როგორც ეს გააკეთეს გერმანელებმა, ავსტრიელებმა, ბელგიელებმა და სულ ბოლოს ჰოლანდიელებმა. ბავშვთა ფეხბურთის სწორი განვითარება, მწვრთნელების გადამზადება და ლიცენზირება, ყველა კლუბის გასხვისება კერძო სექტორში და სხვა უამრავი რეფორმა რაც მომავალში შედეგს მოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით წლიდან წლამდე რაღაცის და ვიღაცის გამონათების იმედად და საბოლოოდ მაინც სრული ფიასკო, კატასტროფა და მორიგი იმედგაცრუება.
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2020 15:04
2
და კიდევ უნდა შევიცვალოთ გულშმატკივარი, კლავიატურისა და ტელევიზორების გულშემატკივრობიდან უნდა გადავითეთ უშუალოდ მოედანზე ტრიბუნებიდან გულშემატკივრობაზე.
გიზოგ
16 ნოემბერი 2020 16:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული