ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდაა. სფფ ახალი დამრიგებლის საკითხზე მუშაობს, გვარები კი ჯერჯერობით არ სახელდება.

ჩვენ ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით და მოსაზრებას დავეკითხეთ.

"ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, რომ გავხატო ჩემი აზრი, თუ ვინ იქნება ჩვენი ნაკრების მომავალი მწვრთნელი.

შეცდომის უფლება უკვე აღარ გვაქვს. პანდემიის გამო მსოფლიო გაჩერებულია ახლა, მაგრამ ამ მიზეზის დასახელება, რომ წარუმატებლობა ამან გამოიწვია, ასე არ შეიძლება.

ამ გზაზე სიარული ახლა ჩვენ არ გამოგვადგება. ჩვენ გამოგვადგება ჭკვიანური აზრი, რომ ყველაფრის თავი და თავი არის მწვრთნელი. როგორც სუფრაზე თამადაა
მნიშვნელოვანი, ისეა მწვრთნელი გუნდისთვის.

ისეთი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, რომ ყველანაირად პროფესიონალი იყოს. მან ყურადღება უნდა მიაქციოს ეროვნულ ჩემპიონატს და თითოეულ ფეხბურთელთან და გუნდთან შეხება ჰქონდეს.

ამ ადამიანმა უნდა შექმნას ისეთი მწვრთნელთა სტაფი, რომლებიც ყველაფერ ამ საქმეში იქნებიან ჩართულნი.

ადრე საბჭოთა კავშირის დროს იყო პრაქტიკა, რომ ჩამოჰყავდათ უცხოელი მწვრთნელები და ქართველებთან ერთად მუშაობდნენ. საქართველოდან ერთ-ერთ საუკეთესო ანდრო ჟორდანია იყო, უცხოელი კი - მიხეილ იაკუშინი.

მისი მიდგომა სავსებით გამართლებული იყო და ყველანაირად პროფესიონალური. თუ ვინმე გამოჩნდა "დინამო თბილისში" და იყვნენ ვარსკვლავები, ეს იყო ანდრო ჟორდანიასა და იაკუშინის დამსახურება.

ჩვენ ახლა სწორედ იაკუშინისა და ანდრო ჟორდანიასნაირი პიროვნებები გვჭირდება. ახლა არის გარდატეხის პერიოდი, რადგან თაობათა ცვლა მიდის და ამას ნამდვილი პრაქტიკოსი მწვრთნელი სჭირდება.

ვაისმა თითქოს ყველაფერი აჩვენა, მაგრამ ის სიბრძნე დააკლდა... მადლობა ვაისს, რომ მან ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა: სლოვაკმა პირველ ნომრად თამაში გვასწავლა.

ფეხბურთი ყოველდღიურად, ყოველთვიურად იზრდება... კარგია პირველ ნომრად თამაში, მაგრამ ეს მატჩებს მარტო ვერ იგებს.

ვინ არის ისეთი მწვრთნელი, რომლის გუნდიც დღეს ტოტალურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს? - ერთ-ერთი ასეთი ძლიერი პიროვნება არის ანჩელოტი.

თუ გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომ თუნდაც ორჯერ მეტი დაგვიჯდეს, წავიდეთ და ანჩელოტი ჩამოვიყვანოთ, იქნება საუკეთესო ვარიანტი. ასე ვითამაშებთ დიდ ფეხბურთს.

არიან ახალგაზრდა მწვრთნელებიც... მშვენიერ თამაშებს აჩვენებენ "ლაიპციგი" და "ბაიერნი"...

მე ვემხრობი პირველ რიგში ქართველ მწვრთნელს, მაგრამ რაც ჩამოვთვალე, თუ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ვერავინ ვნახეთ, მაშინ მივდივარ ანჩელოტისთან.

ბევრი მწვრთნელი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მე უკვე მზადა ვარ ნაკრების ჩასაბარებლადო...

კი ბატონო, თუ მზადა ხარ, მიდი და გააკეთე საქმე... მეც და არის კიდევ არაერთი ადამიანი, რომელსაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები.

მოვიდეს, დაჯდეს ჩვენთან ერთად და დაგვიმტკიცოს, რა შეუძლია. ჩავრთოთ მაგალითად უკრაინა-ინგლისის თამაში, გაგვირჩიოს შემადგენლობები, გვითხრას თავისი აზრი, რა და როგორ იქნება, ასევე, რას შეცვლიდა... უნდა შევაფასოთ ამ კაცის ცოდნა", - თქვა ძოძუაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
კი მაგრამ იაკუშინი და კაჩალინი საბჭოთა დროს უცხოელებად ითვლებოდენ?კარგით რა ბატონო რეზო თქვენ არ გეკადრებათ ასეთი უაზრობა.
იკა
08 დეკემბერი 2020 18:29
0
ესენი ღმერთს მაინც არაფრად უქნიათ და ტყუილად ფულის ხარჯვას შეეშვით,ანჩელოტი არა მამაზეციერიც ვერ გვიშველის სამწუხაროდ
ბათუმის ფანი
05 დეკემბერი 2020 21:10
5
ადრეც მოგახსენეთ. იური სიომინი. გამოცდილი. ქარიზმატული. საქმე იცის და ქართველები უყვარს.
kaxi
05 დეკემბერი 2020 20:10
0
კარგით რა, ფედერაციას ორი თავი კი არ ააქვს რუსი ჩამოიყვანოს დღეს ნაკრების მწვრთნელად. სიომინი ძაან კარგი პიროვნება და მწვრთნელი, მაგრამ გამორიცხული ვარიანტია, ცოცხლად შეწამენ ეს ვაი-პატრიტები რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ საქართველოში.
იკა
08 დეკემბერი 2020 18:32
0
7 დეკემბერს იქნება მსოფლიოს კენჭისყრა. და მერე გადაწყდება, ვინ იქნება მწვრთნელი თუ რაღაც შანსი იქნა, ერთია, თუ 3 გრანდი შეგვხვდა, მაშინ სხვაა. ასე რომ დაველოდოთ 7 დეკემბერს.
alexandre
05 დეკემბერი 2020 15:56
0
კი, ანჩელოტი მოუხდება :) ფეხბურთელები ვარსკვლავებს ეთამაშებიან და ისღა დაგვრჩენია, სტილი შევარჩიოთ :) ეს კაცი, ან გვეკაიფება, ან ... მე, მეორე მგონია.
1234
05 დეკემბერი 2020 15:02
3
ზოგიერთი რატომ ვერ იტანთ სხვის აზრებს, ჩემთვის გაუგებარია. კი ბატონო, გამოთქვი შენი აზრი, ვინ გიშლის, მაგრამ ეს ნევრასთენიაში გადასული ლანძღვა რა არის, ვერ გავიგე. გამოთქვა კაცმა თავისი აზრი. თუ მაინცა და მაინც გაშფოთებს, არგუმენტები დაუპირისპირე. არცერთი არა ვართ ანგელოზი და დაანებეთ თავი ამ სპორტული სივრცის დაბინძურებას. და საკუთარ ნერვულ სისტემას მიხედეთ.
კოკო
05 დეკემბერი 2020 11:31
1
იჩალიჩოს კალაძემ,ხომ მისი მეგობარია შევჩენკო და მოიწვიოს ნაკრების მწვრთნელად,მგონი არ იქნება ურიგო
bavarieli
05 დეკემბერი 2020 10:33
7
ukrainis mtavari mcvrtnelia mazgach
კომბა
05 დეკემბერი 2020 21:35
0
Ბ--ნო რეზო კარგით რა,რა დროს ჟორდანია და იაკუშინია.კი ბატონო გეთანხმებით Დიდი მწვრთნელები იყვნენ,ნაგრამ რომელ წლებში....და ეს თამაშის გარჩევა რა უბედურებაა თქვენებური მეთოდით,რა გამოცდას აბარებინებთ და საკანდიდატოს აცვებინეᲑთ.მე ისე Აიაქსის მწვრთნელი ნომწონს ძაან,თუ წამოვა რა თქმა უნდა.ახალგაზრდე თან მუშაობს მაგრა და კაკ რაზ
კახა ქ.
05 დეკემბერი 2020 05:50
5
ბ-ნო რეზო! ვეტერანებმა რომ გაიხსენოთ ახალკაცის ვარჯიშები და მეთოდოლოგიად ჩამოაყალიბოთ საუკეთესო შედეგს მიიღებდით და კიდევ, რამდენადაც ვიცი ახალკაცს საუკეთესო ფსიქოლოგი ჰყავდა მიწვეული, თვითონ კი მენტალურ ვარჯიშებში შესანიშნავად ერკვეოდა, ფიზიკურ მომზადებაზე რომ არაფერი ვთქვათ...
გუჯა კახაძე
04 დეკემბერი 2020 23:55
4
ძოძუაშვილს, ახალკაცი ალბათ არ გაუგია(?!) ჟორდანიას და იაკუშუნის გარდა არაფერი იცის.
ს ფ
04 დეკემბერი 2020 23:13
11
შენ გაგიგია და მაგას არ გაუგია .ჟორდანია იცი ვინ იყო და რას აკეთებდა ქართული ფეხბურთისთვის თუ მერაბ ჟორდანია გყავს მხედველობაში ?
ზაზა
05 დეკემბერი 2020 00:11
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული