საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ისესიმღერით მაინცდამაინც ვერ მღერიან, თუ ყავთ სიმღერის მასწავლებელი და თუ არა რატომ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 მარტი 2021 04:57
1
ჩვენი უდღეურები რომ ვარგოდნენ, კარგი გუნდები ხომ იყიდიდნენ, ხოდა ფუჭი იმედები გვაქვს, გახდებიან ფეხბურთელები და მერე ვაკეთოთ ანალიზი. არ ვარგა არავინ, არააააააააააააააა
???????????????
26 მარტი 2021 03:57
5
აი, რა სპორტის სახეობაზე უნდა მიიყვანო ესენი ეგეც არ ვიცი. საერთოდ ფეხბურთელი არა გვყავს გუნდში თუ არ ჩავთვლით ახალ მარჯვენა მცველს კიდევ ცოტა არა უშავდა
?
26 მარტი 2021 03:32
12
ახსნას რატომ გაიყვანა კვარაცხელია?? ,მთელი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ და ასეთი უადგილო ცვლილება თითქმის არ იყო ,საცდელი კურდღელია ეს საქართველოს ნაკრები? ,წავიდეს თავის საფრანგეთში ატაროს ექსპერიმენტები , ჩვეულებრივი პროფესიონალი ნორმალური მწვრთნელი და სტაბილურობის განცდა, მეტი არაფერი არ გვინდა ჩვენ გულშემატკივარს ,შემაზიზღონ ლამის ეს ფეხბურთი რა ,ძაან ერკვევა ახლა სანიოლი ჩარბაძეა უკეთესი თუ კაკაბაძე რა ,დვალი თუ გრიგალავა ან ტაბიძე ,გარტყმაში არაა,ან ქვილითაია 60 წლის ნარკომანივით ,რომ გამოიყურება ,კი ბატონო ავარიაში ქარიშხალივით დაქროდა,მაგრამ ეტყობა ქართულ ჯიგრულ პონტს მიყო ხელი,არ დამთავრდება ეს აბუჩად აგდება საკუთარი გულშემატკივრების? ,სანიოლის არ ეხება , ფედერაციას ვგულისხმობ.
დევკალიონი
26 მარტი 2021 03:31
6
კვარაცხელია და კანკავა იმიტომ გაიყვანა, რომ 3 დღეში ესპანეთთან გვაქვს თამაში, სადაც სკაუტები იქნებიან და ყველას ინტერესებშია კვარამ რუსეთიდან გააღწიოს და კაი გუნდში მოხვდეს.
ქუთაისელი
26 მარტი 2021 11:11
1
ვიღაცამ "საქართველო" ლანგარით მიართვათ.
Xishnik
26 მარტი 2021 03:28
2
ფეხბურთელი რასაც ჰქვია, აი ის თუ არ გეყოლა გუნდში, როგორ მოიგებ. ჯიგარი მაგათ არა აქვთ და სირბილით ძალით დარბიან, აბა ჯარიმები შემოიღეთ ოღონდ ჯერ ფეხბურთელებია მოსაძიებელი, ახალი ორი ნომერი ნორმალური იყო, ხოლო დანარჩენი ...........
??????????????????????????????????????????????????????????????????????
26 მარტი 2021 03:26
3
არც ერთი ფეხბურთელი არ გვივარგა, ჩაბრაძემ გაამართლა მარტო. კვარაცხელიას ნეტა იქ გააჩერებდნენ სადაც არის, ქვილითაია კი .............
ვაუ
26 მარტი 2021 03:20
12
უარყოფით მხარეებზე ბევრი ითქვა და რაღა დავამატო. კარგი იყო ისრომ ცვილელებების არეშინიაა და თამამად აკეთებს. ვაისივით არარის მეოთხმოცე წუთს რო ელოდებოდა. ახალწვეულებიც კარგები იყვნენ
კნოპიჩა
26 მარტი 2021 03:20
0
რა დასკვნებს გამოიტანს სანიოლი ძან საინტერესოა, ქვილითაიაზე შეექმნება წარმოდგენა რომ ვერარის ძირითადის კაცი.
ქამონ
26 მარტი 2021 03:18
0
თითოულ ფეხბურთელს ნაკრებში ყოფნის დროს ეტყობა განსაკუთრებული ნერვიულობა და არის მოსახსნელად სერიოზული სამუშაოა გასაწევი. ბურთის მიღების დროს ამდენი წუნი აიხსნება მხოლოდ ერთი რამით ნერვიულობით. ვისაც უთამაშია ფეხბურთი ცოტა სტრესულ გარემოში ყველა დამეთანმება ( როცა ბევრი ხალხი უყურებს მაგალითად) განვითარებულ ნაკრებებს ეს პრობლემა არ აქვს უფრო თავისუფლადარიან. ამდენი ფსიქოლოგია მიუყვანეთ ასაუბრეთ. ფსიქოლოგები ფეხბურთელებს ჭირდებათ თუ ჭირდებათ .
წერო
26 მარტი 2021 03:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული