პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შვედეთთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან 0:1 წააგო.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ
დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძეს გასცდა და 1:0.

სოლნა.“ფრენდს არენა“

შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი, ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლასონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ქვილითაია


მკითხველის კომენტარები / 25 /
რაც დავწერე თამაშის წინ ხო ასრულდა ასი პროცენტით აბურჯანია ნული კვეკვესკირი ნული კვარა გაწყდა წელში გააძრეს სიქა შვედებმა ცენტრი და ბურთი მთლიანად მეტოქის და ყრუ დაცვაში მყოფი გუნდი და ბოლოს მთავარი მწვრთნელი არის ხიზანიშვილი რომელიც უფროსობს სათადარიგო სკამიდან სანიოლი ეტყობა მინდვრის მკრეჭავად ყავთ ჩამოყვანილი სირცხვილია ბიჭო ეგეთი ფეხბურთი სიირცხვილი ოეეე ოცდამეერთე საუკუნეა გარეთ,ქვილითაიამ ფეხით თამაში რო არიცის ეს კიდე რა უბედუურებაა
Zaza.
00:43 26-03-2021
11
ქვილითაია გამოსაცვლელი . 1. პასი არ მისცა ლობჟანიძეს. 2 კვარას ბურთით რომ იყო მცველი მიუყვანა იმის მაგივრად შუაში შესულიყო და მცველი შეეყოლებინა . ბურთის გორია გოლის გატანა ყველას უნდა მაგრამ სწორი თამაში ბევრად ჯობია ....
ემიგრანტი
00:43 26-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული