დღეს, 2 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან შედეგიანი ფრე, 4:4 ითამაშა.
რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, მათ სომხებს 6:0 სძლიეს და ერთპიროვნული პირველი ადგილი დაიკავეს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების წაუგებელი სერია. "ჯვაროსნებმა" ბოლოს 2019 წლის 27 ოქტომბერს ფინეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა დათმო (2:5).