საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პირველი კომენტარი გააკეთა:
"მოგესალმებით. მე გახლავართ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა მე დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა.
დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით, ჩვენ ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს".
რა ვერ გავიგეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი მკვდრადშობილია ?! რა ვერ გავიგეთ რომ ფეხბურთელი თუ არ გყავს ( ამათ, ვინც ნაკრებშია ნახევარზე მეტი ფეხბურთელობას იბრალებს ), ვერანაირი მწვრთნელი ვერ გვიშველის ?!
5 კაპელო, 4 გვარდიოლა და 3 მაურინიო ვერ უშველის ქართულ ფეხბურთს, სანიოლი კი არა..
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ყველა ტიპის, ისტორიის, გამოცდილებისა და ცოდნის მქონე უცხოელი მწვრთნელის სასაკლაოა.
არ გჯერათ ? ფაქტები სახეზეა:
ბოსკამპი - 5 თამაშიდან 4 წაგება;
ალენ ჟირესი - 10 თამაშიდან 6 წაგება;
კლაუს ტოპმიოლერი - 24 თამაშიდან 13 წაგება;
ექტორ კუპერი - 16 თამაშიდან 11 წაგება;
ვლადიმერ ვაისი - 47 თამაშიდან 16 მოგება, 15 ფრე და 16 წაგება ( ისიც ერთა ლიგის ბოლო დონეზე ).
სანიოლიც უსახელოდ დაამთავრებს კარიერას, სამწუხაროდ.
ეს ვინ დანიშნა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად?!
კობიაშვილი სასწრაფოდ გასაგდებია.