ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო... მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

გუშინ, 21 მარტს, "ანორთოსისის" შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მარტის ბოლოს 3 შეხვედრაში ეროვნული ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს. მის ადგილს განაცხადში გვილია დაიკავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრას გამართავს. ესენი გახლავთ: 25 მარტს შვედეთთან, 28 მარტს ესპანეთთან და 31 მარტს საბერძნეთთან.

წყარო: legia.net

მკითხველის კომენტარები / 33 /
ლობჟანიძე ალბათ ოქრის ადგილას. ისე ლოჩოშვილის არ გამოძახებას ახსნას ვერ ვუძებნი ერთადერთი მცველია ვისაც პრაქტიკა აქ და თან ჭ ლიგაში თამაშობსო ვერ იტყვი.
Ttt
22 მარტი 2021 12:14
2
პრაქტიკა რო აქვს,როგორ თამაშობს უყურებ?ყველა გოლი მგის შეცდომით გადის იმიტომაც დასვა სკამზე ტრენერმა ავსტრიაში ბოლო ტურამდე რო აზრზე მოსულიყო
gio
22 მარტი 2021 13:31
5
ბიჯო, რა კომენტარი უნდა გააკეთო კაცმა, ან რა აზრი აქვს ვერ გავიგე. დაცვა არა გვყავს ფაქტიურად, უთამაშებელი ხალხია. საყრდენად კანკავაც შეცდომაა, დაბერდა კაცი, დაბერდა და ვეღარ დარბის, ვერა. მერე კუპატაძეს იძახებ და მაკარიძეს არა? კაცი ასნავნოი მეკარეა და ლა ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა. მერე ლოჩოშვილი არ უნდა გამოეძახებინა? ნუ ახლა რას იზამ, რაც არის, არის. მე მამარდაშვილს ვატამაშებდი.არ ვიცი, დაცვა და მეკარეა ჩვენი სუსტი მხარე, ერთი გრიგალავა და ტაბიძეა, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს. ლორია დირკაა და ეს ყველამ ვიცით. ლოჩოშვილი დიდი ძალაა და მისი არ გამოძახება დიდი შეცდომაა. ნუ დანარჩენი, ბერიძე, პარუნაშვილი და მიქაუტაძე, ასკარად გააცოცხლლებენ ნაკრებს და კარგია. კარგია ჩაბრაძეც, მაგრამ სისწრაფეში როგორ გაქაჩავს, ეს არ ვიცი. აბა უთამაშებელი ფეხბურთელის დაყენების აზრს ვერ ვხედავ. კანკავა დაეწევა შვედებს და ესპანელებს? მეტი არაა ჩემი მტერი, და საერთოდ, სანამ ნაკრები 3 ცენტრალური მცველით და 2 ფორვარდით თამასს არ დაიწყებს, მანამდე არაფერი გვეშველება, რადგან ნახევარდაცვა, ამის საშუალებას იძლევა. მაინც პოზიტიური სიახლეებია და წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს
ლევან მაღლაკელიძე
22 მარტი 2021 11:51
18
რომ არ იცით, ნუ ბჟუტურებთ რაღაცეებს. მაკარიძეს მნიშვნელოვანი თამაშები აქვს კლუბში და მაგიტო დავუთმეთ კლუბს. ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან და მანდ გადასვლა, ნაკრებსაც წაადგება. ასე რომ ნუ პროფესორობთ რაღაცას!
შოთა
22 მარტი 2021 13:26
3
კანკავა თუ ვერ დარბის ჩვენს ნაკრებში და დაცვას ვერ ეხმარება, ასე რომ გვესმის ფეხბურთი იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ, მეტი დაფასება ჯაბას
გლადიატორი
22 მარტი 2021 12:50
3
ყველა გამოხმაურება
Გილოცავთ ყველას რო ოქრიაშვილი ნაკრებში არ იქნება.როცა ეგ სტადიონზეა ნაკრები 10 კაცით თამაშობს.ან ქეცბაის რაში ჭირდება მაგას ვერ ვხვდები.
buxrika
22 მარტი 2021 11:41
23
საშემოდგომო თამაშებში,ოქრიმ ტრავმით,ტკივილგამაყუჩებლებზე ითამაშა და ისე გაირთულა,რომ ნოემბრიდან მოყოლებული,თებერვლამდე გაუცდა.თან ასეთ მდგომარეობაში მყოფმაც,თუ რამე შექმნა ნაკრებმა,მისი მონაწილეობით შექმნა.შესაძლოა კლუბებმა რაიმე უსაყვედურონ,მაგრამ ნაკრებში თავი არასოდეს დაუზოგია და ბოლომდე იხარჯება.როცა კაცს აფასებ,კარგიც და ცუდიც უნდა ჩაუთვალო და შეაფასო.უკვე რამდენი წელია,შემდეგ ჯერ ჩაკვესთან,შარშან კი,კვარასთან ერთად,გუნდის მთავარი შემქმნელი იყო,გოლებიც გაჰქონდა და უამრავ ტრავმას იღებდა,მაგრამ არასოდეს უარუყვია ნაკრებში თამაში.ყოველთვის თავს იკლავს ნაკრებში და თუ ამას ვერ ხედავ,დიდი პრობლემა გქონია.რა,გგონია,რომ თუ გამოცდილ ბიჭებს ამოჰყრი და მხოლოდ ნიჭიერ ახალგაზრდებს დააყენებ,ყველაფერს დახევენ?ტყუილად გგონია.ერთი თამაში შეიძლება ბურთი გადაახიონ მეტოქეს,მეორე,მაგრამ როგორც კი რაღაცა არ გამოუვათ,დაიბნევიან და მთელი თამაში დაიშლება.ტალანტები,გამოცდილების გვერდით უნდა გაიფურჩქნონ,სხვანაირად არაფერი გამოვა და ვერც სტაბილურები იქნებიან.რა გგონია,მიქაუტაძე,კვარა და ქვილითაია,ან სხვა,რომელიმე,პირველივე თამაშიდან სრული დატვირთვით და ურთიერთგაგებით იათამაშებენ?მიქაუტაძის უკან უნდა ეთამაშა ოქრის და ეს იქნებოდა კვარასთან ერთად შემქმნელი სამკუთხედი,რომელიც შექმნიდა ნაკრების შემტევ მუშტს.მათთან ერთად ქვილითაიაც უკეთ გაიხსნებოდა და მიუხედავად იმისა,რომ შვედები და ესპანელები ძალიან ძლიერები არიან,ჩვენც შევქმნიდით რაღაცას.ეგეც არ იყოს,ნაკრებში შემქმნელები ძალიან ცოტა გვყავს,არც ყაზაიშვილი და კიტემაც ახლაღა დაიწყო თამაში.თუ არც ოქრი იქნება,რაც მაკედონიასთან მოხდა,იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით.კვარაცხელია ჯერ თვითონაც გამოუცდელია და ძლიერ გუნდებთან ლიდერობას და შექმნას,ძალიან ძნელად შესძლებს.მიქაუტაძე კი,ჯერ სრულიად გამოუცდელია,არც ბიჭებს იცნობს,არც ენა ეცოდინება და არც ვინმესთან იქნება შეთამაშებული.ისედაც მხოლოდ ორი შემქნელით შვეციასთან თუ ესპანეთთან,ყრუ დაცვაში აღმოვჩნდებით და შეძლებენ ჩვენი უთამაშებელი მცველები, ზლატანის შეჩერებას?
სოსო
22 მარტი 2021 15:23
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული