საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ნუ ეხლა ხიზანიშვილის დაყენებული გუნდი, თან როცა ფეხბურთელები არ გივარგა, სხვას რას იზავდა ?????????????????????????????????????????
???????????????
26 მარტი 2021 02:21
1
კვარასთვის ჯერ ადრეა ტოპ კლუბები, პირველ რიგში დიხანია არა აქვს და ვერ დარბის. ეს ქვილითაია სად იპოვეს ან რატომ ათამაშა მთავარმა მწვრთნელმა ხიზანამ. აბურჯანია უბრალოდ არასდროს უნდა გამოიძახო. მოკლედ ზაპოროჟეცი პორშეს ვერ გაასწრებს, ფიზიკა არცერთს არ უვარგა
სიმართლე
26 მარტი 2021 02:18
6
დავიღალეთ ოღონდ მართლა. აი ამდენი იმედგაცრუების მერეც ბოლომდე ვუდგავართ. ჟილკა არგაქვთ ბიჭებო და მანდრაჟით თამაშობთ. ქვილითაიაზე არაფერს ვიტყვი თქვენთვის მომინდია. ხვიჩა რამდენჯერაც დაგვჭირდა იმდენჯერ რაღაც დაემართა. ვენაცვალე გულში მაგრამ ჩემ ნაკრებს თუვერდაეხმარა მაგის ფინტაობები. რუბინში მეათე ხარისხოვანია, მთავარია ნაკრები რაც ჯერჯერობით არ ჩანს. რავი ძაან პესიმიზმში როარწავიდე ახლები სრიყვნენ ცუდი, გიორბელიძე ჩაბრაძეს ვგულისხლომ
Gela
26 მარტი 2021 02:17
1
არ იცის გუნდმა შეტევაში თამაში და რა გინდა ქნა? მომენტი როცა იქმნება, იმასაც აფუჭებენ. ეგ არის სწორედ დაბალი სათამაშო კლასი, თორემ აგერ იბრაჰიმოვიჩმა გვიჩვენა, როგორ უნდა გამოიყენო. კანკავას ყველა პასი უკან მიდის. როცა შეტევაში მივდივართ, სულ უმცირესობაში ვართ და ველოდებით კვარაცხელია როდის გაუძვრება ორ კაცს, მაგრამ ეგ ფეხბურთი აღარ არის
: )))))))
26 მარტი 2021 12:35
0
ბევრი გულშემატკივარი ემხრობოდა ქართველი მწვრთნელის დანიშვნას, რაც დღეს ისედაც ვიხილეთ ხიზანიშვილია დღეს მთავარი მწვრთნელი. მესმის რომ სანიოლს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ ეს ცვლილებები რაღაც განსაცვიფრებელი დავიჯერო სანიოლის ინიციატივაა? ვაისის ვუჩიოდით ცვლილებებს დროზე არ აკეთებსო და დღეს რაღაც აბსურდული ცვლილებების მოწმენი გავხდით.
საქართველოს ნაკრებს საშინელი ვირუსი სჭირს კოვიდუკანპასი89წთ! გუნდი აგებს და ბოლო წუთებზე ლორიას აძლევენ ბურთს უკან. იქნებ ამის ვაქცინაც არსებობდეს, თუნდაც 50%იანი.
დავით 67
26 მარტი 2021 02:17
5
ძალიან მკაცრადაც ალბათ არ უნდა განვსაჯოთ, სცნობილი კინოსი რომ არ იყოს, სად ჩვენ და სად თქვენ, თანაც ახალი ეპოქის პირველი თამაში იყო. იყო ხარვეზები, იყო შანსებიც, არ მინუსები ქვილითაიას, აბურჯანიას, ლობჟანიძემაც ვე დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ქვილითაიას პასი რომ მიეცა 0-1 გახდებოდა უეჭველი. ხვიჩა დაგვაკლდა მეორე ტაიმში, ბერიძის გარღვევა კარგი იყო, მიქაუტაძის მეიმედება, ახალწვეულები დებიუტისთვის არ იყვნენ ცუდები, საუკეთესო კი კაშია და ლორია იყო, რომელთა ძალისხმევით მხოლოდ ერთი გაგვიტანეს. ესპანეთი სამწუხაროდ მეორეჯერ არ დაკარგავს ქულებს ალბათ, მაგრამ უნდა ვითამაშოთ თავისუფლად, თუ ამის საშუალება მოგვცეს.
მინდია
26 მარტი 2021 02:12
2
რატომ გაიყვანეს კვარა? რატომ იძახებენ ქვილითაიას და აბურჯანიას? არადა შეიძლება კაი ნაკრების გამოთლა! წარმატწბები ბიჭებს! სანიოლი თუ არავის არ დაუჯერებს აქაურებს. ყველაფერი კარგათ იქნება!
ლოტი
26 მარტი 2021 02:10
2
აბურჯანია არის ნაკრების აწმყო წარსული და მომავალი.
ვოოტ
26 მარტი 2021 02:06
3
ტრადიციულად თანაბარ თამაშში კლასის ხარჯზე დავმარცხდით.

შვედეთს მომატების რესურსი ჰქონდა, ჩვენ - არა.

ლორია თავის დონეზე თამაშობს, ჩვევია შეცდომებიც, კარგი სეივებიც.

ჩაბრაძეს ეტყობა რომელ ჩემპიონატში თამაშობს, აზროვნების სისწრაფე და პასის ხარისხი საშინელი აქვს... იმედია კაკაბაძე მალე ჩადგება ფორმაში ან/და ვინმე კიდევ გამოჩნდება.

კაშია - დვალის წყვილი - ზედმეტად ნელია, რის გამოც ბურთის ამოტანა ხშირად გვიჭირდა..

გიორბელიძე - კარგი ბიჭია, იმედია მარცხენა მცველის პოზიციაზე გვეშველა. აქვს შეცდომები, აკლია გამოცდილება, მაგრამ ყველაფერი აქვს, რომ ნორმალურ დონეზე ითამაშოს.

აბურჯანიამ და გვილიამ საშინელი თამაში ჩაატარეს, კვეკვესკირს სათამაშო ტონუსი აშკარად აკლია, კანკავა +/- თავის დონეზე აულ თამაშობს. კიტეიშვილი იმედია მალე აღიდგენს ფორმას, ის ძალიან გვჭირდება ცენტრში.

ლობჟანიძესგან მეტს ველოდი, თუმცა მას უნდა დაეხმარონ ნახევარმცველები და ფლანგის მცველი, რაც სამწუხაროდ ვერ ხდებოდა.

კვარაცხელიას ეტყობოდა, რომ ჯანზე ვერ იყო, რის გამოც შეცვალეს კიდეც (იმედია ეს უიღბლობა დაანებებს ამ ბიჭს თავს). თუმცა ესეც უამრავ სივრცეს უქმნიდა სხვებს და მის გასვლის შემდეგ ეს დაიკარგა.

ქვილითაია ნორმალური თავდამსხმელია, მაგრამ არა ძირითადის, მხოლოდ როტაციის ( ბოლო 20 წუთზე, რომ გამოვიდეს ხოლმე), ესპანეთთან იმედია ბუდუს მისცემენ შანსს


მიქაუთაძე - პირველი თამაში იყო, მცირე დრო, გამოჩნდება მომავალში, ბეეიძე კარგი ბიჭი ჩანს, შენგელიას ყველაფერი აქვს, გარდა იღბალისა და ბრძოლისუნარიანობისა.

სანიოლს, ჯერ ვერაფერს მოთხოვ, სამაგისოდ დრო არ ჰქონდა. სელექციაში მეტად ჩაერთვება მომავალში, ბირთვსაც შეარჩევს და შემდეგ ვნახავთ და შევაფასებთ.
Just Supporter
26 მარტი 2021 02:06
1
Ჯერ საერთოდ ქვილითაიას ნაკრებში გამოძახება რა არიის და მერე მითუმეტეს სასტავში დაყენება.ან რა დარტყმაიყო გულის ამრევი ფეხბურთელია
buxrika
26 მარტი 2021 02:02
1
ხიზანიშ-ვილი სანიოლი
ტოტონცი
26 მარტი 2021 02:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული