საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ხალხო,იქნებ ვინმემ ამიხსნას,ქვილითაიას ნაკრებში რა უნდა?მე ამ კაცის თამაში ვერასდროს ვერ ვნახე!
ქობულეთიდან
26 მარტი 2021 11:57
2
ქოთანში ჩარგულ ხესავითაა, თუ შეეხები იქცევა თუ არა და დგას...გვილიას რეგრესიც ძალიან გამიკვირდა ერთი ზუსტი პასი ვერ გააკეთა.
gurulo
26 მარტი 2021 12:20
1
კვარაცხელიას პასი წინ მოძრაობაში რომ უნდა მისცე, რომ სისწრაფე და ტემპი არ დაიკარგოს, ეს არ უნდა უთხრას მწვრთნელმა? ან რას დაღუპეს ეს მიქაუტაძე. თუ ჩამოიყვანე და მოუსპე სხვაგან თამაშის შანსი უკვე, მიეცი რა სათამაშო დრო. რას გადეკიდნენ ამ ქვილითაიას, ჯერ იყო და დვალიშვილს ვერ იცილებდნენ, ეხლა ამას.
გელა
26 მარტი 2021 07:39
2
ისევ წავაგეთ ფეოლა...... ქვილითაია რომ თავდამსხმელი არ არის რიდის უნდა მიხვდეთ?
????
26 მარტი 2021 08:14
2
ქვილითაიას მაგივრად სხვა ვერ შემოიყვანა...!!!??? ტიპი ვერ ინძრეოდა, მაგარი მოუქნელი ვინმეა, სიცოცხლე ეზარება.
ტორპედოელი
26 მარტი 2021 10:40
0
წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. სურათი ასეთია: გვყავს რამდენიმე იმედისმომცემი ახალგაზრდა - კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე. გვყავს რამდენიმე საშუალო ევროპული დონის მოთამაშე - ლორია, კანკავა, კიტეიშვილი. გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელები, რომელთა კარიერა დაღმართზეა - კვირკველია, ხოჭოლავა, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი. დანარჩენი ფეხბურთელები საშუალო ევროპულ დონეზე დაბლა თამაშობენ და ამიტომაც საშუალო კლუბების ძირითადშიც ვერ იკავებენ ადგილს.
რეალობა ასეთია, მაგრამ ეს ჩვენი ფეხბურთია, მეტი არ გავქვს და აქ ფეხბურთელების არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშუა (ძირითადად) - თაობა არ გვყოლია დიდი ხანია - არველაძეების და კალაძე-კობიაშვილის მერე. თითო-ოროლა ტალანტი ჩნდება ხანდახან და რატომღაც ტრავმებით მთავრდება მათი კარიერა - ყენია, ჭანტურია, მჭედლიძე, ანანიძე.
სანიოლი მომეწონა - თამამად დააყენა შემადგენლობა და თამამი შეცვლები მოახდინა - კვარაცხელია და ჯაბა მოხსნა. ჯაბა ალბათ დაიღალა, კვარაცხელია ვერაფერს აკეთებდა. შვეციამ ბევრი ვერაფერი შექმნა და უკეთესი თამაშით ქულის წამოღება შეიძლებოდა.
მაინც იმედით ვუყურებ მომავალს, არის ახალგაზრდულში რამდენიმე პერსპექტიული ბიჭი და მწვრთნელი გვყავს მგონი კარგი - გააკეთებს კარგ გუნდს.
არჩი
26 მარტი 2021 09:21
0
ზოგადად თუ შევხედავთ, საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და არც თუ ისეთი ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს ბიჭებმა, განსაკუთრებით ახალწვეულებმა. სამწუხაროდ ყოველი ახალი ტურნირის დაწყების წინ ყველას გვაქვს რაღაც ახალი, კარგის მოლოდინი და შედეგი ისევ უარყოფითი. ბევრს არ მოგაწყენთ თავს, შევეცდები მოკლედ დავაფიქსირო ჩემი აზრი: მიუხედავად ჩემი დუდი პატივისცემისა ჯაბა კანკავას მიმართ, მგონი დროა ეტაპობრივად გამოინახოს მისი შემცვლელი, მაგარი ჯიგრიანი (უკაცრავად ჟარგონისთვის) კაპიტანი გვყავს, რომელიც სულს და გულს დებდა ყოველ სანაკრებო თამაშში. მეტს აღარ ვიტყვი მასზე არაფერს. მეორე ის, რომ თუ თავდამსხმელი ასეთ მომენტს ასეთ თამაშში ვერ გამოიყენებს.....მოკლედ ქვილითაია არ არის ჩემი აზრით ნაკრების ფეხბურთელი, ხომ ვხედავთ ამდენი ხანია შემადგენლობაშია და შედეგი? ვფიქრობ მაგარი კრიშა ყავს. რით არ ჯობდა თუნდაც მისთვის დათმობილ რაღაცა 15 წუთში გიორგი ბერიძე? ან რით არის დაბალი დონე უნგრეთის ჩემპიონატი კვიპროსზე? ბუდუს , იქმნება შთაბეჭდილება , რომ ბლოკავენ. ეხლა მისცენ ეგება შანსი ესპანეთთან და ვერაფერი გამოუვიდეს და ისევ გადაიყვანონ ღრმა ზურგში, მაგრამ ვფიქრობ შვედეთთან და ბერძნებთან ერთი თავით მაღლა იქნებოდა და იქნება ქვილითაიაზე. შვედეთთან უმჯობესი იყო ალბათ უფრო მოძრავი, სხარტი თავდამსხმელები, (მიქაუტაძე, ბერიძე, ისევ და ისევ ზივზივაძე) ვიდრე ქვილითაია.პ.ს. ეს ჩემი პირადი აზრია და არავის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია, მთავარია ნაკრების შედეგი ჩენთვის.
ტარიელი
26 მარტი 2021 09:41
1
ტარიელ, ჯიგრიანზე რო ბოდიშს იხდი და კრიშა ეგრე უბოდიშოდ მოგვახალე, მაგაზე ვერ ვიქნები ყაბულს, დანარჩენზე ჩემი თავი გენაცვალოს, მართალს იძახი:)
გიგლია
26 მარტი 2021 13:18
1
ვერაფერი გავიგე ამ კრიტიკოსების. თქვენ სხვა თამაშს უყურეთ და მე სხვას? რა არ მოგეწონათ ჩვენ თამაშში. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ამ მესამე ხარისხოვანი ფეხბურთელებით რა ლაღი, თამამი და შემტევი ფეხბურთის თამაშს შევეცადეთ. იგრძნობოდა შიში არ ჰქონდა და ცდილობდნენ არაორდინალურ გადაწვეყილებებსაც. არ იყო უაზროდ მხოლო უკან პასები.

გოლი თუ ვერ გაიტანა ერთი ერთზე ქვილითაიამ ან შენგელიამ მთლად ზუსტად ვერ დაუხვედრა ფეხი, სანიოლის რა ბრალია.

მე პირადად სასიამოვნოდ გამაოცა გიორბელიძემ, ჩაბრაძემ და ბერიძემ. დამარჩენები ნანახი გვქონდა მეტნაკლებად
კრიტიკოსებს
26 მარტი 2021 12:56
4
mainc ram gagaoca shvedeti iyo gushin somxetze susti. mis adgilas nebismieri rom yofiliyo tugind saberdzneti amogvtenidnen. kvaracxelia rogor unda sheecvala da qvilitaia daetovebina. beridze tavdasxmashi kvaracxelias kide vinme wesieri damxmare unda rogorc centrshi ise marcxena mcveli. aburjania kvekveskiri saertod arunda atamasho vitom xavi da iniesta iyvnen ise teqnikurad cdiloben tamashs arada burts ver achereben da 2metrian pass ver awvdian. kankava 40 wlisac rom iyos centrshi mainc gaaketebs tavis saqmes. kiteishvili faqtia formashi araa. gvilia wlidan wlamde uklebs nakrebis kaci araa. mokled am taqtikit yvela tamashs wavagebt. saniolma xvicha da jaba gaiyvana ragha unda elaparako tipi gartymashi araa...
nnn
26 მარტი 2021 14:19
5
კვარას არ ქონდა საუკეთესო თამაში,მაგრამ მაინც მისგან მოდიოდა ყველაზე მეტი საფრთხე. რა პასი გაუჭრა ქვილითაიას და იმან გააფუჭა მომენტი. ამწვავებდა თამაშს, პირველ ტაიმში რამდენჯერმე კარგად გაჭრა, უბრალოდ ეტყობა რაღაც აწუხებდა და ამიტომ ვერ გამოუვიდა მაღალ დონეზე თამაში, აბა ისე კვარას გაყვანა გამორიცხულია. სისწრაფეში ბურთს ფაქტიურად არ იღებდა და ძალიან ძნელია ისე გასცდე ამდენ მცველს. მეორე ტაიმში შვედეთის დაცვა დაიღალა და ზონები იყო, განსხვავებით პირველი ტაიმისა სადაც შვედებმა ზონები ამოკეტა. აი მაგ დროს კვარა თავის სათქმელს იტყოდა ყველა ვარიანტში!!! რეალურად ვიხილეთ ის რომ ნაკრებმა ფეხბურთი ითამაშა, კი ბატონო წააგო მაგრამ იმის თქმა რომ ძალიან სუსტები ვართ მგონი უადგილოა, გვაჯობა ჩვენზე კლასით ბევრად მაღალმა ნაკრებმა და იღბალიც არ იყო ჩვენ მხარეს.
zaza
26 მარტი 2021 09:41
7
სულ როგორ არ არის იღბალი ჩვენ მხარეს იქნებ სხვა რამეშია საქმე?
Realisti
26 მარტი 2021 10:40
1
გვილია, აბურჯანია, კვეკვესკირი, ქვილითაია ძალიან სუსტები არიან
მამუკა
26 მარტი 2021 02:36
1
ჩვენ ნაკრებს არა აქვს რწმენა, ბიჭებს არჯერათ რომ შეუძლიათ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რამდენი უკან პასი გააკეთეს მაშინ როცა უეჭველი წინიყო მისაცემი, ეს აიხსნება ერთი რამით ეშინიათთ. რაგახდა რო ფსიქოლოგები დაელაპარაკონ ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ და ცოტა თვითრწმენა აუმაღლონ.
ეჰ
26 მარტი 2021 03:14
0
ქვილითაიას უნდა გაეტანა. კლასი რომ ჰქონდეს!
მერაბი
26 მარტი 2021 09:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული