შესაძლოა, კანკავამ ესპანეთთან მატჩი გამოტოვოს

AutoSharing Option
L'Équipe-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის კლუბები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ გუნდში მყოფ უცხოელ ფეხბურთელებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არ გაუშვებენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გუნდს თბილისში, ესპანეთთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონატის ორი უმაღლესი ლიგის კლუბები გუშინ, 17 მარტს შეიკრიბნენ და მარტის ბოლომდე უცხოელები ფეხბურთელების ევროკავშირს მიღმა არგაშვებაზე შეთანხმდნენ, რაც კოვიდსიტუაციით არის გამოწვეული.

საქართველოს ნაკრები თბილისში 22 მარტს შეიკრიბება. სამწუხაროდ, კაპიტანი ამ შეკრებას დააკლდება და ნაკრებს მხოლოდ შვედეთში, სავარაუდოდ, 24 მარტს შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აი დარდი ეყოფა რაც ითამაშა გოლი მაგას ვერ გააქ და გადამწყვეტ პას ეგ ვერაკეთებს! მაკედონიასთან გაშტერებული დადიოდა სადაც საჭირო იყო იქ ვერ ითამაშა
beqa
16:58 18-03-2021
10
ჩვენ სამაგიეროთ დანიელსონს არ ვუშვებთ ევროკავშირში.დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული