დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
Okriashvili nakrebis mimart igive formulaa rac kecbaia axalgazdobaShi. Sumxettan tamashi iyo feederaciis didi shecdoma rom vaisi datova da biჭებს იმედიც მოუკლა, ვაისის სიტყვებია(ზოგოერთ ფეხბურთელ ნაკრების სიყვარულს მე ვერ ვასწავლიო)
აი ეს მეტყველელებს იმაზე რომ ფეხბურთელებს უკვე დიდი ხანია აღარ ჯერათ ვაისის და ეს ბოლო 8Tamashia უბრალოდ ვთამაშობდით ჩვენი ბიჭების ტალანტის ხარჯზე..
მოგვაკითხა ტრამვებმა და უცებ ნაკრები აღმოჩნდა ჩიხში.
და კიდევ მეორე ტაიმის პასუხისმგებელი არის მწვრთნელი და არა ფეხბურთელი ეგ ფეხბურთის დაუწერელი კანონზომიერებააა
ეხლა ისმის კითხვა რომელი თამაში მოიგო ვაისმა??
ჩორნა
14:19 20-11-2020
0
ცხოვრებაში ღირსებასა და თავმოყვარეობაზე დიდი გრძნობა არ არსებობს.. როცა იცი იქ სადაც ხარ და მოღვაწეობ ხარ დაუმსახურებლად და ნეპოტიზმით უკვე კრიტიკასა და ლანძღვაზეც კი რეაქცია აღარ გაქ.. ამიტომაა რომ ყველა არაკომპეტენტური თუნდაც მმართველი მენეჯერი და თუნდაც ფეხბურთელი ხმაამოუღებლად იტანს ნებისმიერ ეპიტეთს( უკვე დამსახურებულს თუ თუნდაც დაუმსახურებელს) . ღირსება უპირველეს ყოვლისა ადამიანებო..
რიგითი
17:14 19-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული