დავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხზე ისაუბრა.

"ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ.

ეპიდმდგომარეობა პროცესს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც გვიშლის, რომ ოფიციალურ მატჩამდე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც ვერ ხერხდება. კანდიდატთა სია შემცირდა. შევეცდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ.
ამ საკითხზე 24 საათი ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით.

დღევანდელი მოცემულობით, დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც არ არის გამორიცხული. ახალ ციკლამდე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოესწრება. მწვრთნელს ამისთვის დრო ევროპის ჩემპიონატამდე ექნება. ამაზე ვმუშაობთ და გვინდა, ერთი ამხანაგური შეხვედრა შინ გავმართოთ და ერთი გასვლაზე, სადაც ის გუნდთან დაახლოებასა და გაცნობას მოახერხებს. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდს ვგულისხმობ.

პირველი მატჩი შინ გვინდა, რომ სრულფასოვანი შეკრება გამოვიდეს. შესაბამის მოწინააღმდეგესაც ვეძებთ. იდეალურ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს მწვრთნელის ყველა კრიტერიუმი – სანაკრებო გამოცდილება, იცნობს თუ არა ქართულ ფეხბურთს, ვითვალისწინებთ მის ინტერესსა და მოტივაციას, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სია შევიწროვდა, ზოგიერთმა უარი თქვა. არჩევანი ამ კრიტერიუმებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე გაკეთდება", - განაცხადა დავით მუჯირმა.


მკითხველის კომენტარები / 53 /
ტიპები ყველაფერს აკეთებენ თავანთი ძმაკაცი ხიზანა რომ დანიშნონ ამ პოსტზე სირცხვილია თქვენი საქმიანობა და სანამ ძმა ბიჭური მიდგომა იქნება ფეხბურთში მანამდე ვიქნებით დიდ ქაქში
leooo
27 იანვარი 2021 17:57
4
...და საერთო, რომ არ დანიშნოთ მწვრთნელი?!...
რა საჭირო ამდენი ფულის ტყუილად ყრა?!...
buba
27 იანვარი 2021 17:02
2
ფუუ..რავარი უმაქნისები ხართ!
გულშემატკივარი
27 იანვარი 2021 17:02
1
ეხლა ვრწმუნდები ასით რომ ვერ ვარგიხართ ხელმძღვანელობამ უნდა შეიგნოს თქვენს უკან ხალხია და ნუ გადაახტებით თავზე ვინც ეგრე იქცევა ყველანი დაისჯება თქვენ რომ სიყვარული გაქვთ ფეხბურთისადმი ეგ ნულის ტოლფასია ვერ ვარგიხართ და წადით თქვენთან არავის უნდა მუშაობა მწვრთნელი ვერ მოგიყვანიათ სანატრელია ყველაფერი ტფუი თქვენ.
მარგალა
27 იანვარი 2021 19:00
1
განტევების ვაცს ეძებენ ვინც პირველ სამ თამაშს წააგებს და წავა... მაგარი სასაცილო ფედერაცია გვყავს.
ტეტე
27 იანვარი 2021 22:49
7
კობიაშვილს სად ცალია მწვრთნელის მოსაძებნად, პარლამენტში კანონები აქვს დასაწერი.

პ.ს. სადაც სნიკიძე, კაჭარავა, კობიაშვილი და ყაველაშვილი პარლამენტარები არიან, იქ არ გამიკვირდება ვინმე პარლამენტარი რო დაგვინიშნონ ნაკრების მწვრთნელად
გიგა
27 იანვარი 2021 21:33
4
აბა, რა ნაკრები დაგვინგრია?! ხო იყო დომენტას დროს საქმე აჟურში!!!
ჰაჰა
27 იანვარი 2021 22:37
11
24 საათი რომ მუშაობენ ალბათ მიტომ უთეთრდება თმა და წვერი.
mamuka
27 იანვარი 2021 17:33
1
თამაშის წინ ჩაიცუცქეთ ფეხბურთელებთან ერთად და ტაქტიკა შეიმუშავეთ, რა საჭიროა მწვრთნელი, ხელფასებიც თავად დაინიშნეთ და ატკატებზე აღარ იფიქრებთ, მაინც არავინ არის მომკითხავი
kaxa
27 იანვარი 2021 22:53
9
დროებითი მწვრთნელი ნიშნავს 100% ჩავარდნილ ციკლს. ის რომ სერიოზულ მწვრთნელს არ უნდა ჩვენი ნაკრების გაწვრთნა, ესეც სირცხვილია, მაგრამ ეს დამივსახურეთ.
ქუთაისელი
27 იანვარი 2021 20:12
1
ცხადაძე რით ვერ მოგწონთ
75*
27 იანვარი 2021 17:33
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული