ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


მკითხველის კომენტარები / 38 /
ძაან ცუდი ჩვევა გვაქ ქართველებს გვიყვარს ერთმანეთის ლანძღვა ხშირად უსამართლოდ, რა გააკეთა ლევან სალუქვაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის იმდენი, რომ ქეცბაიას ლანძღვის უფლება აქვს? თუნდაც ფეხბურთელი ქეცბაია ავიღოთ.
ქეცბაია ფეხბურთელი იყო და მწვრთნელია დიდი გრამატიკული უნარები არ მოეთხოვება, მისი საქმეა თამაშში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს და სწორი კუთხით დაინახოს პრობლემა და გადაჭრის გზა იპოვოს. ჟურნალისტის ვალია სწორად მოგვაწოდოს ინფორმაცია და სწორად ისაუბროს და ნაკლები ზიზღ ანთხიოს, რაშიც სალუქვაძე არის 0. სალუქვაძე არის ტოტალიზატორის დანამატი.კაცს ფეხბურთი უყვარს რო კითხო და ტოტალიზატორის გადაცემა მიყავს....???
me
18 ნოემბერი 2020 20:42
7
ქეცბაიაც იგივეს იძახის - ამოიღეთ ხმა? ფედერაცია და რომან ფიფია უხდის ფულს და ხმას როგორ ამოიღებენ. კულტურის სფეროშიც იგივეა. ბიძინა ყიდულობს წითელ ინწილიგენციას - მსახიობებს, რეჟისორეს, მომღერლებს და წითელი ინწილიგენციისგან იღებს სიჩუმეს. ანუ დასკვნა - ლევან საკუქვაძეუნდა მიხვდეს, რომ ტუალეტის ღაღალდებს რჩევას არ ეკითხებიან, მათ მხოლოდ იხოცავენ.
დაT
18 ნოემბერი 2020 20:27
6
მეგობრებო, აქ ლევან სალუქვაძეს, რომ განიხილავთ, მაგაზე მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი, ქართული ფეხბურთის გადარჩენაზე, უფრო სწორად ხელახლა შექმნაზე და დაბადებაზე და ამ საქმეში დიდი ვეტერანების ჩართულობაზე, ამაზე მეტად გადარდებთ სალუქვაძე როგორი წამყვანი და კომენტატორია ?!
რა არის პრიორიტეტი?!
18 ნოემბერი 2020 20:14
1
არა სხლა აქ მართალია.დასაძრახ სიტყვას ვერ ათქმევჯნებ ამ ჩვენ ვეტერანებს.გეგონება ყველაფერი კარგად არის.6:1 წაგების მერე,დიმამოელებო,რა გულმა გაგიძლოთ,როცა თქვენმა გუნდმა,რომელსაც თქვენ და რომელმაც თქვენ ამდენი რამ მოგცათ,ასე ჩვეულებრივად შეხვდით ამ ამბავს.ჩვენი ოჯახიაო იძახით და ასე დაიმიდეთ თქვენი ოჯახი.მართლა ფი ხომ არაა ყველაფერი ამის დედა ვატირე.სადაა თქვენი სიყვარული,პატივისცემა კლუბის დაგულშემატკივრების მიმართ.Ხშირად უყურებ და შორერმა ლამის ინფაქტი მიიღოს როცა ნიუკასლის უღიმღამო თამაშებს არჩევს.აი ვინაა ნამდვილი პატრიოტი თავისი კლუბის,აი ვის შესტკივა გული ოჯახზე
კახა ქ.
18 ნოემბერი 2020 18:47
2
მართალს ამბობს ლევანი, გამოდით თქვით, თამაშის წინ ისეთ პროგნოზებს აკეთებდით, ეხლა რა დაგემართათ?
x.x
18 ნოემბერი 2020 18:19
3
ორი ფრაზა ავიღოთ აქედან. პირველი - "სპეციალისტები თქვენ ხართ" (ვეტერანებს მიმართავს და უპირატესობას ანიჭებს). მეორე - "ვიკამათოთ".
დასკვნა: სპეციალისტს რატომ უნდა ეკამათო? მარკა აიწიო? გადაცემა გააპიარო? ან კიდევ არის რაღაც უარესი ვერსიები.
კიდევ ერთი დასკვნა: სალუქვაძე რაღაც ძაან ატ..კებს ამ ბოლო დროს.
SL
18 ნოემბერი 2020 18:12
13
რატო გაძელა ტიპმა ტვინი ამ ჭკუის სწავლებებით? არა, მარტო ეგ არაა, საქართველოში ყველა უმაღლესი რანგის ექსპერტია, მაგრამ ეს ამ ფონზეც გამოირჩება :)))
Dato
18 ნოემბერი 2020 17:29
21
როგორ პატივს ვცემდი ლევან სალუქვაძეს და როგორ აურევია... ეხლა ყველა პროფესორი გამოვა.. სიმართლის თქმისთვის არ აითვალეუნეთ ქეცბაია? ან რა ჭიაბრიშვილი, არარატთან გაყიდული თამაშის მერე, როგორ შეგილიათ მისი რაიმე საკითხში ეტალონად მოყვანა...
ინოკენტი
18 ნოემბერი 2020 17:19
21
ლევან ეგეთი კაცი გვყავდა ჩვენ უკვე თემურ ქეცბაია მარა შენ იყავი მემგონი ერთ ერთი პირველი რო დაიწყე ყვირილი ეს კაცი გიჟია, უზდელი და არაადეკვატურიო.

ქეცბაია არც გიჟია არც არაადეკვატური უბრალოდ სიმართლე თქვა ფედერაციაზე, ფეხბურთელებზე და თქვენზეც ჟურნალისტებზე რო აპრავებთ ფეხბურთელებ და ვიღაც ვიღაცეებს.

ვისგან ელოდები რამის თქმას? ეგენი ყველა ერთად აკეთებენ ფულს. ძველებმა ასწავლეს ახლებს როგორ კეთდება ბული და ახლა ერთმანეთს ხოარ გამოააშკარავებენ?

თორე რა კოლეგიალობაზეა ლაპარაკი ფეხბურთი კვდება საქართველოში
ქომაგი
18 ნოემბერი 2020 17:02
7
ჩემო ლევან,იმიტიმაც არ აკეთებენ კომენტარს რომ ფედერაციას მთავრობის ქვედანაყოფად აღიქვამს ყველა და ეგ უკვე მთავრობის კრიტიკა გამოვა,რისიც ჩვენს ფეოდალურ წყობაში ყველას ეშინია,რომ პრობლემები და რეპრესიები შეექმნებათ. ესაა მთავარი უბედურება-ჯერ ნაცების ფედერაცია,ახლა ქოცების ფედერაცია და ეს სანამ არ მორჩება არაფერი გვეშველება მაგრამ მსუყე ლუკმას არცერთი მთავრობა არ გაუშვებს ხელიდან და ფეხბურთი კი მსუყე ლუკმაა. აი,ამიტომ არ იღებს ხმას არავინ.
გია
18 ნოემბერი 2020 16:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული